უკან

ეკონომიკა

15 დეკემბერი, 2016 11:35
font-size

საქართველო გამომდინარე მისი განვითარების დონიდან, იმყოფება ძალიან კარგ პირობებში - გიორგი კვირიკაშვილი

საქართველო, თავისი ეკონომიკური განვითარების დინამიკით, მიუხედავად ყველა გამოწვევისა და იმ სოციალური ფონისა, რომელშიც დღეს ჩვენი მოსახლეობაა, გამომდინარე ჩვენი ქვეყნის განვითარების დონიდან, იმყოფება ძალიან კარგ პირობებში საიმისოდ, რომ ვიმსჯელოთ მომავალ ძალიან მნიშვნელოვან განვითარების გეგმებზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრისას.

ლარის დევალვაციას პრემიერი საგარეო ფაქტორებს უკავშირებს და აქვე აღნიშნავს, რომ სამეზობლოში საქართველო ეროვნული ვალუტის გაუფასურების თვალსაზრისით ყველაზე უკეთეს მდგომარეობაში იმყოფება.

"პირველ რიგში, ლარის დევალვაციაზე, მის გაუფასურებაზე მინდა ვთქვა, რომ იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, პრაქტიკულად ყველა ვალუტა ჩვენი სავაჭრო - პარტნიორი ქვეყნებისა გაუფასურებულია. თუ პროცენტებში შევხედავთ, რაზეც ჩვენი ოპონენტები ხშირად აპელირებდნენ და ეს იყო წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაციები, 100%-ზე მეტად გაუფასურდა ყველა ძირითადი ვალუტა: თურქული ლირა, უკრაინული გრივნა (200%-ზე მეტად გაუფასურდა) რუსული რუბლი (90%-ის ფარგლებში), აზერბაიჯანული მანათი (100%-ს ზევით). ქართული ლარი არის გაუფასურებული დაახლოებით 60-65%-მდე ფარგლებში. ეს არ არის კარგი, თუმცა მინდა ვთქვა, რომ საქართველო, თავისი ეკონომიკური განვითარების დინამიკით, მიუხედავად ყველა გამოწვევისა და იმ სოციალური ფონისა, რომელშიც დღეს ჩვენი მოსახლეობაა, გამომდინარე ჩვენი ქვეყნის განვითარების დონიდან, იმყოფება ძალიან კარგ პირობებში საიმისოდ, რომ ვიმსჯელოთ მომავალ ძალიან მნიშვნელოვან განვითარების გეგმებზე’’, - აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, ყველა ნაბიჯი, რომელსაც მთავრობა დგას, არის ორიენტირებული იმისკენ, რომ ქვეყანას ჰქონდეს უფრო მაღალი განვითარების დინამიკა, ვიდრე ეს მის მეზობელ ქვეყნებშია.

,,ეს არის ჩვეულებრივი კონკურენცია - საქართველო იმყოფება კონკურენციაში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით და ამიტომ ჩვენი კონკურენტუნარიანობის მაჩვენებლები უნდა იყოს უკეთესი იმისთვის, რომ რეგიონში წამოსული ინვესტიციების დიდი ნაწილი მოხვდეს საქართველოში. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება აქცენტის გაკეთება იმ მიმართულებებზე, რომლებსაც შეუძლიათ მეტი სავალუტო საშუალებების გენერირება, მეტი ინვესტიციების მოზიდვა და ყველა ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვდგამთ, არის სწორედ აქეთკენ მიმართული.

რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ ის ფინანსური რესურსი, რომელიც ყოველწლიურად მთავრობას აქვს და სოციალური პრობლემების მოგვარებაზე მივმართოთ ბიუჯეტის კიდევ უფრო დიდი ნაწილი, მაგრამ ჩვენ გვაქვს დაბალანსებული მიდგომა. ჩვენი ბიუჯეტი მიმართულია იქითკენ, რომ ქვეყნის ის პრობლემები, რომლებშიც ჩვენ, სხვათა შორის, ათწლეულების განმავლობაში ვიმყოფებით და ჩაკეტილ წრეზე ვტრიალებთ, ერთხელ და სამუდამოდ გამოვიდეთ ამ წრიდან და ერთხელ და სამუდამოდ წავიდეთ იმ მიმართულებით, რომ ქვეყანაში გადაიჭრას ეკონომიკური პრობლემები. ეს არის ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესება და გაჯანსაღება; ეს არის იმ მიმართულებების განვითარება, როგორიც არის ექსპორტზე ორიენტირებული წარმოება; ეს არის იმ სერვისების განვითარება, რომელიც ასევე უცხოური ვალუტის გენერირებაზე იქნება ორიენტირებული - უპირველეს ყოვლისა ტურიზმი. ტურისტულ ინფრასტრუქტურაში იხარჯება ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი და ყოველივე ამის შედეგად ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ ვიქნებით დამოუკიდებელი სხვა პროცესებისგან, მაგრამ ერთი რამე შეგვიძლია ვთქვათ: თუ ჩვენს გეოგრაფიულ არეალში იქნება მაღალი განვითარების დინამიკა, საქართველოს ექნება კიდევ უფრო მაღალი განვითარების მაჩვენებლები. თუ ჩვენს რეგიონში იქნება არასახარბიელო ეკონომიკური ვითარება, ჩვენ მაინც გვექნება უკეთესი მაჩვენებლები, გამომდინარე ყველა იმ ნაბიჯიდან, რომელსაც ვდგამთ’’, 0 განაცხადა პრემიერმა.

ნინო ექვთიმიშვილი

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი