უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

18 აპრილი, 2017 14:50
font-size

საქართველო ჯიუტად მიისწრაფვის ნატო-სკენ - რუსეთის საგარეო უწყება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ოკუპირებულ აფხაზეთში უწყების ხელმძღავნელის ვიზიტს გამოეხმაურა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, რუსეთი 2008 წელს აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობით გახდა მისი დამოუკიდებლობის და მშვიდობიანი მომავლის გარანტი, შემდგომში კი ორმხრივი ურთიერთობა თანამშრომლობის და სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველზე განავითარა.

ლავროვის უწყება საქართველოს საკითხსაც ეხება და აფხაზეთის უსაფრთხოების მთავარ პრობლემად სწორედ მას ასახელებს.

„რეგიონში შექმნილი რთული ვითარება განაპირობებს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის აქტუალურობას. საქართველო განაგრძობს პრეტენზიის გამოთქმას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე, უარს აცხადებს მოილაპარაკოს მათთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ და ჯიუტად ისწრაფვის NATO-სკენ. შესაბამისი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზაა განლაგებული, რუსი მესაზღვრეები საქართველოსთნ საზღვრის დაცვაში მონაწილეობენ.

განცხადებაში საუბარია ჟენევის ფორმატში რუსეთ-აფხაზეთის თანამშრომლობაზეც.

„ჟენევაში რუსეთის და აფხაზეთის წარმომადგენლები მოკავშირული სულისკვეთებით გამოდიან ერთიანი პოზიციით ისეთ საკითხებთან დაკავშირებით როგორიცაა რეგიონის უსაფრთხოება, რაც გულისხმობს ძალის გამოყყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მოთხოვნას. ასევე ეწინააღმდეგებიან საერთაშორისო არენაზე ქართველი დიპლომატების კონფრონტაციულ ნაბიჯებს და ნატოსთან თანამშრომლობის კონტექსტში საქართველოს მილიტარიზაციას“- აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, ლავროვის სოხუმში ვიზიტი და აფხაზეთის ე.წ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები დამატებით იმპულს მისცემს რუსულ-აფხაზურ ურთიერთობებს და გააძლიერებს ორი ქვეყნის საერთაშორისო თანამშრომლობას.

მონიკა დავლიანიძე

აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ საზღვრები სრულად ჩაკეტა

28 თებერვალი, 2020 , 11:05

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდზე გადაადგილება სრულად შეზღუდა. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლის უფლება მხოლოდ ენგურჰესის თანამშრომლებს აქვთ. მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებმა მთავარ მიზეზად საქართვ

ოკუპანტებმა სოფელ აძვის მცხოვრები გაიტაცეს

27 თებერვალი, 2020 , 14:45

საოკუპაციო ძალებმა სოფელ აძვის მცხოვრები გაიტაცეს. შეიარაღებულმა ფორმიანებმა 60 წელს გადაცილებული ელდარ გუნდიშვილი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს. მომხდარ ფაქტს ადასტურებენ სახელმწიფო უსაფ

სოფელ კირბალთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მოზარდი გაიტაცეს

23 თებერვალი, 2020 , 11:04

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 17 წლის მოზარდი გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ში ადასტურებენ. როგორც უწყებაში განმარტეს, ამოქმედებულია ცხელი

ცხინვალის რეგიონში შექმნილია ძალიან დიდი რეალური ჰუმანიტარული კრიზისი, რომელიც დღითიდღე უფრო მძიმდება - ქეთევან ციხელაშვილი

19 თებერვალი, 2020 , 14:35

"დიდი ხანია ჩვენი პარტნიორების ყურადღებას ვაქცევთ იმ ფაქტს, რომ ცხინვალის რეგიონში შექმნილია ძალიან დიდი რეალური ჰუმანიტარული კრიზისი, რომელიც დღითიდღე უფრო მძიმდება", - აცხადებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკ

ცხინვალში ქართულწარწერიანი მედიკამენტების აკრძალვასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა

19 თებერვალი, 2020 , 12:30

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარსა და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტო

საოკუპაციო ძალების ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენჯერმე განხორციელდა მანათობელი მაშხალის გასროლა - სუს-ი

15 თებერვალი, 2020 , 12:40

ოკუპირებულ სოფელ ორჭოსანთან, უკანონოდ დისლოცირებული საოკუპაციო ძალების ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენჯერმე განხორციელდა მანათობელი მაშხალის გასროლა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`