უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

2 ივნისი, 2020 13:53
font-size

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის წევრი კომპანიები ექსპორტს ზრდიან

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის წევრი კომპანიები „გლენბერი“ და „მაგალ“ კორონავირუსით გამოწვეული საგანგებო მდომარეობის მიუხედავად, საკუთარი პროდუქციის ექსპორტს ზრდიან.

კომპანიის მფლობელი ისრაელის მოქალაქე რაფაელ მაღალაშვილია. „გლენბერის“ ხილის გაყინვის საწარმო კასპის რაიონის სოფელ ქვენა ტკოცაშია. ის აწარმოებს მაღალი ხარისხის გაყინულ ხილს და კენკროვნებს (ატამი, ქლიავი, ბალი, ალუბალი, მარწყვი, მოცვი, მაყვალი), რომელიც აშშ-ში, ისრაელსა და შვეიცარიაში გადის.

რაფაელ მაღალაშვილის თქმით, პანდემიის პერიოდში, კომპანია „გლენბერმა“ 4 კონტეინერი გაყინული მარწყვი გაიტანა ექსპორტზე. საწარმოს აქვს 40 კონტეინერ მარწყვზე შეკვეთა, თუმცა საქართველოში ამ რაოდენობის შესაბამისი ხარისხის ხილი არ არსებობს, ამიტომ კომპანია „მაგალმა“ 11 ჰექტარზე თავად გააშენა მარწყვი, 8 ჰექტარზე კი მოეწყო ბოსტნეულის სათბური.

„მაგალს“ 3.5 ჰექტარზე მოყავს აგრეთვე, პომიდორი, რომელიც მხოლოდ იტალიაში იყიდება.
მეწარმის თქმით, მის კომპანიებს აქვთ მსხვილი შეკვეთა შვეიცარიიდან, თუმცა საქართველოში ამ რაოდენობის პროდუქტი არ არსებობს.

რაფაელ მაღალაშვილის კომპანია აწარმოებს, აგრეთვე, ქაშერულ პროდუქციასაც, რომელიც ძირითადად აშშ-ის სუპერმარკეტებში იყიდება.

საქართველოში ქაშერი პროდუქციის წარმოების ინიციატორია საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა, რომლის მხარდაჭერითაც კომპანია „ბადაგონმა“ უკვე ჩამოასხა ქაშერი ღვინო. პროდუქციამ პირველივე წელს გერმანიაში საერთაშორისო კონკურსზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ბიზნესპალატის ხელმძღვანელის იციკ მოშეს თქმით, ორგანიზაცია აქტიურად ეხმარება წევრ კომპანიებს განვითარებაში, საერთაშორისო კონტაქტების დამყარებასა თუ გარკვეული გამოწვევების დაძლევაში.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შპს Bolero & Company საწარმო ხაზებს აფართოებს

3 ივლისი, 2020 , 16:00

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიის წახალისებას აგრძელებს. ამჯერად ბანკისა და შპს Bolero & Company-ს პარტნიორობის შედეგად ღვინის საწარმო ხაზების გაფართოება

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი დოლარი გაყიდა

2 ივლისი, 2020 , 17:05

დღეს გამართულ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ამის შესახებ სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.0417 შეადგინა.

პრემიერ-მინისტრი ეკონომიკის მინისტრს ავალებს, საზღვარგარეთიდან საქართველოს მოქალაქეების მისაღებ ფასად დაბრუნების პროგრამაში რამდენიმე ავიაკომპანიის ჩართულობა უზრუნველყოს

2 ივლისი, 2020 , 14:35

იქიდან გამომდინარე, რომ საგარეო საქემთა სამინისტრო, ისევე, როგორც ეკონომიკის სამინისტრო დღეს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ორმხრივი მოლაპარაკებების რეჟიმშია და ამასთან ერთად ჩვენ ბევრი ინფორმაცია შემოგვდის ჩვენი მოქალაქეებ

საქართველოს ბანკი ღვინის სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს

2 ივლისი, 2020 , 12:24

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ფინანსური თანამონაწილეობით და ევროპის საინვესტიციო ბანკის ჩართულობით კომპანია „ყვარლის სარდაფმა“ კახეთში ვენახის გაშენებისა და ახალი ტექნიკის შეძენის

„ვიზეარი“ რჩება საქართველოში და აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას - ნათია თურნავა

1 ივლისი, 2020 , 14:40

მინდა დავამშვიდო ჩვენი მოსახლეობა და ვუთხრა, რომ „ვიზეარი“ არსად გადის, საქართველოში თავს კომფორტულად გრძნობს, აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას და რჩება თავისი მომხმარებლის, საქართველოს მო

მაისში საქართველოს ეკონომიკა 13.5%-ით შემცირდა - „საქსტატის“

30 ივნისი, 2020 , 12:10

წინასწარი შეფასებით, მაისში საქართველოს ეკონომიკა 13.5%-ით შემცირდა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, იანვარ-მაისის საშუალო რეალური ზრდ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე