უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

13 ნოემბერი, 2018 13:50
font-size

საქართველო ფიშინგდაქვემდებარებულ მომხმარებელთა წილის მიხედვით მე-3-ე ადგილიდან მე-9-ე ადგილზე გადავიდა

საქართველოში „კასპერსკის ლაბორატორიის“ წარმომადგენლობის ინფორმაციით, 2018 წლის ივლის-სექტემბერში საქართველოში მომხმარებელთა 15,10% დაექვემდებარა ფიშინგს.

,,ამ მაჩვენებლით საქართველომ სოფლიო ქვეყნებში დაიჭირა მე-9-ე ადგილი, 2018 წლის მეორე კვარტალში ის შეადგენდა 14,44% და მე-3-ე ადგილს, ხოლო 2017 წლის მესამე კვარტალში საქართველო შედიოდა ფიშინგს დაქვემდებარებული ქვეყნების ათეულში (10,34%). ამის შესახებ მოწმობს „კასპერსკის ლაბორატორიის“ ექსპერტთა კვარტალური ანგარიშის მონაცემები.

2018 წლის მესამე კვარტალში მთელს მსოფლიოში ანტიფიშინგური სისტემის დახმარებით თავიდან იქნა აცილებული მომხმარებელთა თაღლითურ საიტზე გადასვლის 137 382 124 შემთხვევა, რაც 2018 წლის მეორე კვარტალთან შედარებით 30 მილიონზე მეტია. მსოფლიოში „კასპერსკის ლაბორატორიის“ პროდუქტის გამომყენებელთა საერთო რაოდენობიდან უნიკალურ შეტევადაქვემდებარებული მომხმარებლების რიცხვმა შეადგინა 12,1 %.

რაც შეეხება იმ ორგანიზაციათა კატეგორიებს, რომლებმაც განიცადეს ფიშინგი კვლავ პირველ ადგილზე რჩება „გლობალური ინტერნეტ-პორტალი“, მისმა წილმა შეადგინა 32,27% (+7,27 % ). იმ ორგანიზაციებზე თავდასხმის წილი, რომლებიც ქმნიან საერთო კატეგორიას „ფინანსები“ (ბანკები- 18,26%, ონლაინ-მაღაზიები - 6,56 %, საგადასახადო სისტემები -9,85 %), შემცირდა 1,03 % და შეადგინა 34,67 %. IT-კომპანიები კი მესამე კვარტალში უფრო ხნაკლებად განიცდიდნენ დარტყმას, ვიდრემეორეში: ამ კატეგორიამ განიცადა მაჩვენებლის 13,83 % -ით შემცირება, მათზე შეტევების წილი ადგენს 6,91 %-ს.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველო 2018 წლის მესამე კვარტალში ფიშინგს დაქვემდებარებული ქვეყნების წილის მიხედვით, მესამე ადგილიდან გადავიდა მეცხრე ადგილზე, შეტევადაქვემდებარებულ მომხმარებელთა რიცხვი გაიზარდა 14,44%-დან 15,10%-მდე. ეს იმას ნიშნავს, რომ გაიზარდა იმ ბოროტმზრახველთა ინტერესი, რომლებიც ცდილობენ ნებისმიერი საშუალებით აიძულონ მომხმარებელი გადავიდნენ ფიშინგშემცველ საიტზე. ასეთ საიტზე შესაძლებელია მოხვედრა თუ დავაჭერთ ფიშინგურ წერილს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას ან მესენჯერს, ისევე როგორც მავნე პროგრამის გავლენის შედეგადაც. მომხმარებლებს ვურჩევთ ყურადღებით იყვნენ გზავნილების ან ამა თუ იმ კონტენტების ატვირთვისას, ისევე როგორც გამოიყენონ ანტიფიშინგითა და ანტისპამით აღჭურვილი საიმედო გადაწყვეტილებები“, - აღნიშნავს კიბერუსაფრთხოების ექსპერტი, „კასპერსკის ლაბორატორიის“ რეგიონალური წარმომადგენელი საქართველოსა და სომხეთში არმენ კარაპეტიანი.

უფრო დაწვრილებით ინფორმაციას 2018 წლის მესამე კვარტალის სპამისა და ფიშინგის შესახებ გაეცნობით „კასპერსკის ლაბორატორიის“ ანგარიშში: https://securelist.com/spam-and-phishing-in-q3-2018/88686/“, - ნათქვამია „კასპერსკის ლაბორატორიის“ წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საკვანძო სიტყვები:

2018 წელს დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა თვითდასაქმებულთა რაოდენობას - ეკატერინე მიქაბაძე

19 თებერვალი, 2019 , 15:50

„2018 წელს უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.7 პროცენტი შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო 15 წლის განმავლობაში“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი გა

იანვარში საქონლით ვაჭრობის დეფიციტი გაუმჯობესდა - ეკატერინე მიქაბაძე

19 თებერვალი, 2019 , 15:50

2019 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 826.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 1.2 პროცენტით აღემატება. სტატისტიკის ეროვნ

საქართველოში ხორცის, რძისა და კვერცხის წარმოება გაიზარდა

19 თებერვალი, 2019 , 14:10

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში ხორცის, რძისა და კვერცხის წარმოება გაიზარდა. თუ 2017 წელს ხორცის წარმოება 66.2 ათას ტონას შეადგენდა, 2018 წელს 67 ათას ტონამდე გაიზარდა. რძის წარმოება 2017 წელს 528.4 მილიონ ლიტრს შეად

ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი 250 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მიმართული იქნება კონკრეტულ პროექტებზე - მამუკა ბახტაძე

19 თებერვალი, 2019 , 13:05

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი 250 მლნ ევრო რუსთავი-წითელი ხიდისა და რუსთავი-სადახლოს მაგისტრალების მშენებლობა-რეაბილიტაციას მოხმარდება. ამის შესახებ

საქართველო დინამიურად ვითარდება და რეგიონში ლიდერია - ვაზილ ჰუდაკი

19 თებერვალი, 2019 , 13:05

საქართველო დინამიურად ვითარდება და რეგიონში ლიდერია, – ამის შესახებ ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტმა, ვაზილ ჰუდაკმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან და საქ

იანვარში საქართველოს საგარეო ვაჭრობა ევროკავშირისა და დსთ-ს ქვეყნებთან შემცირდა

19 თებერვალი, 2019 , 12:50

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარში საქართველოს საგარეო ვაჭრობა ევროკავშირისა და დსთ-ს ქვეყნებთან შემცირდა. ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 59.7 მილიონი დოლარის ექსპორტი, რაც 7 პროცენტით ნაკლებია წინა წლის