უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 თებერვალი, 2019 12:10
font-size

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი - მამუკა ბახტაძე

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი, რომ ჩვენ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ის ინტეგრაციის პროცესი, რომელიც დაწყებულია და წარმატებით მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მეხუთე სხდომას, რომელიც 5 მარტს ბრიუსელში გაიმართება, წელს საქართველო თავმჯდომარეობს.

„საბჭოზე უმაღლეს დონეზე განხილული იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი არაერთი თემა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას, განათლების სისტემის მოდერნიზაციას და იმ მასშტაბურ რეფორმას, რომელსაც ჩვენ განათლების სექტორში ვახორციელებთ., ასევე - ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეწყობას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საბჭოს სხდომაზე მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის გაძლიერებაზე.


„ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობს გარკვეული ხარვეზები ტრანსპორტში და ზოგადად, ლოგისტიკაში, რომელიც ხელს გვიშლის, კიდევ უფრო გავზარდოთ ვაჭრობა ევროკავშირთან და მეტად ვისარგებლოთ ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით. შესაბამისად, ამ კონტექსტში ცალკე ფორმატი იქნება შავ ზღვაზე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ინტენსიფიკაციის შესაძლებლობაც და რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრებთ იმ რეფორმებზეც, რომლებსაც განვახორციელებთ დემოკრატიის მეტი კონსოლიდაციისთვის“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

„ამასთან ერთად, ჩვენ ზაფხულში აღვნიშნავთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი სამოქმედო გეგმა, რომელიც გულისხმობს ახალი ინიციატივების გაჟღერებას საქართველოს მთავრობის მხრიდან, რათა საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირის სტრუქტურებს და ამ ინიციატივებზე 5 მარტს ვისაუბრებთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საკვანძო სიტყვები:

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი