უკან
მსოფლიო
1 ნოემბერი, 2017 11:35
საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას და დგას საერთაშორისო საზოგადოების გვერდით - გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი აღშფოთებას გამოთქვამს ნიუ იორკში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო და აშშ-ს ხელისუფლებასა და ხალხს თანადგომას უცხადებს.
,,უკიდურესად აღშფოთებული ვარ ნიუ იორკში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო, რომელსაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას და დგას საერთაშორისო საზოგადოების გვერდით მსოფლიოს ამ უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ამ მძიმე წუთებში, ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით თანადგომას ვუცხადებ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებასა და ხალხს“, - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.