უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 სექტემბერი, 2020 17:25
font-size

საქართველო ნატოს მეორე არაწევრი ქვეყანა გახდა, რომელიც შეუერთდა ნატოს ჭკვიანი თავდაცვის პროექტს - ირაკლი ღარიბაშვილი

„საქართველო ნატოს მეორე არაწევრი ქვეყანა გახდა, რომელიც შეუერთდა ნატოს ჭკვიანი თავდაცვის პროექტს – მავნე პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მრავალეროვნულ პლატფორმას“, – აღნიშნულის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა „საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2020“-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს მნიშვნელოვან წარმატებებზე გაამახვილა ყურადღება. მისი განმარტებით, საქართველოში წამყვანი ტექნოლოგიებითა და საშუალებებით აღჭურვილი კიბერლაბორატორია შეიქმნება: „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, კიბერუსაფრთხოების ბიურო მუშაობს კიბერლაბორატორიის დაფუძნებაზე, რომელიც აღიჭურვება წამყვანი ტექნოლოგიებითა და საშუალებებით“.

თავდაცვის მინისტრმა აუდიტორიას, ნატოსთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში, კიბერუსაფრთხოების კუთხით განხორციელებული წარმატებული პროექტებიც გააცნო. კერძოდ, ყურადღება გაამახვილა 2019 წელს ნატოს კიბერუსაფრთხოების სწავლებაში – „კიბერ კოალიცია“ სრულუფლებიანი წევრის სტატუსით კიბერუსაფრთხოების ბიუროს მონაწილეობაზე; ასევე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებზე, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს კიბერშესაძლებლობებისა და საშუალებების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

თავდაცვის მინისტრის განმარტებით, ბიურო აქტიურად მონაწილეობს ყველა იმ ღონისძიებაში, რომელიც ეროვნული კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის განვითარებას უზრუნველყოფს.

საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში, სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ინსტიტუტების, ასევე დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები კიბერუსაფრთხოების სფეროში საერთო გამოწვევებს განიხილავენ და კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ იმსჯელებენ.

„საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2020“ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ორგანიზებითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით იმართება.

წინასაარჩევნოდ ყველაზე მეტი შემოწირულობა “ქართულმა ოცნებამ” მიიღო

24 ოქტომბერი, 2020 , 16:15

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ფინანსური მონიტორინგის შუალედური ანგარიშის მიხედვით, ყველა საარჩევნო პარტიამ ერთად შემოსავლის სახით 23 846 652 ლარი მიიღო. აქედან 22 602 245 ლარი

სისტემური შეზღუდვები არ იგეგმება, იქნება წერტილოვანი ღონისძიებები, ამის ფასი მარტივია - პირბადე უნდა ვატაროთ და ელემენტარული წესები დავიცვათ - გიორგი გახარია

24 ოქტომბერი, 2020 , 15:45

სახელმწიფოს რესურსი, ბიზნესის, ისევე როგორც ცალკე აღებული მოქალაქეების მხარდაჭერის ნაწილში არის საკმაოდ შეზღუდული, ეს ყველას კარგად გვესმის; შესაბამისად, მიზნობრიობას ექნება უკიდურესად დიდი მნიშვნელობა მეორე ტალღის პერიო

ოთო კახიძეს და მის ცოლს კორონავირუსი დაუდასტურდათ

24 ოქტომბერი, 2020 , 15:20

"ევროპული საქართველოს" დეპუტატს, ოთო კახიძეს და მის ცოლს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ ინფორმაცია პოლიტიკოსმა საკუთარ Facebook გვერდზე გაავრცელა. "მოკლედ, კოვიდინფიცირებულებს მე და ნანუკაც შევუერთდით. თავს ვირუ

“არა ეპიდემიურ ბიუროკრატიას” - ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს

24 ოქტომბერი, 2020 , 15:20

არა ეპიდემიურ ბიუროკრატიას, - ამ სლოგანით ჯანდაცვის სამინისტროსთან "ლეიბოროსტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი მხარდამჭერებთან ერთად აქცია მართავს. ისინი ისინი ითხოვენ, პანდემიის დროს მოქალაქეებს პირბადეები დ

რას მალავს ივანიშვილი - ნიკა გვარამიას ინტერვიუ `ქართუ ჯგუფის` ყოფილ ვიცე-პრეიზდენტთან

24 ოქტომბერი, 2020 , 15:20

"მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, "ქართუ ჯგუფის" ყოფილ ვიცე-პრეიზდენტთან და ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ელდარ გოგოლაძესთან, სკანდალური ინტერვიუ ჩაწერა. ეს ელდარ გოგო

მთავრობის მხრიდან მკაცრად რეკომენდებულია პირბადის ტარება გარე სივრცეებშიც - ნათია მეზვრიშვილი

24 ოქტომბერი, 2020 , 14:45

გარე სივრცეში, იქ, სადაც თავშეყრას აქვს ადგილი, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია, მაგალითად რიგებში, გაჩერებებზე და ა.შ, პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა არის მკაცრად რეკომენდირებული მთავრობის მხრიდან, - ამის შესახე