უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

29 იანვარი, 2019 14:28
font-size

საქართველო გახდა საინვესტიციოდ საინტერესო ადგილი -მამუკა ბახტაძე

საქართველო გახდა საინვესტიციოდ საინტერესო ადგილი და ეს მაძლევს საშუალებას, ვთქვა, რომ 2019 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი განსაკუთრებით წარმატებული იყო საქართველოსთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალ „ეკონომისტთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა იმ ინიციატივების შესახებ, რომლებიც დავოსში გამართული შეხვედრებისას მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელებს გააცნო. მათ შორისაა კომპანიების ონლაინ-რეგისტრაცია, საბანკო ანგარიშების გახსნა, რაც 30-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეებზე გავრცელდება, ასევე - ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც მსხვილი ტრანსნაციონალური კომპანიები, რომლებიც თავიანთ მთავარ ოფისებს გახსნიან საქართველოში და აქედან მოემსახურებიან რეგიონს, განსაკუთრებულ საგადასახადო შეღავათებს მიიღებენ.

„იგივე ეხება მაღალტექნოლოგიურ კომპანიებს, რომლებიც კვლევების და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის ნაწილს შექმნიან საქართველოში. ეს დაგვეხმარება მეტი მაღალტექნოლოგიური ინვესტიციის მოზიდვაში. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ამავე დროს ისიც, რომ იზრდებოდეს ინვესტიციების ხარისხი და მივიღოთ ინვესტიცია, რომელსაც განსაკუთრებით მაღალი დამატებითი ღირებულების შექმნის პოტენციალი ექნება. ეს ყველაფერი უკვე აისახა კონკრეტულ მოლაპარაკებებში კონკრეტულ კომპანიებთან. განსაკუთრებით სასიხარულო იყო, რონ არ გვიწევდა საუბარი რომელიმე ერთი ან ორი სექტორის წარმომადგენელთან. ეს მნიშვნელოვანია ეკონომიკის დივერსიფიკაციისთვის. საუბარია სამომხმარებლო პროდუქციაზე, განახლებად ენერგიაში სერიოზულ ინვესტიციაზე, ლოგისტიკაზე, რაც სამწუხაროდ რჩება დაბრკოლებად. ჩვენ აუცილებლად გვეყოლება ინვესტორები მაღალ ტექნოლოგიებში და საკანონმდებლო ბაზის დახვეწის შემდეგ - ხელოვნური ინტელექტის ნაწილშიც. ეს ყველაფერი მაძლევს საშუალებას ვთქვა, რომ 2019 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი განსაკუთრებით წარმატებული იყო საქართველოსთვის, მაგრამ 2020 წელს ჩვენ უნდა გვქონდეს ამ ახალი ინიციატივების კონკრეტული შედეგები - რომ მსოფლიო ლიდერი კომპანიები ინტერესდებიან ჩვენი შეთავაზებებით“, - განაცხადა პრემიერმა.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი