უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

19 თებერვალი, 2019 13:05
font-size

საქართველო დინამიურად ვითარდება და რეგიონში ლიდერია - ვაზილ ჰუდაკი

საქართველო დინამიურად ვითარდება და რეგიონში ლიდერია, – ამის შესახებ ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტმა, ვაზილ ჰუდაკმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან და საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარც ჰარცელთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც საქართველოსთვის ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ 250 მლნ ევროს გამოყოფასთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გაიმართა.

მისი თქმით, აღნიშნული დაფინანსებით დაგეგმილი პროექტების განხორციელება საქართველოს საშუალებას მისცემს ევროპას უფრო დაუახლოვდეს.

ვაზილ ჰუდაკმა მამუკა ბახტაძეს ბრიფინგზე საქართველოში მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

„ვხედავ, საქართველო დინამიურად ვითარდება, რეგიონში ლიდერია. ჩვენ ევროპის საინვესტიციო ბანკი ვართ ევროკავშირის ფინანსური ინსტრუმენტი. ჩვენი საქმიანობა ადასტურებს, რომ საქართველო არის უფრო დიდი ევროპული სივრცის ნაწილი. 250 მილიონი ევროს გამოყოფა ახალი გზების მშენებლობისთვის, არსებული რეაბილიტაციისთვის, ევროპული სატრანსპორტო ქსელის გაფართოებისთვის, რომელიც არის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის განვითარება, საშუალებას მიცემს საქართველოს, რომ ევროპას უფრო დაუახლოვდეს და მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ადგილმდებარეობა და მისი პოტენციალი ევროპისა და აზიის დასაკავშირებლად გამოიყენოს“, – განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტმა.

ვაზილ ჰუდაკმა აღნიშნა, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი სიხარულით ერთვება კლასიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაში.

„როგორც პრემიერმა ბრძანა, დავეხმარებით ძალიან მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას, რომელიც გამოისახება გზების, რკინგზის განვითარებით. გვსურს, უფრო მეტი აქცენტი გავაკეთოთ პროგრამულ უზრუნველყოფაზე. პრემიერმა განაცხადა, რომ ინოვაციები და ტექნოლოგიები არის საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი. ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია ქვეყანას ამ მიმართულებით“, – განაცხადა ვაზილ ჰუდაკმა.

მისი შეფასებით, ადამიანური კაპიტალის, ისტორიის, გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გამო, საქართველო რეგიონში ინოვაციური ლიდერია.

„აქედან გამომდინარე, დიდი სიხარულით ვერთვებით ამ ინიციატივაში და მომავალში უფრო მეტ ინოვაციურ პროექტს დავუჭერთ მხარს, ხელს შევუწყობთ ინვესტიციებს, ევროკავშირის სამეწარმეო ეკონომიკური სუბიექტების ჩართულობას საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში და ევროკავშირსა და საქართველოს უფრო მჭიდრო ურთიერთობაში“, – განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტმა.

ამასთან, ვაზილ ჰუდაკმა მადლობა გადაუხადა გუნდს, რომელიც აღნიშნული ხელშეკრულების მომზადებაში იყო ჩართული, განსაკუთრებულად კი ვიცე-პრემიერს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილსა და ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს.

„მინდა, გამოვიყენო შესაძლებლობა და მადლობა გადავუხადო გუნდს, რომელიც ჩემს უკან დგას ამ ხელშეკრულების მომზადებაში, ვინც გვეხმარებოდა. განსაკუთრებით მინდა, მადლობა გადავუხადო მაია ცქიტიშვილს. ჩვენ დღეს ვისაუბრეთ, რომ ეს არის უმსხვილესი ინსტიტუციური ბენეფიციარი ჩვენი დახმარების საქართველოში. ამ მოცულობის დახმარება ქალბატონი მაია ცქიტიშვილის საკურატორო სფეროში ექცევა. აქედან გამომდინარე, მახარებს ეს თანამშრომლობა. ასევე ჩვენ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს ფინანსთა სამინისტროსთან და მინისტრ ივანე მაჭავარიანს აქვე ვუხდი მადლობას მხარდაჭერისთვის. ფული კარგ ხელში თუ არ მოექცა, კარგ შედეგს ვერ მოიტანს. აქედან გამომდინარე, გვახარებს, რომ ივანე მაჭავარიანი არის ჩვენი პარტნიორი ამ მიმართულებით. ზოგადად, ყველას დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტმა.

მისი განმარტებით, 250 მლნ ევროს მოცულობის სესხი ევროკომისიის გადაწყვეტილებით გამოყოფილი მნიშვნელოვანი დახმარების ფარგლებშია, რისთვისაც ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს მადლობა გადაუხადა.

ევროპის საინვესტიციო ბანკი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის საქართველოს 250 მილიონი ევროს ფინანსური რესურსს გამოუყოფს.

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა ხუთი პროცენტით შემცირდა - საქსტატი

13 მარტი, 2024 , 13:09

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 941.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის

2023 წელს, წინა წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 24 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

11 მარტი, 2024 , 12:03

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წელს 1 594.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24.0 პროცენტით ნაკლებია 2022 წლის დაზუსტებულ მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი