უახლესი ამბები
- 24.04.2024 18:09Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
- 24.04.2024 15:01სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
- 24.04.2024 14:53სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი
- 24.04.2024 14:41დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“
- 24.04.2024 14:16იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს
- 24.04.2024 13:01საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება
- 24.04.2024 12:38მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`
არქივი
რეგიონები
საქართველო-დაღესტნის საზღვარზე აფეთქებას ერთი ქართველი მესაზღვრე ემსხვერპლა
საქართველო-დაღესტნის საზღვარზე აფეთქების შედეგად, ერთი ქართველი მესაზღვრე დაიღუპა.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ ლაგოდეხის მე-5 სამმართველოში მოხდა, რომელიც დაღესტნის საზღვართან არსებულ მონაკვეთს აკონტროლებს.
აფეთქების შედეგად მძიმედ დაშავდა კიდევ 3 მესაზღვრე.
სამმართველოს ერთ-ერთი მესაზღვრე რუსთავი 2-თან სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ მესაზღვრეები კარავში იმყოფებოდნენ, რა დროსაც გაზის ბალონი აფეთქდა.
,,ბიჭები იყვნენ მაღლა დაღესტნის საზღვართან კარავში და ენთოთ შეშის ღუმელი. ამ ღუმელის გვერდით მდგარა 4-კილოიანი გაზის ბალონი. სავარაუდოდ, ის ბალონი გახურდა და აფეთქდა. ვინც ახლოს იწვა, რუსთაველი მესაზღვრე, ის დაიღუპა, სამი კი დაიწვა“, - აცხადებს მესაზღვრე.
დაშავებულთაგან 2 უკვე გადმოყვანილია თბილისში, დამწვრობის ცენტრში.
ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ორი მესაზღვრე მძიმე მდგომარეობაში დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს და მათ შესაბამისი პროცედურები უტარდებათ.
,,ერთთან გვაქვს 27% დამწვრობა, მეორესთან 45% დამწვრობა“, - ამბობს გუგა ქაშიბაძე.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით აღიძრა.