უახლესი ამბები
- 24.04.2024 18:09Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
- 24.04.2024 15:01სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
- 24.04.2024 14:53სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი
- 24.04.2024 14:41დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“
- 24.04.2024 14:16იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს
- 24.04.2024 13:01საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება
- 24.04.2024 12:38მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`
- 24.04.2024 11:57ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობის პროგრამაზე რეგისტრაცია განახლებული პირობებით დღეს დაიწყება
არქივი
პოლიტიკა
საქართველო მნიშვნელოვანია ნატოსთვის, ნატო კი საქართველოსთვის - იენს სტოლტენბერგი
„ნატო განაგრძობს საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას ალიანსში გასაწევრიანებლად რეფორმების გატარების საკითხში“, - ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ვაშინგტონში ფონდ „მემკვიდრეობის“ სემინარზე გამოსვლისას განაცხადა.
„საქართველო იღწვის პროგრესისთვის. ჩვენ ამას მივესალმებით. გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას იმ ზომით, თუ როგორ მიიწევს წინ ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, მათ შორის ნატოს წევრობისკენ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა და აღნიშნა, რომ ივლისში ნატოს სამიტზე „ძალიან კარგი შეხვედრა“ ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან.
სტოლტენბერგმა ასევე გაამახვილა ყურადღება საქართველოს წვლილზე ნატოს ოპერაციებსა და სწავლებაში.
„საქართველო მნიშვნელოვანია ნატოსთვის, ნატო კი საქართველოსთვის და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორობის გაძლიერებას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.