უკან

პოლიტიკა

5 სექტემბერი, 2017 23:26
font-size

საქართველო და უკრაინა ერთად ებრძვიან დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე არსებულ გამოწვევებსა და სირთულეებს - გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის დამოუკიდებლობის და საქართველო-უკრაინას შორის, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებაზე სიტყვით გამოვიდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღეს საქართველოსა და უკრაინისთვის დამოუკიდებლობისკენ მიმავალი გზა გრძელია, რთულია და ხშირად მტკივნეული.

,,25-ზე მეტი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინამ, საბჭოთა კავშირისგან, დამოუკიდებლობა მოიპოვა. მას შემდეგ უკრაინელთა არაერთი თაობა იბრძოდა დამოუკიდებელი ევროპული სახელმწიფოს აშენებისთვის. როგორც ცნობილია, თავისუფლება და დემოკრატია არ არის თავისთავადი მოცემულობა - ის ბრძოლით უნდა მოვიპოვოთ.

დღეს საქართველოსა და უკრაინისთვის დამოუკიდებლობისკენ მიმავალი გზა გრძელია, რთული და ხშირად მტკივნეული. ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია ძირს უთხრის სტრატეგიულ ბალანსს აღმოსავლეთ ევროპაში და ემუქრება უსაფრთხოებასა და სტაბილურობას მთელ შავი ზღვის რეგიონში.

მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩართულობითა და მტკიცე მხარდაჭერით ჩვენ მივაღწევთ მშვიდობიანი გზით ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. მანამდე კი, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ხელმოწერით, ასევე უვიზო რეჟიმის შემოღებით, როგორც უკრაინამ, ისე საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ევროკავშირთან დაახლოების გზაზე. ამ გზაზე არსებული ბევრი დაბრკოლების მიუხედავად, ჩვენმა ქვეყნებმა გამოამჟღავნეს უდიდესი მიზანმიმართულება ევროპული და ევრო-ატლანტიკური ოჯახის წევრობისთვის ბრძოლაში, და ჩვენი გადაწყვეტილება ამ მხრივ შეუქცევადია.

1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველო და უკრაინა ერთად ებრძვიან, დამოუკიდებელი და თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე, არსებულ გამოწვევებსა და სირთულეებს. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ წარმატება მიიღწევა მხოლოდ რეფორმების გატარების და ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის გზით და ამ პროცესში ევროპული ღირებულებებისა და დემოკრატიული სტანდარტებისადმი ერთგულების წყალობით.

ჩვენ კარგად გვესმის, რომ წინ კიდევ ბევრი გამოწვევა გველის, მაგრამ ასევე გვჯერა, რომ შეგვწევს ძალა, გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს.

ვულოცავ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს!”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

23 აპრილი, 2024 , 08:21

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. „წლის განმავლობაში ქართველები ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნით გამოდიოდნენ. ასევე, კანონპროექტის წინააღმდ

ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს

22 აპრილი, 2024 , 17:42

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს ახალი მოადგილეები ჰყავს – თეა გიორგაძე, ირინე წაქაძე და გიორგი პატარიძე მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგნე

“დადექით საქართველოს სახელმწიფოებრიობის, ჩვენი ახალი თაობისა და საერთო ევროპული მომავლის გვერდით” - პარტიები `გირჩი - მეტი თავისუფლება` და `დროა` საჯარო მოხელეებს მიმართავენ

22 აპრილი, 2024 , 17:26

პარტიები "გირჩი - მეტი თავისუფლება" და "დროა" ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საჯარო მოხელეებს მიმართავენ. ისინი აცხადებენ, რომ იციან პოლიტიკური წნეხის მასშტაბი, რომელსაც მმართველი პარტია იყენებს საჯარო მოხელეები

გვაქვს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი შეკრების და გამოხატვის უფლება, რომლით სარგებლობასაც ვაპირებთ ნეტარად, ნარნარად და ბედნიერად - თეა წულუკიანი

22 აპრილი, 2024 , 17:09

უმცირესობასაც და უმრავლესობასაც, რაც უნდა გასაკვირი უნდა იყოს, გვაქვს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი შეკრების და გამოხატვის უფლება, რომლით სარგებლობასაც ვაპირებთ ნეტარად, ნარნარად და ბედნიერად, – ა

ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს და საკუთარი ქვეყნის მომავალ თაობას უწყობს კონტრაქციას, თავის დასასრულს აფორმებს - ანა ნაცვლიშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:14

ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს და საკუთარი ქვეყნის მომავალ თაობას უწყობს კონტრაქციას, თავის დასასრულს აფორმებს, -  ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა „ქართული ოცნების&

იმისთვის, რომ მოსწავლე აღიზარდოს სათანადო ღირებულებებზე, მნიშვნელოვანია, რომ სათანადო პრინციპებს დაეფუძნოს ზოგადი განათლება ჩვენს ქვეყანაში - ირაკლი კობახიძე

22 აპრილი, 2024 , 14:58

ხედავთ, რომ გვაქვს გამოწვევები განათლების კუთხით. არის გლობალური ტენდენციები საკმაოდ სარისკო და ნეგატიური და ამ ტენდენციების დამკვიდრება არ გვინდა ჩვენს ქვეყანაში. იმისთვის, რომ მოსწავლე აღიზარდოს სათანადო ღირებულებებზე,

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი