უკან

საზოგადოება

3 აპრილი, 2020 15:00
font-size

საქართველო კორონავირუსთან ბრძოლას გააგრძელებს აპლიკაციითაც - ეკატერინე ტიკარაძე

საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ევროპაში, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლას გააგრძელებს აპლიკაციითაც, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა.

მისი თქმით, აღნიშნული აპლიკაცია გატესტილია რამდენიმე ქვეყანაში.

„სამხრეთ კორეაში აპლიკაციის საშუალებით წარმატებულად იმართა კორონავირუსი, ვინაიდან იქ კონკრეტულად იყო გამოკვეთილი, თუ ვინ იყვნენ საკონტაქტო პირები, რაც ადამიანებს აძლევდა იმის საშუალებას, რომ თავი აერიდებინათ სარისკო კონტაქტებისგან.

ასევე, დროულად დაეფიქსირებინათ და მიემართათ ექიმისთვის იმ შემთხვევაში, თუ აპლიკაცია უჩვენებდა მათ საეჭვო კონტაქტთან ახლო რადიუსზე ყოფნას. საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ევროპაში, რომელიც „კოვიდთან“ ბრძოლას ასევე გააგრძელებს აპლიკაციით.

აპლიკაციაში ჩართვა და მისი გადმოტვირთვა იქნება ნებაყოფლობით, მაგრამ ვინაიდან „კოვიდთან“ ბრძოლა არის დამოკიდებული და დამყარებული ჩვენს სოციალურ პასუხისმგებლობაზე, ეს სოციალური პასუხისმგებლობა თავისთავად, უნდა იყოს ძალიან მაღალი. ჩვენ პასუხს ვაგებთ, როგორც საკუთარ ჯანმრთელობაზე, ასევე ჩვენს მშობლებზე და ჩვენს შვილებზე.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ნებაყოფლობით ჩაერთვება ამ აპლიკაციაში საკუთარი ოჯახის წევრებისა და საკუთარი თავის უსაფრთხოებისთვის. ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, თუ ჩვენი მოქალაქეების რამხელა ნაწილს შეუძლია, ჩაერთოს ამ აპლიკაციაში. გამოვლინდა, რომ ჩვენ შეგვიძლია სოციალური დისტანცირების და პრევენციის გაზრდა 40 პროცენტამდე. ეს იქნება ძალიან ეფექტური შედეგის მომცემი იმისათვის, რომ ჩვენ აღვკვეთოთ „კოვიდის“ გავრცელება საქართველოში“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

ოტო მოტორსი ფართოვდება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

16 აპრილი, 2024 , 16:33

საქართველოს ბანკი, ბიზნესების გაძლიერებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ოტო მოტორსი წეროვანში სასაწყობე სივრცეს აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარია, სა

მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი, მშვიდობიან ფორმებში გამოხატონ პროტესტი, დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს - შსს

16 აპრილი, 2024 , 15:53

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველები კვლავ რჩებიან რუსთაველის გამზირზე და ადგილზე მართლწესრიგის დაცვას უზრუნველყოფენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, ა

ლაზარე გრიგორიადისის საქმის მოსამართლემ მეუღლის უძრავი ქონება დამალა და მშობლებისგან 120 000 ლარი საჩუქრად მიიღო - `საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო`

12 აპრილი, 2024 , 16:42

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, ზვიად შარაძეს, რომელმაც 2024 წლის 12 აპრილს ლაზარე გრიგორიადისს 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, მშობლებისგან 120 000 ლარი აქვს საჩუქრად მიღებული და მეუღლის სახელზე რეგისტ

შალვა პაპუაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს შეხვდა

12 აპრილი, 2024 , 14:10

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს, ყასიმ-ჟომართ თოყაევს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა ისტორიულად მეგობრული ურთიერთობები საქართველოსა და ყაზახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Greet - ის ბრენდის ახალი სასტუმრო შენდება

12 აპრილი, 2024 , 14:02

საქართველოს ბანკი სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით, შპს ჰოტელეა საერთაშორისო ბრენდის, Greet by Accor -ის სასტუმროს, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი #4 - ში აშენებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი