უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

11 ივლისი, 2019 15:10
font-size

საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც თავისუფლებასა და გამბედაობასთან ასოცირდება - დონალდ ტუსკი

საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც თავისუფლებასა და გამბედაობასთან ასოცირდება, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება აფასებს იმ გზავნილებს, რომლებიც დონალდ ტუსკისგან მოისმინა.

მხარეებმა ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის განმავლობაში მიღწეულ წარმატებებზე და აღნიშნეს, რომ საქართველო ამ პლატფორმის ლიდერი ქვეყანაა.

ხაზი გაესვა იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელმაც საქართველომ ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიაღწია, მათ შორის ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სივრცის შესახებ შეთანხმების, ასევე საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული გზა არ არის მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს ქართველი ხალხის ცივილიზაციური არჩევანი, რომელიც ფასეულობებს ეფუძნება.

ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან სექტორული ინტეგრაციის მნიშვნელობასა და იმ ფორმატებზე, რომლებიც ამ პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ამ კონტექსტში აღინიშნა საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული “ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა”.

საუბარი შეეხო უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობას და შავი ზღვის უსაფრთხოების როლს საერთო ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

პრემიერ-მინისტრმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზნებისადმი საქართველოს ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა და ხაზი გაუსვა მეტის გაკეთების აუცილებლობას. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ორმხრივ ურთიერთობებში მუხტის შენარჩუნება მნიშვნელოვანია და საჭიროა ახალი, დამატებითი შესაძლებლობები გამოინახოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის.

მხარეებმა შეხვედრისას ყურადღება დაუთმეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას და საქართველოს სამშვიდობო ინიციატივას - “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ნუ დავუშვებთ, რომ COVID19 გახდეს შიმშილის თამაში!

2 აპრილი, 2020 , 15:50

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორი, კუ დონჟუ ღია წერილს აქვეყნებს, რომელსაც უვცლელად გთავაზობთ: „მთელ მსოფლიოში, COVID-19-ის პანდემია უზარმაზარი წნეხის ქვეშ აყენებს საზოგა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 600 000-ს გადასცდა

28 მარტი, 2020 , 15:00

მსოფლიო მასშტაბით „კოვიდ-19“-ით დაინფიცირებულთა რაოდენობა 600 000-ს გადასცდა. მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი აქვეყნებს. ვირუსით მსოფლიო მასშტაბით 27 862 ადამიანია დაღუპული, 131 826 ადამიანი კი –

დონალდ ტრამპმა კორონავირუსით გამოწვეული შედეგების აღმოსაფხვრელად ორი ტრილიონი დოლარის გამოყოფას ხელი მოაწერა

28 მარტი, 2020 , 11:34

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის სტიმულირების კანონს ხელი მოაწერა. დოკუმენტი კორონავირუსით გამოწვეული შედეგების აღმოსაფხვრელად ორი ტრილიონი დოლარის გამოყოფას ითვალი

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა

28 მარტი, 2020 , 11:27

ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. აღნიშნული რაოდენობით ინფიცირებულების რიცხვი ერთი ქვეყნისთვის

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

27 მარტი, 2020 , 15:50

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ პრემიერმა მიკრობლოგ „თვითერზე“ თავად დაწერა. „ბოლო 24 საათში მსუბუქი სიმპტომები გამომივლინდა. ტესტი ჩავიტარე და ის დადებ

საქართველოს პრეზიდენტი იტალიელ, ესპანელ და ფრანგ ხალხს კორონავირუსთან ბრძოლაში თანადგომას უცხადებს

26 მარტი, 2020 , 12:30

საქართველოს პრეზიდენტი იტალიელ, ესპანელ და ფრანგ ხალხს კორონავირუსთან ბრძოლაში თანადგომას უცხადებს. სალომე ზურაბიშვილმა სპეციალური ვიდეომიმართვები დღეს „ტვიტერის“ საშუალებით გაავრცელა. „ამ ძალიან რთულ დ