უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

18 ოქტომბერი, 2018 16:00
font-size

საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის მზად არ არის -კარლ ჰარცელი

პოლიტიკასაქართველო ევროკავშირის წევრობისთვის მზად არ არის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ახალმა ელჩმა, კარლ ჰარცელმა მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

„არის თუ არა საქართველო მზად წევრობისთვის – რა თქმა უნდა, პასუხი იქნება, რომ არა. საქართველო მზად არ არის. ასოცირების ხელშეკრულებით ჩარჩოა, რომელიც საქართველოს ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოებას ითვალისწინებს. ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობაც ამას ეხება. ყოველივე ამისა და რეფორმების საშუალებით, საქართველო უფრო მაღალ დონეზე ავიდეს ევროკავშირის სტანდარტების დაკმაყოფილების კუთხით – ეს არის მესიჯი. როდესაც ბრიუსელში კითხვა გაფართოებაზე ისმება, ერთხმად ვეთანხმებით, რომ ყველა ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ საქართველოს ევროკავშირთან უფრო დაახლოებისთვის“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

ჰარცელის თქმით, ამის შემდეგ შეიძლება საუბარი იმაზე, რა მოხდება მომავალში.

„საბოლოო ჯამში, ეს იქნება დამოკიდებული იმაზე, წლების მანძილზე ევროკავშირი თვითონ როგორ განვითარდება. ამ კითხვაზე წინასწარ პასუხს ვერ მიიღებ. ერთადერთი, რაც არის, აჩვენეთ თქვენი სურვილი და მონდომება, როგორც ქვეყნის საბოლოო მიზანი, რა არის. ასევე შეხედო, სად ხარ ამ მომენტში“, – განაცხადა ჰარცელმა.

ელჩის თქმით, ამ პროცესში მთავარი გამოწვევა რეფორმები და ცვლილებებია.

„რაც შეეხება მთავარ გამოწვევებს, მე ერთ ფუნდამენტურ საკითხს დავასახელებდი. ეს საქართველოში რეფორმებს და ცვლილებებს ეხება. შეგვიძლია, მაგალითად სასამართლო რეფორმები დავასახელოთ. ეს ერთ-ერთი ინსტიტუტია, როგორც მედია, რომელსაც ადამიანები უნდა ენდობოდნენ. ძლიერი, დამოუკიდებელი უნდა იყოს და გამჭვირვალედ მუშაობდეს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და ამბიციური მიზანია, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, ევროპის ქვეყნების საუკეთესო სამეულში მოვხვდეთ -ირაკლი კობახიძე

29 მარტი, 2024 , 16:30

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, ამბიციური მიზანი არის ის, რომ ჩვენ გვინდა, ევროპის ქვეყნების საუკეთესო სამეულში მოვხვდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძ

სალომე ზურაბიშვილის ერთადერთი მიზანია საბოტაჟი, ერთადერთი მიზანია, რომ არჩევნებს რაღაცნაირად შეექმნას საფრთხე, პრობლემა - პრემიერ-მინისტრი

29 მარტი, 2024 , 15:54

საქართველოს პრემიერ-მინისტრი  ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ აკრიტიკებს პრეზიდენტს. ამჯერად ცესკოს თავმჯდომარესთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, არასამათვრობო ორგანიზაციებისა და ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენ

არ არის საკმარისი, მხოლოდ ვამაყობდეთ ჩვენი დიასპორით, საჭიროა დროზე მივცეთ მათ ის საშუალება, რაც ეკუთვნით - საარჩევნო უფლება - პრეზიდენტი

29 მარტი, 2024 , 15:41

"არ არის საკმარისი, მხოლოდ ვამაყობდეთ ჩვენი დიასპორით, საჭიროა დროზე მივცეთ მათ ის საშუალება, რაც ეკუთვნით - საარჩევნო უფლება", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარ

თავდაცვის მინისტრი საქართველოში ესტონეთის ელჩს შეხვდა

29 მარტი, 2024 , 11:46

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რინა კალიურანდს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თ

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი