უკან


საზოგადოება

19 ივნისი, 2017 16:50
font-size

საქართველო-გერმანიის ახალი საგანმანათლებლო პროექტი

ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის განვითარების გეგმას, აკადემიურ და კვლევით პროგრამებს მიუნხენის საერთაშორისო ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM International) სპეციალისტები, ქართულ მხარესთან ერთად შეიმუშავებენ. შესაბამის დოკუმენტს დღეს, ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ და მიუნხენის საერთაშორისო ტექნიკური უნივერსიტეტის მმართველმა დირექტორმა დანიელ გოტშალდმა მოაწერეს.

შეთანხმების თანახმად, ქუთაისის უნივერსიტეტის სასწავლო და კვლევითი პროგრამების შემუშავებისას, ასევე მართვისა, სამეცნიერო თუ, ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის პროცესში, გამოყენებული იქნება TUM International- ის ხარისხის მართვის სტანდარტები. ერთობლივი საორგანიზაციო ჯგუფი ქუთაისის უნივერსიტეტის განვითარების ყველა ეტაპზე ითანამშრომლებს, მათ შორის გერმანელი სპეციალისტები ქართველ არქიტექტორებს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის საპროექტო სამუშაოების პროცესშიც გაუწევენ კონსულტაციებს.

ხელშეკრულების თანახმად, ასევე გათვალისწინებულია ქუთაისის უნივერსიტეტის შემადგენლობაში ინოვაციების ცენტრის, კლასტერების ჰაბის და გამოყენებითი კვლევების ცენტრის ჩამოყალიბება და პოტენციური ბიზნესპარტნიორების მოძიება. ერთობლივად შემუშავდება კონცეფცია ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრების განვითარების მიზნით, რაც ქუთაისის უნივერსიტეტს ხელს შეუწყობს გახდეს ცოდნისა და ინოვაციების ცენტრი რეგიონში.

მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM), რომელიც მე-19 საუკუნეში დაფუძნდა, 12 ფაკულტეტი აქვს, მათ შორის - საინჟინრო, საბუნებისმეტყველო და სოციალური მეცნიერებების, სოფლის მეურნეობის, კვების ტექნოლოგიის და სამედიცინო. უნივერსიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროს. ყოველწლიურად, 1000-ზე მეტი ხელშეკრულება ფორმდება წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებთან. უნივერსიტეტის სტუდენტებმა 800–ზე მეტი "სტარტაპ კომპანია" დააფუძნეს. მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს 40 000 სტუდენტი და 10 000 თანამშრომელი ჰყავს. უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლებს მიღებული აქვთ 13 ნობელის პრემია ფიზიკაში, ქიმიასა და მედიცინაში.

კახა კალაძემ თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ პარტიული სია წარადგინა

22 სექტემბერი, 2017 , 10:20

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მხარდამჭერთა კლუბში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი გუნდის პროპორციული სია წარადგინა. საკრებულოს

კახა კალაძე სამგორის მოსახლეობას შეხვდა და ქალაქის განვითარების ხედვა გააცნო

22 სექტემბერი, 2017 , 10:20

თბილისის ყველა რაიონი და უბანი თანაბრად უნდა განვითარდეს. - ამის შესახებ სამგორის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას კახა კალაძემ განაცხადა.  „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის

23 სექტემბერს საქართველოში ინდოეთიდან დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილს ჩამოაბრძანებენ

22 სექტემბერი, 2017 , 09:00

საქართველოში 23 სექტემბერს, 19:00-ზე ინდოეთიდან დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილს დროებით ჩამოაბრძანებენ. ამის შესახებ ინფორმაცია ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის ქადაგების დაწყებამდე არქიდიაკონმა

`თბილისი-ურბანული ცვლილებები` - დღეს გამოფენა გაიხსნება

22 სექტემბერი, 2017 , 09:00

დღეს, 14 საათზე, ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამოფენა - "თბილისი-ურბანული ცვლილებები" - გაიხსნება. „თბილისი - ურბანული ცვლილებები“ მიმოიხილავს მეოცე საუკუნეში თბილისში მიმდინარე განაშენიანების პროც

დანაშაულის პრევენციის ცენტრმა ხანდაზმულთა პანსიონატში დასუფთავების აქცია მოაწყო

21 სექტემბერი, 2017 , 19:26

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ინიციატივით, თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში დასუფთავების აქცია მოეწყო. მასში თბილისის 48-ე, 138-ე, 143-ე, 149-ე და 159-ე საჯარო სკოლებიდან 60-მდე მოსწავლ

საჯარო რეესტრის ელექტრონულ სერვისებსა და ბლოკჩეინის ტექნოლოგიას საერთაშორისო ფორუმის მონაწილეები გაეცნენ

21 სექტემბერი, 2017 , 17:25

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა სახელმწიფო შესყიდვების თემაზე ორგანიზებული საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებისთვის ელექრონული სერვისებისა და ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების პროექტის შესახებ პრეზენტაც

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე