უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 მაისი, 2017 18:30
font-size

საქართველო ძალიან აქტიურად არის ჩართული ნატოს ყოველდრიურ საქმიანობაში - ირაკლი სესიაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ქართული მხარე აქტიურად ცდილობს, უფრო ჩართული იყოს ნატოს ყოველდღიურ საქმიანობაში.

„ცხადია ჩვენ გვინდა, რომ ეს ფორმატები უფრო მეტად გამოვიყენოთ, უფრო მეტი ინსტრუმენტი გაჩნდეს, რაც გაგვიმყარებს ჩართულობას ნატოს საქმიანობაში. ზოგადად, ნატოს ყოველდღიურ ცხოვრებაში საქართველო ძალიან აქტიურად არის ჩართული, წევრობის სტატუსის გარდა თითქმის ყველაფერში ვმონაწილეობთ, ყველა დონეზე“, - განუცხადა სესიაშვილმა ჟურნალისტებს ნატო-საქართველოს საპარლამენტთაშორისო საბჭოსა და მუდმივმოქმედი კომიტეტის ერთობლივი სხდომის დაწყებამდე.

სესიაშვილმა აღნიშნა, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეასთან შეხვედრებზე წამოწეული იქნება საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივები. კერძოდ, იმსჯელებენ იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც აქვთ ნატოს წევრი ქვეყნების პარლამენტარებს საქართველოს მხარდასაჭერად. საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ქართული მხარე ამისთვის სხვადასხვა საშუალებას მიმართავს.

„ჩვენ ამისთვის ვცდილობთ, გამოვძებნოთ სხვადასხვა საშუალება - ეს არის მეტი ჩართულობა საკომიტეტო საქმიანობაში, ჩვენი მეტი მონაწილეობა სხვადასხვა ფორუმებზე, ჩვენ მიერ ინიცირებულ დეკლარაციებში საქართველოს მეტი მხარდამჭერი განცხადების დაფიქსირება",- განაცხადა სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს დაიწყო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია, რომელიც 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

პარლამენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

20 სექტემბერი, 2019 , 13:10

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პარლამენტმა დაამტკიცა. კანონი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გამოძიების ჩატარებისა და ოპერატიულ-

პარლამენტში ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ

20 სექტემბერი, 2019 , 10:20

საქართველოს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში დღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ. სახელმწიფო მინისტრი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავში

„ევროპულმა საქართველო“ შეწყალებების საქმეზე გამოძიებას ითხოვს და პროკურატურას მიმართავს

19 სექტემბერი, 2019 , 16:25

„ევროპულმა საქართველომ“ შეწყალებების საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა. გენერალური პროკურატურისთვის გაგზავნილ წერილში, პარლამენტის დეპუტატი 28 აგვისტოს პრეზიდენტის მიერ გამოცემულ შეწყ

ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

19 სექტემბერი, 2019 , 12:25

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია მეზვრიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა. ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი ჭოლაძე შეცვალა. ნათია მეზვრიშვილი შს მინისტრის მოადგილ

2020 წლის ბიუჯეტი პირველ რიგში ორიენტირებული უნდა იყოს მოქალაქეზე - გიორგი გახარია

19 სექტემბერი, 2019 , 10:55

2020 წლის ბიუჯეტი პირველ რიგში ორიენტირებული უნდა იყოს მოქალაქეზე და ყველამ უნდა გავითვალისწინოს სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განა

ლევან კობერიძე ინიციატივით გამოდის, 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო იყოს

18 სექტემბერი, 2019 , 16:05

პარლამენტის წევრი ლევან კობერიძე კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაში მონაწილეობს და სოციალურ ქსელში პროპორციული საარჩევნო სისტემის თემას ეხმიანება. დეპუტატი ინიციატივით გამოდის, რომ 2020 წლის არჩევნ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს