უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

25 დეკემბერი, 2017 14:40
font-size

საქართველო-ისრაელის ურთიერთობები ირაკლი კობახიძის გეგმის მიხედვით ვითარდება

2018 წელი საქართველო-ისრაელის ურთიერთობაში, შესაძლოა, განსაკუთრებული აღმოჩნდეს. მიუხედავად იმისა, რომ ორი ქვეყნის ბოლო 25-წლიანი კავშირი ყოველთვის სტაბილურობით გამოირჩეოდა, წელს, ოქტომბერში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ისრაელში ოფიციალურმა ვიზიტმა ახალი შინაარსი შესძინა ორმხრივ ურთიერთობებს. როგორც გაირკვა, ამ ვიზიტისას, ფაქტობრივად, დაიგეგმა მომავალი წლის სამუშაო გეგმა და რამდენიმე მნიშვნელოვანი საპასუხო ვიზიტი. გაისად ორი ქვეყნის ურთიერთობაში განსაკუთრებული ყურადღება განათლებაზე, ეკონომიკურ კონტაქტებსა და დედაქალაქების კავშირებს დაეთმობა. ეს ის თემებია, რომელზეც ისრაელში კობახიძის ვიზიტისას განსაკუთრებულად გაკეთდა აქცენტი.

საქართველო-ისრაელის ეკონომიკური კავშირები თითქმის სამ ათეულ წელს ითვლის. ისრაელიდან საქართველოში ინვესტიციების შემოდინება არასოდეს შეწყვეტილა. ეს პროცესი ორგანიზებული მას შემდეგ გახდა, რაც გასული საუკუნის 90-იან წლებში საქართველოში პირველად ამოქმედდა საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა, რომლის ეგიდითაც დღემდე ქვეყანაში შემოსულია 500 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია. საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა მუშაობს ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე და ბიზნესის დაცვაზე და ამას ის, მისი ფორმატიდან გამომდინარე, უფრო სწრაფად და მოქნილად აკეთებს.

ქართული მხარე მიიჩნევს, რომ უმნიშვნელოვანესია ისრაელთან ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავება, რადგან დიდია პოტენციალი, თუმცა კიდევ უფრო სისტემაში მოსაყვანია ეს კავშირები. ამ მიზნით, ირაკლი კობახიძის ისრაელში ვიზიტისას გადაწყდა, რომ ორივე ქვეყანა შეიმუშავებდა ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის გენერალურ შეთანხმებას, რომელიც იქნებოდა ერთგვარი სამოქმედო გეგმა.

კობახიძის ვიზიტისას მიღწეულმა შეთანხმებამ შედეგი არ დააყოვნა. რამდენიმე დღის წინათ თბილისში, „ისრაელის სახლის“ ორგანიზებით ჩამოსულმა წარმომადგენლობითმა დელეგაციამ, კერძოდ კი მის შემადგენლობაში მყოფმა, ქნესეთის ერთ-ერთმა გავლენიანმა წევრმა აქრამ ხასონმა ჩამოიტანა საქართველოს ეკონომიკური მინისტრის მიწვევა ისრაელში. აქრამ ხასონი ქნესეთის მმართველი კოალიციის წევრი პარტიის წარმომადგენელია, ხოლო მისი პარტია მთავრობაში ეკონომიკური ბლოკის პორთფელებს ფლობს. თბილისში ეკონომიკის მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე ისრაელელმა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ისრაელის მხარის სურვილს, რომ მზადაა თვისობრივად ახალ ეტაპზე ავიდეს ორი ქვეყნის თანამშრომლობა ამ სფეროში.

ისრაელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის გამოძახილია თანამშრომლობა განათლების სფეროში. ეს იყო ზემოთ აღნიშნული დელეგაციის ვიზიტის ერთ-ერთი თემა. ვიზიტის მეორე დღეს დელეგაციის შემადგენლობაში მყოფმა ქნესეთის წევრებმა, ანალიტიკოსებმა და მედიის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებსა და სტუდენტებთან. დელეგაცია მიესალმა საქართველოს ორ უნივერსიტეტში ჰოლოკოსტის სწავლების დაწყებას და აღინიშნა, რომ ისრაელის მხარე მზადაა, საქართველოს გაუზიაროს გამოცდილება განათლების სფეროში. ამავე ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ისრაელში ცნობილ ქარმელის აკადემიურ კოლეჯთან, რომელიც ითვალისწინებს ქართულ უნივერსიტეტებთან ერთობლივი პროგრამების განხორციელებას, სტუდენტების გაცვლასა და აგრეთვე, ერთობლივ კვლევებს.

ისრაელის მხარისთვის მნიშვნელოვანი გზავნილი იყო ქართული მხარის განცხადება, რომ საქართველოს ისრაელთან ურთიერთობაში არ სჭირდება დამატებითი მოტივაცია. 15-17 დეკემბერს თბილისში მყოფმა ისრაელის წარმომადგენლობითმა დელეგაციამ, თავის მხრივ, ჩამოიტანა ის მესიჯები, რომელიც ასახავს ოფიციალური ისრაელის პოზიციას. საქართველოს-პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში ხანუქასადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე ქნესეთის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრმა იციკ შმულიმ განაცხადა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობაში არ არსებობს დაფარული საკითხები და იგი მიესალმება ქართული მხარის სურვილს, რომ მომავალი 2018 წელი კიდევ უფრო საქმიანი და დატვირთული იყოს. ისრაელელი პარლამენტარის თქმით, მან ასეთი სურვილი სწორედ ირაკლი კობახიძის ისრაელში ვიზიტისას დაინახა.

აღსანიშნავია, რომ ისრაელის დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარემაც მიიღო. შეხვედრა დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა. მხარეებმა გაანალიზეს დელეგაციის თბილისში ვიზიტის შედეგები. ითქვა, რომ იანვარში დაგეგმილია ისრაელის ქნესეთის კიდევ ერთი ჯგუფის ჩამოსვლა. დელეგაციის მასპინძლის, „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელიც იციკ მოშეს თქმით, მხარეებს შორის ხშირი კომუნიკაცია 2018 წლის ბოლომდე თითქმის გაწერილია.

„ისრაელის სახლის“ ინიციატივა იყო, ტრადიციულ მიმართულებებთან ერთად, წინა პლანზე წამოწეული ყოფილიყო ახალგაზრდობის ურთიერთდაახლოების თემა. „ქართულ უნივერსიტეტებსა და ისრაელის სასწავლებლებს შორის კომუნიკაცია ორიენტირებულია ახალ თაობაზე, რომელმაც ხვალ დამოუკიდებლად უნდა ააგოს ორი ქვეყნის ხარისხიანი კავშირები“, - აცხადებს იციკ მოშე.

ისრაელ-საქართველოს მომავალ ოფიციალურ ვიზიტებში ერთ-ერთი სიახლე იერუსალიმის მერის თბილისში დაგეგმილი ვიზიტია. ეს გადაწყვეტილებაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ისრაელში ვიზიტისას იქნა მიღებული - ირაკლი კობახიძემ ისრაელის დედაქალაქის მერი თბილისში დაპატიჟა. ეს ვიზიტი იქნება პირველი შემთხვევა, როცა საქართველოს იერუსალიმის მერი ეწვევა. დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ინფორმირებულია, აგრეთვე, თბილისის მერი კახა კალაძე, რომელიც ისრაელის წარმომადგენლობით დელეგაციასა და საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, გიორგი ჩოგოვაძესთან ერთად, 17 დეკემბერს დაესწრო თბილისში ისრაელური ინვესტიციით დაგეგმილი ფეშენებელური სასტუმროს მშენებლობის დაწყებას. კალაძე მიესალმა ისრაელურ ინვესტიციას და მხარდაჭერა აღუთქვა, ჩოგოვაძის განცხადებით კი, ქვეყანაში ტურიზმის მზარდი ტენდენცია ხელს უწყობს ახალი ინვესტიციების შემოდინებას.

2018 წელი საქართველოსა და ისრაელისთვის საიუბილეოა. ორივე ქვეყანა დამოუკიდებლობის მრგვალ თარიღს აღნიშნავს. როგორც „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი იციკ მოშე აღნიშნავს, გაისად ორივე მხარეს მიეცემა შესაძლებლობა, გაწერილი გეგმის მიხედვით იმოქმედოს, წლის ბოლოს კი თბილისს ეწვევა წარმომადგენლობითი დელეგაცია, რომელიც საზეიმო ღონისძიებების გარდა, მონაწილეობას მიიღებს წლის შეჯამებაში. „ისრაელის სახლის“ აქტიური მუშაობით მივაღწიეთ იმას, რომ დღეს ისრაელ-საქართველოს ურთიერთობებში ნაკლები შუამავლებია, სამინისტრო ურთიერთობს სამინისტროსთან, ბიზნესი ბიზნესთან, წინა პლანზე წამოიწია სახელმწიფოებრივმა ინტერესებმა, პროტოკოლური ვიზიტები კი მეტი შინაარსით იტვირთება, ისრაელის პრესა კიდევ უფრო მეტად ინტერესდება საქართველოთი. მიგვაჩნია რომ ეს ტენდენცია მთავარი ხაზი უნდა იყოს მომავალი წლების დაგეგმვაშიც“, _ აცხადებს იციკ მოშე.

აღსანიშნავია, რომ „ისრაელის სახლის“ პროექტები არამარტო ავსებს ოფიციალური დიპლომატიური წარმომადგენლობების - საელჩოების გენერალურ საქმიანობას, არამედ დამატებით მუშაობს ჰასბარაზეც, რაც კიდევ უფრო კარგად წარმოაჩენს ნამდვილ ისრაელს. „ისრაელის სახლი“, ქნესეთის წევრებთან ერთად, ჰასბარას აწარმოებს არამარტო საქართველოში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაშიც. აქაც საქართველოსთან ურთიერთობა იძენს მოდელის ფორმატს, თუ როგორი კავშირები უნდა ჰქონდეს ისრაელს მეგობარ ქვეყანასთან.

საკვანძო სიტყვები:

საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე მორატორიუმს, სამართლიანია - ბიძინა გეგიძე

21 თებერვალი, 2019 , 17:20

დეპუტატმა ბიძინა გეგიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ კანონპროექტის განხილვისას აღნიშნა, რომ პროცესი არაჯანსაღია და საჭიროა ისეთი რეალობის შექმნა, რაც უზრუნველყოფს სასამ

ერთმანეთს მივცეთ გარანტია, რომ სასამართლო რეალურად იქნება დამოუკიდებელი, ამ ჯგუფს არ ჩაუგდებთ ხელში და დღესვე დავტოვებ პარლამენტს - ლევან გოგიჩაიშვილი

21 თებერვალი, 2019 , 17:05

„თქვენ გინდათ, რომ დამოუკიდებელი სასამართლო შექმნან ადამიანებმა, რომლებიც შეარჩია ადეიშვილმა სპეციალურად. საუკეთესო უნამუსოებიდან ამოარჩია ეს ადამიანები,“ - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან გ

ეკა ბესელია აპრიორი უშვებს იმას, რომ კანონპროექტი შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას - ანრი ოხანაშვილი

21 თებერვალი, 2019 , 15:50

ეკა ბესელია აპრიორი უშვებს იმას, რომ კანონპროექტი შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას, ეს არის მისი პოზიცია. საკომიტეტო განხილვისას ეს პოზიცია გაჟღერდა, რომ მართალია, ჩვენ შესაძლოა კონსტიტუციის საწინააღმდეგო კანონი მ

ევროკავშირიდან საქართველოს მიმართ ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა არსებობს - თამარ ჩუგოშვილი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

21 თებერვალი, 2019 , 15:50

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელს, ერიკ ჰოგს შეხვდა. ერიკ ჰოგმა მოკლედ მიმოიხილა ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზებზე მიმდინარე მოვლენები. ყ

გია ვოლსკი რომან გოცირიძეს - ქურდული გარჩევა, სადისტობა, არაკომპეტენტურობა და თავგასულობა თქვენს მხარეს მოიკითხეთ

21 თებერვალი, 2019 , 14:44

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ლონდონში „თიბისი ბანკის“ აქციონერების გადაწყვეტილება, შეწყვიტონ ბანკთან დაკავშირებული დავა, საქართველოს სასამართლო სისტემი

თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით დღეს სომხეთს ეწვევა

21 თებერვალი, 2019 , 10:30

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრ ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, დღეს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორ