უკან

საზოგადოება

14 ნოემბერი, 2017 17:15
font-size

საქართველო იმ ქვეყნების რიგში მოხვდა, სადაც ინტერნეტი თავისუფალია - Freedom House

საქართველო იმ ქვეყნებს შორის აღმოჩნდა, სადაც ინტერნეტი თავისუფალია. დასკვნა Freedom House-მა გამოაქვეყნა თავის ყოველწლიურ ანგარიშში.

ინტერნეტთავისუფლების შესაფასებლად ორგანიზაცია იყენებს შკალას 100-დან (ყველაზე ცუდი) 0 (საუკეთესო შედეგი) ქულამდე. წლიურ ანგარიშში საქართველომ 24 ქულა დააგროვა, რაც 1 ქულით ჯობია წინა წლის შედეგს.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, ნახევრად თავისუფალ ქვეყნების სიაში მოხვდნენ სომხეთი 32 ქულით, უკრაინა 45 ქულით და აზერბაიჯანი 58 ქულით. რუსეთი და თურქეთი (66-66 ქულით) მოხვდნენ იმ ქვეყნების კატეგორიაში, სადაც ინტერნეტი არაა თავისუფალი.

ინტერნეტთავისუფლების მხრივ ყველაზე ცუდი ვითარებაა ჩინეთში (87ქულა), მას შემდეგ მოჰყვებიან სირია და ეთიოპია (86-86 ქულით). ყველაზე კარგი სიტუაციაა ესტონეთსა და ისლანდიაში (თითოეულმა 6-6 ქულა მიიღო).

2017 წლის დასკვნის ერთ-ერთ საკვანძო საკითხად Freedom House-მა გამოიყვანა ინტერნეტსივრცით მანიპულირება სულ მცირე 18 ქვეყნის, მათ შორის აშშ-ის არჩევნებზე გავლენის მოსახდენად.

ანა მებურიშვილი


მაგთიკომი ტარიფების ცვლილებების ამოქმედებას დროებით შეაჩერებს

17 იანვარი, 2018 , 18:22

შპს „მაგთიკომი“ ტარიფების ცვლილებების ამოქმედებას დროებით შეაჩერებს. აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წერილობითი თხოვნის შემდეგ მიიღო. „ მაგთიკომმა გაითვალ

დევნილთა დახმარების პროგრამის ფარგლებში 1000-მდე ოჯახი დაფინანსდა

16 იანვარი, 2018 , 17:30

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და FAO-ს წარმომადგენელი საქართველოში მამუკა მესხი დევნილთ

ეროვნული არქივის მიერ გამოცხადებული კვლევითი პროექტი - „საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის კვლევა“ - დღეს დაიწყო

16 იანვარი, 2018 , 16:55

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მიერ გამოცხადებული კვლევითი პროექტი - „საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის კვლევა“ - დღეს დაიწყო. ეროვნული არქივის ინფორმაციით, კონკურსის შედეგად შერჩეუ

ჭიათურის საჰაერო საბაგირო გზები და დავით გარეჯი ევროპა ნოსტრას საფრთხეში მყოფი ძეგლების ფინალურ ნუსხაში მოხვდა

16 იანვარი, 2018 , 16:55

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ გამართა ბრიფინგი, ჭიათურის საჰაერო საბაგირო გზებისა და დავით გარეჯის ევროპა ნოსტრას „განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამის“ 12 ფინალ

კახა კალაძე რაგბის კომპლექსში ხარვეზების გამოსწორების მიზნით მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

16 იანვარი, 2018 , 15:45

თბილისის მერი კახა კალაძე გლდანის რაიონში მდებარე რაგბის კომპლექსში, ხარვეზების გამოსწორების მიზნით მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. კახა კალაძის განცხადებით, სამუშაოები დაახლოებით ერთი თვის ვადაში უნდა დასრულდეს. „როგ

ომბუდსმენი გამოძიებას მაჩალიკაშვილების ოჯახთან შუამავლობას სთავაზობს

16 იანვარი, 2018 , 15:45

სახალხო დამცველის აპარატი მზადაა, მაჩალიკაშვილების ოჯახის შუამავალი გახდეს. ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ სოფელ დუისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ოჯახსაც შევთავაზე და საჯაროდაც მინდა გავაკეთო შეთავაზება გ

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე