უკან

საზოგადოება

10 თებერვალი, 2017 15:25
font-size

საქართველო ევროკავშირის განათლების პროგრამაში მონაწილეობას მიიღებს

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ევროკავშირის პროგრამა ჰორიზონტი 2020 - კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში (2014-2020) საქართველოს მონაწილეობის შესახებ“ შეთანხმება და მისი თანმდევი კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მესამე მოსმენით განიხილა.

მომხსენებლის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის, დავით ლომინაშვილის განმარტებით, 2016 წლის 29 აპრილს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ევროკომისიასთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს ბენეფიციარებს, ევროკავშირის ქვეყნების მსგავსად, შესაძლებლობა ექნებათ, ევროკომისიის მიერ, ამ პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებში მიიღონ მონაწილეობა. პროგრამის მიზანი მეცნიერების განვითარებაა. მთლიანი პროექტის ღირებულება 77 მილიარდ ევროს შეადგენს და 7 წელზეა გათვლილი.

სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი შეთანხმების თანმდევი კანონპროექტის-„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ თანახმად, ორგანოს, რომელმაც, ევროკომისიის მოთხოვნით, საქართველოში აღსასრულებლად უნდა მიაქციოს ევროკომისიის გადაწყვეტილება, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. ამასთან, ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს ემატება სპეციალური ადმინისტრაციული სამართალწარმოების თავი „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ევროკავშირის პროგრამა ჰორიზონტი -2020-კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში (2014-2020) საქართველოს მონაწილეობის შესახებ“ შეთანხმების ფარგლებში, ევროკომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, იურიდიული პირისათვის ფულადი ვალდებულებების დაკისრებასთან დაკავშირებით. ასევე, განისაზღვრება აღნიშნულ საქმეზე მოსამართლის დადგენილების გაცემის, მისი გასაჩივრებისა და გაუქმების წესები.

დავით ლომინაშვილმა დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხა. კომიტეტმა შეთანხმების რატიფიცირებას და მის თანმდევ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი