უკან

საზოგადოება

9 ოქტომბერი, 2023 11:23
font-size

საქართველო ისრაელს მხარდაჭერას უცხადებს

ისრაელზე ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ თავდასხმას, ისრაელის უდანაშაულო მოქალაქეების ხოცვასა და წამებას, საქართველოშიც მყისიერი გამოხმაურება მოყვა. ქვეყნის პირველი პირები, პოლიტიკოსები, ანალიტიკოსები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ოფიციალური განცხადებებითა თუ სოციალურ ქსელში პოზიციის გამოხატვით სოლიდარობას უცხადებენ მეგობარ ქვეყანას და ებრაელ ხალხს.

მესამე დღეა ისრაელის მოვლენები ქართული მედიის მთავარი თემაა.

„ვგმობ ისრაელის სახელმწიფოზე და ისრაელის მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, სიცოცხლის ხელყოფასა და უამრავი ადამიანისთვის სერიოზული დაზიანებების მიყენებას. გულითადად თანავუგრძნობ ისრაელის სახელმწიფოს მთავრობასა და ხალხს, ხოლო ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ" - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ისრაელზე ჰამასის თავდასხმას „ტვიტერში“ ეხმაურება.

"ღრმად შეშფოთებული ვართ ისრაელში ბოლო ესკალაციისა და უდანაშაულ ადამიანების დაღუპვის გამო. საქართველო სრულ სოლიდარობას უცხადებს ისრაელს ამ რთულ მომენტში. ტერორის ადგილი თანამედროვე სამყაროში აღარ უნდა იყოს", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

"გაუმართლებელი, სასტიკი და არაადამიანური აგრესია ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიუღებელია. ქართველი ხალხი მხარს უჭერს მოძმე ისრაელს. ასეთი ძალადობის ადგილი მსოფლიოში არ უნდა იყოს", - ნათქვამია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებაში.

ისრაელში მიმდინარე ტრაგიკულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძეც. "ჩემო ებრაელო მეგობრებო, სოლიდარობას გიცხადებთ. ვგმობთ იმ სასტიკ ძალადობას, რაც მშვიდობიან მოსახლეობას დაატყდა თავს. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მთელ ისრაელს. მშვიდობა გქონდეთ", - წერს კალაძე.

საქართველოს პარლამენტში ისრაელთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე: „მკაცრად ვგმობთ სასტიკ თავდასხმას ისრაელის სახელმწიფოზე, რამაც გამოიწვია მრავალი ადამიანის სიცოცხლის დაკარგვა და სერიოზული დაზიანებები. უღრმესი თანაგრძნობა და გულწრფელი სამძიმარი ისრაელის სახელმწიფოს მთავრობასა და ხალხს”.

მსხვილი ოპოზიციური გაერთიანების ხელმძღვანელი, პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძე თავის გამოხმაურებაში წერს: „ისრაელი გაიმარჯვებს! ბნელი ძალები დამარცხდებიან! საქართველო გაიმარჯვებს“.

სოციალურ ქსელებში განსაკუთრებით აქტიურობენ ქართველი ანალიტიკოსები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ისრაელს არ აქვს მარცხის უფლება და საკადრისი პასუხი უნდა გასცეს აგრესორებს. ასეთ ვითარებაში კი ცივილიზებული სამყაროს მხარდაჭერა უაღრესად მნიშვნელოვანია

ზურაბ ბატიაშვილი, ისტორიკოსი, პროფესორი: „ისრაელის პასუხი ძალიან მკაცრი იქნება და დაუსჯელს არ დატოვებს “ჰამასის” თავდასხმას“.

გიორგი კობერიძე, ისტორიკოსი, პროფესორი: „ისრაელისათვის ნათელია, რომ პირველი ომი, რომელსაც ისრაელი წააგებს, იქნება ბოლო ომი, რომელსაც ისრაელი იომებს, რადგან მის წინაშე ყოფნა-ყოფნის საკითხი იდგა და დგას“.

ანალიტიკოსი სოციალურ ქსელში განვითარებული მოვლენებს ეხმაურება. „ღაზას ირგვლივ ტერიტორიის დიდი ნაწილი დაიბრუნა ისრაელმა, მაგრამ ჰამასის წევრები მცირე ჯგუფებად მაინც რჩებიან ისეთ გამაგრებულ პოზიციებზე, როგორიცაა პოლიციის შენობები თუ სამხედრო ინფრასტრუქტურა. ზოგადად, მცირე, მობილური ჯგუფებისაგან ქალაქების გაწმენდა რთული პროცესია“ - წერს კობერიძე სოციალურ ქსელში 8 ოქტომბრის დილით.

თამარ ივერი, მსოფლიოში ცნობილი სოპრანო, თბილისის კონსერვატორიის პროფესორი: „ვლოცულობთ ისრაელისთვის“.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, დიპლომატი კონსტანტინე გამსახურდია: „გამარჯვება ისრაელს! სიკვდილი და განადგურება ცივილიზაციის და ადამიანურობის ყველა მტერს“.

ნინო სურგულაძე, მსოფლიოში ცნობილი მეცო-სოპრანო: „მშვიდობა და გამარჯვება ისრაელს!“.

ჟურნალისტი ნატო ონიანი: „მშვიდობა ისრაელს! გამარჯვებაში ეჭვიც არ მეპარება“.

ეკა კიკნაძე, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი: „შეძრწუნებული ვარ ისრაელის მოვლენების გამო. ნუთუ, არ უნდა დასრულდეს ადამიანების ტანჯვა?! ვიმედოვნებ, რომ თქვენი ახლობლები მშვიდობით არიან. მშვიდობას ვუსურვებ მთელ ისრაელს. მის მტერს კი-საბოლოო გადანგურებას და მიწასთან გასწორებას“.

ქართველი შინდლერის, სერგი მეტრეველის შვილიშვილი თამარ ჩაჩიბაია მხარდამჭერი წერილით მიმართავს „ისრაელის სახლს: „ჩემი და ჩემი ოჯახის სოლიდარობა ისრაელს და თქვენ!“.

„ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელის, იციკ მოშეს თქმით, ამ მძიმე წუთებში დიდი მხარდაჭერა აქვს ისრაელს საქართველოდან, ქართული საზოგადოებისა თუ ხელისუფლებისგან და ის, როგორც ისრაელელი, მადლობას უხდის მათ.

“36 წელია ჰამასი ტერორში ამყოფებს ყველას. სამწუხაროდ, მას აქვს არაბული მოსახლეობის მხარდაჭერა, რამაც ტერორისტული ორგანიზაცია ხელისუფლებაში მოიყვანა. ველით ისრაელის მშვიდობიანი სახელმწიფოს მიმართ მსოფლიოს მეტ სოლიდარობას. „ისრაელის სახლი“ სახალხო დიპლომატიის მიმართულებით 18 ქვეყანაში მუშაობს. საქართველო იყო პირველი ქვეყანა, სადაც „ისრაელის სახლი“ გაიხსნა. მოხარული ვარ, რომ საქართველოში განსაკუთრებით მაღალია ისრაელისადმი მხარდაჭერა“ - აცხადებს იციკ მოშე.

„ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელმა იციკ მოშემ თხოვნით მიმართა თბილისის მერს, კახა კალაძეს, რომ საქართველოს სოლიდარობის ნიშნად, თბილისის სატელევიზიო ანძა ისრაელის დროშის ფერებში განათდეს. დედაქალაქის მერიამ ეს თხოვნა დააკმაყოფილა - თბილისის ანძა ლურჯ-თეთრ ფერებში განათდა.

ჩვენი ქვეყნის გადარჩენის საწინდარი მდგომარეობს მხოლოდ დავითის გზის ერთგულებაში - მეუფე შიო მუჯირი

8 თებერვალი, 2025 , 18:28

დღეს, როდესაც ჩვენ კვლავ ვდგავართ დიდი გამოწვევების წინაშე და ვიხსენებთ წმინდა დავით მეფის პიროვნებას, მის ღვაწლს, გვმართებს დაფიქრება იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის გადარჩენის საწინდარი მდგომარეობს მხოლოდ დავითის გზის ერთგულე

საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის დამაარსებელი ეროვნული ყრილობა გაიმართა

8 თებერვალი, 2025 , 18:12

საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის დამაარსებელ ეროვნულ ყრილობაზე „საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეა“ დაფუძნდა. ყრილობა მზია ამაღლობელისა და თემურ ქათამაძისთვის სოლიდარობის გამოცხადებით გაიხსნა. ასამბლეის

საქართველოში კობოსთან ბრძოლის დღე აღინიშნა

8 თებერვალი, 2025 , 15:37

საქართველოში კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიება თბილისში, სასტუმრო "ჰილტონ გარდენ ინნ-ში" გაიმართა. მისი ორგანიზატორები იყვნენ კავკასიის ონკოსაზოგადოება (H.O.P.E) და პაციენტთა ორგანიზაცია "ევროპა დონა

“ოცნების ქალაქის“ პროექტი სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემოს შექმნას გულისხმობს, იგეგმება სკოლის, საბავშვო ბაღის, რეკრეაციული ზონების და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა ჩვენი თანამოქალაქეებისთვის - ირაკლი კობახიძე

8 თებერვალი, 2025 , 12:00

“ოცნების ქალაქის“ პროექტი  არ არის მხოლოდ საცხოვრებელი კორპუსები, ჩვენს თანამოქალაქეებს სჭირდებათ სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში გ

სახალხო დამცველმა მზია ამაღლობელის საქმეზე ექიმთა ჯგუფი შექმნა

6 თებერვალი, 2025 , 17:39

საქართველოს სახალხო დამცველმა მოშიმშილე ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ექიმთა ჯგუფი შექმნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. „6 თებერვალს, საქართვე

ცვლილებები საფრთხეს უქმნის ადამიანის ძირითად უფლებებს და ემსახურება მიმდინარე აქციების ჩახშობასა და პროტესტის მონაწილეთა დაშინებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო`

6 თებერვალი, 2025 , 13:32

ქართული ოცნების პარლამენტმა 3 თებერვალს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების გაუქმებისაკენ მიმართული დიქტატორული წესების განხილვა დაიწყო, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ადამიანის ძირითად უფლებებს - ამის შესახებ "საერთაშორისო