უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

11 მაისი, 2019 10:45
font-size

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის წევრად 3 წლის ვადით აირჩიეს

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის წევრად 3 წლის ვადით აირჩიეს. ამის შესახებ „მედიანიუსს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ღია მმართველობის პარტნიორობის (Open Government Partnership – OGP) მმართველი კომიტეტის 2019 წლის არჩევნების შედეგები ცნობილი გუშინ გახდა. ხმის მიცემის პროცესში პარტნიორობის 76 წევრი ქვეყანა მონაწილეობდა. არჩევნებში საქართველომ გაიმარჯვა და პარტნიორობის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებით კომიტეტის წევრად 3 წლის ვადით იქნა არჩეული. კომიტეტის წევრად ასევე არჩეულ იქნა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა და ინდონეზიის რესპუბლიკა.

ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი ორგანო განახლებული შემადგენლობით მუშაობას 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან შეუდგება. საქართველო OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრად პირველად 2014 წელს აირჩიეს. 2016 წელს საქართველო კომიტეტის თავმჯდომარის - საფრანგეთის თანათავმჯდომარედ იქნა არჩეული, 2017 წელს კი საქართველოს მთავრობამ პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყნის პოზიცია ჩაიბარა.

OGP-ის მმართველი კომიტეტის ფუნქციებს შორისაა ღია მმართველობის პარტნიორობის მართვა, სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება, საქმიანობის დაგეგმვა და უზრუნველყოფა.

მმართველი კომიტეტის შემადგენლობაში OGP-ის წევრი 11 ქვეყანა მონაწილეობს.

ღია მმართველობის პარტნიორობა საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც 80 ქვეყანას აერთიანებს. მისი მიზანია მთავრობათა ღიაობის, ანგარიშვალდებულებისა და მთავრობის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფა.

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს

11 აპრილი, 2024 , 13:17

მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის - ბოლო ინსტანციის, სააპელაციო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს. აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზ

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი