უკან
მსოფლიო
12 ოქტომბერი, 2017 20:31
საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ესპანეთის სამეფოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
„საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და მიუღებლად მიიჩნევს დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებას.
იმედს გამოვთქვამთ, რომ კრიზისი დარეგულირდება დიალოგის გზით და ესპანეთის ხელისუფლება შეძლებს კონსტიტუციური წესრიგის დაცვას და ამით გარანტირებული იქნება ყველა მოქალაქის უფლებები და თავისუფლებები.“ - ნათქვამია განცხადებაში.