უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

27 დეკემბერი, 2018 13:20
font-size

საქართველო ისრაელის წამყვანი ტელევიზიის ობიექტივში კიდევ ერთხელ მოხვდება

თბილისში იმყოფება ისრაელის ერთ-ერთი წამყვანი ტელეკომპანიის TV10-ის გადამღები ჯგუფი, რომელიც საქართველოს ეკონომიკაზე, კერძოდ კი ტურიზმის პოტენციალზე გადაცემას მოამზადებს.

მსგავსად ისრაელის სხვა არაერთი კრიტიკული მედიისა, TV10 მიიჩნევა ერთ-ერთ ობიექტურ ტელეკომპანიად, რომლის საეთერო ბადეც მოიცავს სხვადასხვა თემატურ გადაცემას პოლიტიკისა და ეკონომიკის საკითხებზე. TV10 იმ მედიათა რიგს ეკუთვნის, რომელიც ისრაელში მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებში, ანალიტიკოსთა შეფასებით, სწორედ თავისუფალ მედის მიუძღვის ლომის წილი, მათ შორის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისთვის ნიადაგის მომზადებაში. ისრაელის მედიის კიდევ ერთი მახასიათებელია მისი მეტად სპეციფიკური დამოკიდებულება აღმოსავლეთ ევროპისადმი, სადაც ისრაელურ ინვესტიციებს ხშირ შემთხვევაში არახელსაყრელი პირობები შეექმნა. მაგალითისთვის, პოსტსაბჭოთა სივრციდან, მათ შორის საქართველოდან, ქვეყანაში მაღალი რანგის ვიზიტმა, შესაძლოა, ისე ჩაიაროს, რომ ის მედიის ობიექტივში ვერ მოხვდეს, ვინაიდან ეს ისრაელის საზოგადოებისთვის და, მაშასადამე, მედიისთვის საინტერესო თემა არ არის. აღნიშნულის ფონზე, საქართველოს შესახებ პოზიტიური გადაცემის მომზადება მნიშვნელოვან ძალისხმევას ითხოვდა, რაც საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის თაოსნობით მოხერხდა.

ჟურნალისტი ნოგა ნირ-ნეემანი, რომელიც გადამღებ ჯგუფთან ერთად თბილისს სტუმრობს, ისრაელში რეინტინგულ ჟურნალისტად ითვლება. მას აქვს თავისი გადაცემა ეკონომიკაზე.

ნიშანდობლივია, რომ ეკონომიკის თემატიკაზე მომუშავე ისრაელის მედია ასევე ჰიპერკრიტიკულობით გამოირჩევა და კარგი მეგზურია ისრაელელებისთვის მაშინ, როდესაც საქმე უცხო ქვეყნებს ეხება. ამ მხრივ საქართველო ერთ-ერთ გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს, რომლის შესახებაც, განვლილ წელს საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატისა და „ისრაელის სახლის“ ინიციატივით, რამდენიმე პროქართული ტელესიუჟეტი მომზადდა, რომელთა რიცხვსაც მიემატება TV10-ის გადაცემა.

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ორგანიზებით, გადამღები ჯგუფი უკვე შეხვდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გიორგი ქობულიას. ტელეკომპანიამ მინისტრი სიმბოლურად ჩაწერა იმ სასტუმროში, რომელიც ისრაელური ინვესტიციით თბილისის ცენტრში მოეწყო. ინტერვიუში მინისტრმა საქართველოში ისრაელიდან ტურისტული ნაკადის ზრდაზე, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიასა და უძრავ ქონებაში ისრაელურ ინვესტიციებზე ისაუბრა.

ტელეკომპანიას ვრცელი ინტერვიუ მისცა საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტმა, „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელმა იციკ მოშემ, რომლის ჩაწერაც მოხდა რუსთაველის გამზირსა და „თბილისი გალერიაში“. იციკ მოშემ ისრაელიდან საქართველოში ტურისტული ნაკადის პოტენციალსა და საქართველოში ხელსაყრელ ბიზნესგარემოზე ისაუბრა.

ტელეკომპანიის გადაცემაში მოხვდება, აგრეთვე, გუდაური, ძველი თბილისი, შეხვედრა ცნობილ პიანისტთან ელისო ბოლქვაძესთან.

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტის, იციკ მოშეს განცხადებით, ისრაელის ტელეკომპანიის მორიგი გადაცემა საქართველოზე კიდევ ერთი პოზიტიური მესიჯია ისრაელის საზოგადოებისთვის, ბიზნესწრეებისთვის, ხოლო 2019 წლის თებერვალში იერუსალიმში დაგეგმილ საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმისთვის - საუკეთესო ნიადაგის მომზადება. ბიზნესპალატის ორგანიზებით, უკვე მოხერხდა საქართველოდან მაღალი რანგის რამდენიმე ვიზიტის, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის იერუსალიმში ოფიციალური შეხვედრების ჯეროვანი გაშუქება. TV10-ის გადაცემაც საქართველოს რეკლამირება იქნება.

საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1.10 პროცენტით შემცირდა

25 თებერვალი, 2020 , 19:38

2020 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7946 ლარი გახდა

25 თებერვალი, 2020 , 17:25

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7946 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8079 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

ეროვნული ბანკი აქვეყნებს ინტერაქტიულ პრესრელიზებს სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ

25 თებერვალი, 2020 , 15:40

საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს ინტერაქტიულ პრესრელიზებს რეზიდენტი კომერციული ბანკების სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ 2020 წლის იანვრის მდგომარეობით. სესხებისა და დეპოზიტების შესახებ ინტერაქ

საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შედის

25 თებერვალი, 2020 , 15:05

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტების ინიცირება ბიუროს სხდომაზე მოხდა. განმარტებით

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

25 თებერვალი, 2020 , 14:40

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. როგორც „მედიანიუსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს, აუქციონში მონაწილეობა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8079 ლარი გახდა

24 თებერვალი, 2020 , 17:25

თბილისი. მედიანიუსი. 24.02.20. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8079 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8299 ლარი იყო. შესაბამი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`