უკან

პოლიტიკა

7 ნოემბერი, 2019 14:10
font-size

საქართველო გახდება ნატოს წევრი - როუზ გოტმიოლერი

ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პირველი და უმთავრესი საფუძველი საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მისწრაფებაა - ეს გადაწყვეტილება 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე იყო მიღებული და ეს გადაწყვეტილება ძალაშია - საქართველო გახდება ნატოს წევრი! - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ, როუზ გოტმიოლერმა ბათუმში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე, ვიდეომიმართვისას განაცხადა.

„სამწუხაროა, რომ ამ შესანიშნავ კონფერენციას ვერ ვესწრები, თუმცა მადლიერი ვარ, რომ შესაძლებლობა მქონდა, რამდენიმე კვირის წინ საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში ჩამოვსულიყავი. ჩვენი ვიზიტიც ბათუმში გაიმართა და უბრალო დამთხვევა არ არის, რომ ამ კონფერენციასაც ეს შესანიშნავი ქალაქი მასპინძლობს. ამით ჩვენ გვსურდა, ხაზი გაგვესვა ალიანსისთვის ზოგადად შავი ზღვის რეგიონის და კერძოდ, საქართველოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობისთვის.
ნატო-ს თანამშრომლობა საქართველოსთან განსაკუთრებულია და რამდენიმე მიმართულებას ეფუძნება. პირველი და ყველაზე მთავარი საფუძველი საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მისწრაფებაა. ყველამ იცით, რომ ეს გადაწყვეტილება 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე იყო მიღებული. ეს გადაწყვეტილება ძალაშია - საქართველო გახდება ნატოს წევრი! წლების განმავლობაში ერთობლივი მუშაობით საქართველო კიდევ უფრო უახლოვდება ნატო-ს წევრობას და ამ პროგრესს ყველა მოკავშირე უჭერს მხარს. საქართველო უწყვეტ პროგრესს რამდენიმე მექანიზმის საშუალებით განაგრძობს, რაც ჩვენი თანამშრომლობის მეორე მიმართულებაა. ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) ფორმატი პოლიტიკური დიალოგის საშუალებას გვაძლევს, წლიური ეროვნული პროგრამა (ANP) კი, საქართველოს იმ რეფორმების გატარებაში ეხმარება, რომელიც საქართველოს ალიანსში საბოლოო გაწევრიანებისთვისაა საჭირო და ყოველწლიური შეფასების საშუალებას გვაძლევს. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP) მხარს უჭერს თქვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროს რეფორმირებას", - განაცხადა გოტმიოლერმა.

ვიდეომიმართვაში ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ ისაუბრა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის შესახებ და როგორც აღნიშნა, მისი მიღებიდან 5 წლის შემდეგ სახეზეა შესანიშნავ წარმატება.

"ამჯერად, თანამშრომლობის ამ უმთავრესი ინსტრუმენტის განახლებასა და გაძლიერებაზე ვმუშაობთ, რათა SNGP კიდევ უფრო ეფექტიანი მექანიზმი გავხადოთ როგორც საქართველოსთვის, ისე ნატო-სთვის. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი მხარს უჭერს მეტ საქართველოს ნატო-ში და მეტ ნატო-ს საქართველოში! საქართველო ნატო-ში მეტად არის წარმოდგენილი დიალოგის, ერთობლივი წვრთნებისა და სწავლებების მეშვეობით, ხოლო ნატო საქართველოში კიდევ უფრო მეტად არის წარმოდგენილი ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრისა (JTEC) და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) სახით. ნატო-ს წევრი ქვეყნის ათეულობით ექსპერტი იმყოფება საქართველოში ან ხშირად სტუმრობს საქართველოს და მუშაობს ისეთ კონკრეტული პროექტებზე, როგორიცაა საზღვაო უსაფრთხოება, კიბერუსაფრთხოება, სამხედრო პოლიცია და სხვა. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეგვიძლია პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობა, რათა განვავითაროთ თავდაცვითი შესაძლებლობები და ეს არ არის ცოტა, რადგან საქართველო სამაგალითო პარტნიორია. თქვენ ძალიან კარგად იყენებთ ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს, რომელიც გეხმარებათ საბოლოო გაწევრიანებისთვის თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებით, მდგრადობისა და ალიანსთან ურთიერთთავსებადობის გაძლიერებით.

ურთიერთთავსებადობა გვეხმარება ავღანეთის მისიაში, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის მესამე მიმართულებაა. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ღირსეულად და შეუპოვრად მსახურობენ ერთ-ერთ ყველაზე რთულ რეგიონში. ჩვენ არასდროს არ დაგვავიწყდება თქვენი სამხედროებისა და მთელი ქვეყნის მიერ საერთო უსაფრთხოებისთვის გაღებული მსხვერპლი", - აღნიშნა გოტმიოლერმა.

მანვე ასევე ისაუბრა ოქტომბერში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტზე ბათუმში.

"ეს იყო ჩემი ბოლო ოფიციალური მივლინება ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის რანგში. ჩემთვის დიდი პატივი იყო ოქროს საწმისის ორდენის მიღება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან. ეს მე მახსენებს საქართველოს საამაყო ისტორიას. ვიზიტისას მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს. ეს ახალგაზრდები გვახსენებენ, რომ საქართველოს ბრწყინვალე მომავალი აქვს ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში. თქვენ ძალიან ბევრი რამ გაქვთ საამაყო. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს ამ კონფერენციის ფარგლებში და ასევე, ალიანსსა და საქართველოს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებას", - განაცხადა როუზ გოტმიოლერმა კონფერენციაზე ვიდეომიმართვისას.

„ივანიშვილის ძალადობრივი რეჟიმი, კვლავინდებურად აგრძელებს დანაშაულებრივ ქმედებებს“ - ზაზა ოქუაშვილი განცხადებას ავრცელებს

20 ნოემბერი, 2019 , 11:45

ბიზნესმენი, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ივანიშვილის ძალადობრივი რეჟიმი, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო, მედია, თავისუფ

არჩილ თალაკვაძე ელიზაბეთ რუდს და კარლ ჰარცელს შეხვდა

19 ნოემბერი, 2019 , 19:19

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ელიზაბეთ რუდს და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს შეხვდა. შეხვედრაზე პოლიტიკური პროცესის კონსტრუქციულად გაგრ

`სამოქალაქო მოძრაობა` მაჟორიტარი ფეოდალების მხილების კამპანიას იწყებს - ალეკო ელისაშვილი

19 ნოემბერი, 2019 , 18:35

"სამოქალაქო მოძრაობა" რეგიონებში გასვლასა და მაჟორიტარი ფეოდალების მხილების კამპანიას იწყებს. ამის შესახებ მოძრაობის ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ელისაშვილის თქმით, ისინი ოპოზიციური ბრძოლის

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ში ვიზიტი ფორტ ბენინგში სტუმრობით დაიწყო

19 ნოემბერი, 2019 , 14:20

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი ჯორჯიის შტატში, ფორტ ბენინგში სტუმრობით დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა ფორტ ბენინგის სამანევრო დახელოვნების ცენტრი დაათვალიერა,

გადავწყვიტეთ, დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება სრულ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივის მოსამზადებლად - დიმიტრი ხუნდაძე

19 ნოემბერი, 2019 , 14:20

დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის სახელით ახალი ინიციატივით გამოდის. როგორც დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ დაიწ

დემოკრატიის გზაზე საქართველო ნაბიჯს უკან დგამს - საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი

19 ნოემბერი, 2019 , 12:40

თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, "ამერიკის ხმასთან" კომენტარი გააკეთა საქართველოში ამერიკის ყოფილმა ელჩმა, კენეტ იალოვიცმა. მისი თქმით, ხალხს აქვს გამოხატვის უფლება და მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება მშვიდობიანი მ