უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

12 ნოემბერი, 2019 14:40
font-size

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის წევრი კომპანიის სასტუმროს მსოფლიო ბრენდის სტატუსი მიენიჭება

მსოფლიო ბრენდი WYNDHAM-ი საქართველოში მუშაობას აფართოებს.

13 ნოემბერს, 19:00 საათზე ხელი მოეწერება საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის წევრ კომპანია MCI-სთან ძველ თბილისში, აბანოთუბანში კომპანიის კუთვნილი მშენებარე სასტუმროსთვის ექსკლუზიურად მაღალი დონის ბრენდის WYNDHAM-ის THE REGISTRY COLLECTION-ის მინიჭების შესახებ.

WYNDHAM-ის წარმომადგენლები ერთი წლის განმავლობაში სწავლობდნენ პროექტს, მის უპირატესობებს და გადაწყდა, რომ სასტუმროს ემუშავა THE REGISTRY COLLECTION მართვის ქვეშ.

ერთ-ერთი მიზეზი, რამაც განაპირობა მსოფლიო კლასის სტატუსის მინიჭება სასტუმროსთვის, იყო მისი მფლობელის გამოცდილება ამ სფეროში - მას თბილისში უკვე აშენებული აქვს 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო WYNDHAM GRAND, თავისუფლების მოედანზე რუსთაველის სახელობის სასტუმრო.

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტის, იციკ მოშეს თქმით, მსოფლიო ბრენდ WYNDHAM-ს ყოველთვის აქვს მაღალი მოთხოვნები და ამ შემთხვევაშიც მისი გადაწყვეტილება განაპირობა ობიექტის უნიკალურმა ადგილმდებარეობამ, მისმა პერსპექტიულობამ, მფლობელების გამოცდილებამ და მათ მიმართ ნდობამ.

ამასთან, იციკ მოშეს თქმით, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა ბოლო წლებია ხელს უწყობს საქართველოში მაღალბიუჯეტიანი ტურისტების მოზიდვას ი

სრაელიდან და მსოფლიო ებრაელობიდან. ამ მიზნით ისრაელის ტელევიზიისთვის მომზადდა რამდენიმე გადაცემა საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე, ხოლო „ისრაელის სახლი“ ევროსაბჭოსთან ერთად საქართველოში ახორციელებს ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტს, რომლითაც მსოფლიო ებრაელობის წამყვანი წრეებია დაინტერესებული. კომპანია MCI-ს კუთვნილი, თბილისის უნიკალურ უბანში მდებარე, THE REGISTRY COLLECTION-ის მართვის ქვეშ მომუშავე სასტუმრო გახდება მაღალბიუჯეტიანი ტურისტების მოზიდვის კიდევ ერთი ინსტრუმენტი.

ხელმოწერის ცერემონია გაიმართება სასტუმრო „ვინდამ გრანდში“ (გუდიაშვილის ქ.3), 19.00 საათზე და მას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ბიზნესმენები, ისრაელელი ინვესტორები და WYNDHAM-ის ევროპის წარმომადგენლობის ხელმძღვანელობა დაესწრება.

აღსანიშნავია, რომ WYNDHAM-ს აქვს 20 ბრენდი, 80-ზე მეტი ქვეყანაში და 9000-ზე მეტი სასტუმრო.

ტექნიკურ უნივერსიტეტში, ძველი ქართული ხელნაწერების კონსერვაციის მიზნით, სამმხრივ მემორანდუმს მოეწერა ხელი

5 დეკემბერი, 2019 , 18:44

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და ივანე ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მ

მოსწავლეები CERN-ში მოღვაწე ცნობილ ქართველ მეცნიერებს შეხვდნენ

5 დეკემბერი, 2019 , 14:40

ჟენევაში, მსოფლიო ბირთვული კვლევების ცენტრში (CERN) ფიზიკით დაინტერესებულ ქართველ ახალგაზრდებსა და ცერნში მოღვაწე ქართველ მეცნიერებს შორის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ განათლების, მეცნიერების,

რეგიონებში ორგანიზებული ძალადობის ავტორი ლაშა ნაცვლიშვილია - 400 ათასი კონტრაქციებისათვის

5 დეკემბერი, 2019 , 13:10

ოპოზიციის წევრებსა და ოფისებზე თავდასხმის იდეა ივანიშვილის რეჟიმის იდეოლოგს, ლაშა ნაცვლიშვილს ეკუთვნის. ამის შესახებ ინფორმაცია „ქართული ოცნების“ ოფისიდან, კერძოდ კი, კახი კალაძის გარემოცვიდან მოვიპოვეთ. 

Mastercard-ის დაუჯერებელი მოგზაურობის ისტორია

5 დეკემბერი, 2019 , 13:00

ვითიბი ბანკის Mastercard-ის ბარათების მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ Mastercard-ის წამახალისებელ გათამაშებაში. 31 დეკემბრის ჩათვლით, ვითიბი ბანკის ნებისმიეირი Mastercard-ის ბარათით გადახდისას, შესაძლებელია 750 - და

გიორგის სიცოცხლისთვის!

5 დეკემბერი, 2019 , 11:25

პატარა გიორგის საზოგადოების დახმარება სჭირდება! გიორგის დიაგნოზია მწვავე ლიმფობლასტური ლეიკეემია. განეკუთვნება მაღალ რისკს. გიორგის ქიმიო თერაპიის ბლოკის ჩატარების დროს მედიკამენტ L- Asparaginase-ზე გამოუვლინდა ძლიერი ალ

ვარკეთილის მეტროსადგურმა მუშაობა განაახლა

4 დეკემბერი, 2019 , 18:04

მეტროსადგურმა „ვარკეთილი“ მუშაობა განაახლა. ამის შესახებ “მედიანიუსს” თბილისის მეტროპოლიტენის პრესსამსახურიდან აცნობეს. მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაკვამლიანების გამო მგზავრების ევაკუაცი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`