უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

5 ნოემბერი, 2021 17:39
font-size

საქართველო მწვანე წყალბადის პირველი წარმოების შექმნაზე მუშაობს – ნათია თურნავა

საქართველოში მწვანე წყალბადის პოტენციალის შესწავლა იწყება. ამ მიზნით, დღეს ხელი მოეწერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გერმანიის განვითარების ბანკს (KfW) შორის განზრახულობათა დეკლარაციას. შედეგად, საქართველოში განხორციელდება პირველი საპილოტე პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში სუფთა და განახლებადი ენერგიების მიმართულების განვითარებას.

„გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის მთავრობა და კონკრეტულად, გერმანიის განვითარების ბანკი არიან ჩვენი მრავალი წლის პარტნიორები სხვადასხვა მიმართულებით – ინფრასტრუქტურის განვითარების, რეფორმების და ა.შ., ამასთანავე, განსაკუთრებით დიდი წვლილი მიუძღვით ენერგეტიკული რეფორმის პროცესში ჩვენი მხარდაჭერის კუთხით. დღეს, გერმანიის მთავრობასთან ჩვენი თანამშრომლობის მორიგი ეტაპი იწყება. კერძოდ, საქმე ეხება ინოვაციურ ტექნოლოგიებს მწვანე ენერგეტიკაში. ეს არის მწვანე წყალბადი – უახლესი ტექნოლოგია, რომელსაც ძალიან ბევრი ქვეყანა ახლა სწავლობს“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

დღეს გაფორმებული დეკლარაციის ძირითადი მიზნებია: საქართველოში მწვანე წყალბადის პოტენციალისა და სარგებლის შეფასება; პირველი საპილოტე პროექტის განხორციელება, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკისთვის სარგებლის მოტანას და შესაბამისად, ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას სუფთა და განახლებადი ენერგიების მიმართულების გასავითარებლად; იმპორტირებულ გაზზე დამოკიდებულების შემცირება და მიწოდების უსაფრთხოების გაზრდა; განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების ტემპის ზრდა, ნახშირბადის ემისიების შერბილება და ქვეყნისთვის ექსპორტის შესაძლებლობების შექმნა.

ნათია თურნავას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო უკვე გაჩნდა მწვანე წყალბადის შესწავლის რუკაზე, კონკრეტულად, ენერგეტიკის განვითარების ფონდი აქტიურად მუშაობს საპილოტე პროექტის განვითარებაზე, რომელიც საქართველოში მწვანე წყალბადის პირველ წარმოებას შექმნის.

ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, ეს არის ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნებისთვის, სადაც არის განახლებადი ენერგიის წყაროები, მათ შორის საქართველოსთვის – გადაიყვანოს ელექტროენერგია მწვანე წყალბადში.

„შედეგად, შესაძლებელი იქნება ენერგიის ტრანსპორტირება განახლებადი ენერგიის პროექტებით გაჯერებული რეგიონებიდან ენერგეტიკული დეფიციტის მქონე რეგიონებში. ეს არის მომავლის ტექნოლოგია და ძალიან გვეამაყება, რომ საქართველო იქნება რეგიონში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გერმანელი პარტნიორების მხარდაჭერით ამ ტექნოლოგიას რეალობად აქცევს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

გვაქვს ორი ფინანსური ცენტრის შექმნის იდეა - თბილისის ფინანსური ცენტრი, რომელიც თბილისის ზღვასთან განთავსდება, ხოლო გონიოში უფრო მულტიფუნქციური ცენტრის შექმნას ვგეგმავთ-ირაკლი ღარიბაშვილი

17 იანვარი, 2022 , 12:07

ჩვენი სურვილია, შევქმნათ საქართვლოში სპეციალური საერთაშორისო ფინანსური ზონები. ჩვენი ვარაუდით, მათი შექმნა და განვითარება ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, თანამედროვე ფინანსური, ტექნ

2021 წელს, საქართველოდან, მსოფლიოს 62 ქვეყანაში, ექსპორტირებულია 107 მილიონი ბოთლი ღვინო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არის მაქსიმუმი, ასეთი მაჩვენებელი არ ყოფილა არასოდეს - ირაკლი ღარიბაშვილი

17 იანვარი, 2022 , 11:55

2021 წელს, საქართველოდან, მსოფლიოს 62 ქვეყანაში, ექსპორტირებულია 107 მილიონი ბოთლი ღვინო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არის მაქსიმუმი, ასეთი მაჩვენებელი არ ყოფილა არასოდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მ

საქართველოში კორონავირუსის 3 656 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 32 პაციენტი

17 იანვარი, 2022 , 10:46

საქართველოში კორონავირუსის 3 656 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 066 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუ

2021 წელს საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის მაჩვენებელზე 25.6 პროცენტით გაიზარდა

14 იანვარი, 2022 , 12:53

2021 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14 319.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 25.6 პროცენტით მეტია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით,

ნოემბერში ეკონომიკა 12%-ით გაიზარდა

31 დეკემბერი, 2021 , 11:15

ნოემბერში ეკონომიკა 12%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2021 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 12.0 პროცენტი

ნათია თურნავამ კომპანია DP World-თან საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური პოტენციალი, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი განიხილა

29 დეკემბერი, 2021 , 19:46

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დუბაიში მიმდინარე ექსპო 2020-ის ფარგლებში, ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად, შეხვედრა გამართა კომპანია DP World-თან, რომელიც ლოგისტიკისა და ტრანსპორტის სფეროში მუშაობ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი