უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 მაისი, 2018 17:45
font-size

საქართველო მსოფლიოს 15 ქვეყანასთან ერთად ევროკავშირის ახალ ინიციატივაში „Good Human Rights Stories” (GHRS) მოხვდა

ინიციატივის ფარგლებში შემუშავებულ სიაში შესულია ადამიანის უფლებების სფეროში სამაგალითო და წარმატებული ქვეყნები, სადაც ჩამოყალიბდა და დამკვიდრდა ადამიანის უფლებების კარგი სისტემა. საქართველო რეგიონში ერთადერთია, რომელიც ხსენებულ სიაში მოხვდა. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტავროს ლამბრინიდისმა, ვიცე პრემიერთან, საქართველოს საგარეო საქექთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის დასასრულს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„საქართველოს აქვს შესანიშნავი მიღწევები ადამიანის უფლებების დაცვის შესრულების კუთხით. ეს საკითხი, იმ გამოწვევების ჩათვლით რაც კიდევ არსებობს, სხვებისთვის გასაზიარებლად ძალიან შთამბეჭდავი იქნება. მოხარული ვარ, რომ არსებობს სურვილი კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ამ ინიციატივის ფარგლებში. ჩვენ, როგორც ევროკავშირი, ვამაყობთ საქართველოს პარტნიორობით ამ გარდამავალ ეტაპზე , ადამიანის უფლებების სფეროში და ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს გადაწყვეტილებებს, რათა უზრუნველყოთ ყოველდღიურად ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესება. ეს ჩვენ ყველას გვჭირდება.“ -აღნიშნა მან საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

მიხეილ ჯანელიძე თავის მხრივ მიესალმა ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქართვლოში ვიზიტს და განაცხადა, რომ ჩვენთვის დიდი პატივი და შესაძლებლობაა აღნიშნულ ინიციატივაში ჩართვა.

„ადამიანის უფლებების საკითხებში, ევროკავშირთან ძალიან მაღალი დონის თანამშრომლობა გვაქვს. ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია ადამიანების უფლებების დაცვა და ძალიან ბევრი რეფორმა განვახორციელეთ საქართველოში, რაც ნამდვილად სამაგალითოა. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია ჩავერთოთ ამ ინიციატივაში და გავუზიაროთ სხვა ქვეყნებს ჩვენი პოზიტიური გამოცდილება. ვაგრძელებთ ევროკავშირთან მუშაობას ყველა იმ საკითხზე, რომელიც უკავშირდება ჩვენს დემოკრატიულ განვითარებას, ინსტიტუტების გაძლიერებას და საუკეთესო ევროპული პრაქტიკისა და სტანდარტის დანერგვას საქართვლოში. სწორედ ამ თანამშროლობის შედეგია ის სურვილი, რომელიც გაჩნდა მრავალმხრივ ფორმატშიც გავაგრძელოთ კონკრეტულად ადამიანის უფლებების კუთხით თანამშრომლობა“ - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

აღნიშნული ინიციატივა 2018 წელს, „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ მიღებიდან 70 წლის იუბილის აღსანიშნავად, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტავროს ლამბრინიდისმა წარმოადგინა. იგი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით ახალი პოზიტიური ნარატივის გავრცელებას.

„Good Human Rights Stories” ინიციატივის საფუძველზე, იგეგმება არაფორმალური რეგიონთაშორისი ჯგუფის შექმნა, რომლის მიზანიც იქნება ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში სამაგალითო და წარმატებული ისტორიების გაზიარება. საქართველოსთან ერთად, რეგიონთაშორისი ჯგუფის წევრებად მოწვეულნი არიან ნორვეგია, არგენტინა, ახალი ზელანდია, ურუგვაი, ჩილე, ინდონეზია, კორეა და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების წარმატების მაქსიმალურად წარმოჩენის მიზნით, აღნიშნულ სიაში შეყვანილი არ არიან ევროკავშირის წევრი-სახელმწიფოები.

ინიციატივისა და ჯგუფის ოფიციალური წარდგენა დაგეგმილია გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის გენერალური დებატების ფარგლებში გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაზე.

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი