უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

31 ოქტომბერი, 2017 15:30
font-size

საქართველო მსოფლიო დაზოგვის დღეს აღნიშნავს (ვიდეო)

მსოფლიო დაზოგვის დღე საქართველოში უკვე მეექვსედ აღინიშნება. დაზოგვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოში დღეიდან დაიწყო და 4 ნოემბერს, ყვარელში დაზოგვის დღისადმი მიძღვნილი სპეციალური აქტივობით დასრულდება.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული ბანკი, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის და შვიდი ქართული კომერციული ბანკი: ფინკა ბანკი, საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, ლიბერთი ბანკი, ვითიბი ბანკი, ბაზის ბანკი და კრედო ბანკი.

მსოფლიო დაზოგვის დღის ფარგლებში მონაწილე კომერციული ბანკები განახორციელებენ სხვადასხვა სახის აქტივობებს: ბანკის ფილიალებში, ბანკომატებზე, ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებში განთავსდება ვიდეო მსოფლიო დაზოგვის დღის ქართულ სიმბოლოს - "გროვიას" მონაწილეობით. რამდენიმე ბანკი გეგმავს სხვადასხვა პროდუქტზე აქციის გამოცხადებას დაზოგვის წახალისების მიზნით, ასევე, მოხდება ახალი პროდუქტის პრეზენტაციაც. ბანკები უზრუნველყოფენ მედია მხარდაჭერას, სკოლის ასაკის ბავშვებში გაავრცელებენ ფინანსური განათლების თემებზე შექმნილ სხვადასხვა ბეჭდურ მასალასა და ვიდეო რგოლებს. იგეგმება სხვადასხვა კონკურსის ჩატარება და ა. შ.

დაზოგვის თემაზე სოციალურ მედიაში ჩატარდა კონკურსი, რომლის ფარგლებშიც გამოვლინდა 9-დან 13 წლამდე ასაკის 24 გამარჯვებული ბავშვი, რომლებსაც 4 ნოემბერს, ეროვნული ბანკი, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდი და კომერციული ბანკები ყვარელში ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმსა და საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში ექსკურსიაზე უმასპინძლებენ. მსოფლიო დაზოგვის დღის ფარგლებში ყვარელში მათთვის გაიმართება თამაში დაზოგვის თემატიკაზე, რომელშიც გამარჯვებულ ექვს ბავშვს კომერციული ბანკები გაუხსნიან დეპოზიტებს, რათა მათ განაგრძონ თანხის დაგროვება საკუთარი მიზნებისთვის. ასევე, ყველა მონაწილეს გადაეცემა სიმბოლური საჩუქრები, როგორც ეროვნული ბანკის ასევე, კომერციული ბანკების მხრიდან.

დამატებით, მოქმედებს დაზოგვის დღისადმი მიძღვნილი სპეციალური ვებგვერდი www.grovia.com.ge, სადაც განთავსებულია ინფორმაცია როგორც დაზოგვის დღესთან დაკავშირებით, ასევე, საბანკო პროდუქტებზე, მომსახურებებსა და ზოგადად, მომხმარებელთა უფლებებზე.

"საქართველოს ეროვნული ბანკი უკვე მეექვსედ უერთდება მსოფლიო დაზოგვის დღის აღნიშვნას, რომლის გამართვა ჩვენს ქვეყანაში უკვე ტრადიციად იქცა და ფინანსური განათლების მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია. აღნიშნული ღონისძიების მიზანია ყველა ჩვენთაგანმა კარგად ვისწავლოთ საკუთარი შემოსავლებისა და ხარჯების სწორად განაწილება. აუცილებელია, რომ დაზოგვის კულტურისადმი ინტერესი ადრეული ასაკიდანვე გავუღვივოთ მომავალ თაობას, რაც თავის მხრივ, მათი ფინანსური კეთილდღეობისთვის გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

მსოფლიო დაზოგვის დღეს დიდი ისტორია აქვს: ის 1925 წლიდან ბევრ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება და მოსახლეობაში დაზოგვის წახალისებას ემსახურება. გერმანული შემნახველი ბანკები დაახლოებით 90 წელია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ფინანსურ ინსტიტუტებთან კოორდინაციით აღნიშნავენ ამ დღეს. მსოფლიო დაზოგვის დღე, ან მსოფლიო მომჭირნეობის დღე, როგორც მას ადრე უწოდებდნენ, მსოფლიო შემნახველი ბანკების ინსტიტუტის (WSBI) მიერ დაარსდა და ის საზოგადოებაში სახლში დაგროვებული ფულის ბანკში შენახვის იდეის გავრცელებას ისახავდა მიზნად.

შემნახველი ბანკების ფონდი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის (SBFIC) ახორციელებს პროექტს "პასუხისმგებლობიანი დაფინანსება კავკასიაში". პროექტის მხარდამჭერია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო.

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა ხუთი პროცენტით შემცირდა - საქსტატი

13 მარტი, 2024 , 13:09

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 941.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის

2023 წელს, წინა წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 24 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

11 მარტი, 2024 , 12:03

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წელს 1 594.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24.0 პროცენტით ნაკლებია 2022 წლის დაზუსტებულ მ

შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი - როლანდ პრაისი

27 თებერვალი, 2024 , 12:41

შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, როლანდ პრაისმა შუა დერეფნის პოტენციალის ათვისები

ეკონომიკის ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო - პროექტის მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“

21 თებერვალი, 2024 , 12:57

საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) ორგანიზებით და „საქართველოს ბანკის“ მხარდამჭერით, ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის რიგით მეორე ოლიმპიადა გაიმართება. „საქართველოს ბანკი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი