უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

24 თებერვალი, 2017 17:50
font-size

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატამ და „ისრაელის სახლმა“ 2017 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართეს

დღეს თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატამ და „ისრაელის სახლმა“, ისრაელიდან ჩამოსული 100-მდე სტუმრის - ისრაელის მედიის წარმომადგენლების, ექსპერტების, ბიზნესმენების, ფინანსისტების, იურისტების, ისრაელში საზოგადოებრივი აზრის შემქნელების მონაწილეობით, გამართეს 2017 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია.

ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის მერი დავით ნარმანია და ისრაელის კომპანია „დორონ თრეველის“ ხელმძღვანელი დორი გილპაზი.

როგორც გეგმის წარდგენისას, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატისა და „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელმა იციკ მოშემ აღნიშნა, საქართველო- პალატის და „ისრაელის სახლის“ სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს საქართველოს კიდევ უფრო უკეთ გაცნობას ისრაელისა და მსოფლიო ებრაელობისთვის, მისი პოტენციალის წარმოჩენა-პოპულარიზაციას.

საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით, წელს ქვეყანას კიდევ ეწვევა საზოგადოებრივი აზრის შემქმნელი 500-მდე წარმომადგენელი ისრაელიდან, ხოლო კომპანია „დორონ თრეველი“ ისრაელიდან 10 ათასი ტურისტის შემოყვანას აპირებს. ისრაელელებისა და მსოფლიო ებრაელობისთვის შემუშავდა ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ახალი მარშრუტიც. მასში მოექცევა თბილისში ქართველი შინდლერების ხსოვნის პარკიც, რომლის გახსნაც, „ისრაელის სახლის“ ინიციატივით და თბილისის მერიის მხარდაჭერით, წელს იგეგმება.

საქართველო ისრაელის ბიზნეს პალატა წელს ორგანიზებას გაუკეთებს, აგრეთვე, ორ ბიზნეს ფორუმს, ისრაელის პარლამენტის - ქნესეთის დავალებით აქტიურად ჩაერთვება ისრაელ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.

2017 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე საუბარი შეეხო, აგრეთვე, ჰაი-ტექსა და სოფლის მეურნეობაში ისრაელის წარმატებული მოდელების გადმოტანას, ისრაელიდან ინვესტიციების მოზიდვის საკითხს, ახალ ბიზნესპროექტებს.

იციკ მოშემ ყურადღება გაამახვილა ისრაელში საქართველოს მოქალაქეების უვიზოდ შესვლის საკითხზეც და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა და ზოგჯერ ეს გამოხატულია ანტისემიტური ფრაზეოლოგიით. ამიტომ ის გამოდის ინიციატივით, რომ მხოლოდ დროებით, 100 დღით შეჩერდეს უვიზო მიმოსვლა ანუ ისრაელში შესვლა მოხდეს ჯერჯერობით ვიზებით , რათა ამ პერიოდში ორივე მხარის მონაწილეობით სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა კარგად შეისწავლოს აღნიშნული საკითხი. უვიზო მიმოსვლის შეჩერება კი არ ნიშნავს მის გაუქმებას! ამასთან, ორივე ქვეყნის მოქალაქეებითვის დაიწყოს ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებულ პროცედურებსა და აკრძალვებზე ახსნა-განმარტებითი სამუშაოები, რომელშიც ასევე აქტიურად ჩაერთვება „ისრაელის სახლი“.

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კი ისრაელელ სტუმრებს გააცნო თბილისის საინვესტიციო პოტენციალი და ის პროექტები, რომელსაც თბილისის მერია საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატასთან თანამშრომლობით ახორციელებს, როგორც გასული წლების წარმატებული ორმხრივი ვიზიტების გაგრძელებას.

დავით ნარმანიას თქმით, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის აქტიური მონაწილეობით, გაიზარდა ინვესტიციების მოცულობა ისრაელიდან საქართველოში. ჰაი-ტექის სფეროშიც არის წარმატებული თანამშრომლობა, რომელიც შედეგს მალე გამოიღებს.

თბილისის მერმა ხაზი გაუსვა 2015 წელს, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის მონაწილეობით, მის ვიზიტს ისრაელში და იქ ჩატარებულ ბიზნესფორუმს, რომელსაც მოყვა თბილისში რამდენიმე ბიზნესპროექტის განხორცილება. ნარმანიას თქმით, ის კვლავ აპირებს ეწვიოს ისრაელს.

თბილისის მერმა თბილისის და მთლიანად ქვეყნის ბიზნესგარემოზეც ისაუბრა და მოუწოდა სტუმრებს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩამოიყვანონ საქართველოში.

„რატომ არის საქართველო და თბილისი საინტერესო? გვაქვს დაბალი და ცოტა გადასახადი - სულ 6 სახის გადასახადი; მარტივი ადმინისტრაციული პროცედურები; გამჭვირვალობა; მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა; ქართული მემკვიდრეობა უნიკალური ქართული ღვინის ჩათვლით. გვაქვს მარტივი სავაჭრო პროცედურები, დაბალია საბაჟო ტარიფები; რამდენიმე თვის წინათ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გავაფორმეთ, მოგვენიჭა ვიზალიბერალიზაციაც. 2016 წელს გვქონდა ეკონომიკის 4-პროცენტიანი ზრდა, მომავალ წელს კი EBRD-ის პროგნოზით, 5% მიაღწევს..“, _ აღნიშნა ნარმანიამ და ყურადღება გაამახვილა თბილისზეც: „თბილისზე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ნახევარზე მეტი მოდის. აქ 1700 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, დიდი ინვესტიციებს ვდებთ მის შესანარჩუნებლად. გირჩევთ, ნახოთ განახლებული აღმაშენებლის გამზირი“.

დავით ნარმანიამ საქართველოში ტურისტთა რაოდენობის ზრდაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შარშან ქვეყანაში იმაზე მეტი ტურისტი შემოვიდა, ვიდრე ქვეყნის მოსახლეობაა, ისრაელი კი ტურისტთა რაოდენობით მეშვიდე ადგილზეა - შარშან 92 ათასი ისრაელელი ტურისტი ეწვია საქართველოს
თბილისის მერმა კომპანია „დორონ თრეველს“ მადლობა გადაუხადა საქართველოში ათასობით ებრაელი ტურისტის შემოყვანისთვის და თბილისში მესამე სასტუმროს გახსნაც უსურვა.

იციკ მოშეს თქმით კი, თუ წელს ისრაელიდან ტურისტთა რაოდენობა მიაღწევს 150 ათასს, ეს საქართველოსთვის 150 მილიონი დოლარის შემოსავლის ტოლფასი იქნება.

თანამემამულეებს მიმართა დორონ თრეველის დამფუძნებელმა. დორი გილპაზის თქმით, საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და აქ ბიზნესი კარგადაა დაცული. ამ საქმეში განსაკუთრებულია თბილისის მერის როლი, ვინაიდან, დავით ნარმანია ის ადამიანია, რომელსაც ყოველთვის აქვს მყისიერი რეაქცია ბიზნესის საჭიროებებზე.

სწრაფად უნდა დაიწყოს დავით გარეჯის აღდგენა და ასევე სასწრაფოდ უნდა შევუდგეთ საზღვრის დადგენის საკითხს - სალომე ზურაბიშვილი

20 აპრილი, 2019 , 16:45

საქართველოს პრეზიდენტმა, ევროპა ნოსტრას ჯგუფთან ერთად, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერა. ამის შესახებ მან ვიდეომასალა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. „აქ ყველაფერში ჩანს, რომ აუცილებელია, ძალიან

ბერძნული ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით სეზონურ ფრენებს შეასრულებს

19 აპრილი, 2019 , 15:05

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და ბერძნულ ავიაკომპანია ELLINAIR-ს შორის მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შედეგად, მაისიდან განახლდება სეზონური რეი

ევროკავშირში ექსპორტი შემცირდა, დსთ-ის ქვეყნებში კი, გაიზარდა

19 აპრილი, 2019 , 13:30

საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში, 2019 წლის იანვარ-მარტში, 196.0 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რაც 6.4 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 23.7 პროცენტს შეადგენს.

საქართველოში იმპორტი 4.7 პროცენტით შემცირდა

19 აპრილი, 2019 , 13:30

საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე), 2019 წლის იანვარ-მარტში, 2 807.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.1 პროცენტით ნაკლებია. საქსტატის ინფორმაც

საქართველოს ეროვნული ბანკისა და მსოფლიოს ბანკის ორგანიზებით, სპეციალიზებული დეპოზიტარის ფონდის მართვის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

19 აპრილი, 2019 , 10:27

საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით სპეციალიზებული დეპოზიტარის ფონდის მართვის თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავს ბაზრის

მივესალმებით კვიპროსთან ურთიერთობის გაღრმავებას ყველა სექტორში - გიორგი ქობულია

18 აპრილი, 2019 , 14:15

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო-კვიპროსის ბიზნესფორუმი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ბიზნესწრეების დაახლოებას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ საქართველო-კვიპროსის

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019