უკან
საზოგადოება
16 იანვარი, 2018 11:40
საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში რჩება
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House-ი მორიგ ანგარიშს აქვეყნებს.
ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველო 64 ქულით კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში რჩება.
პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლების მიმართულებით საქართველოს 3 ქულა აქვს მინიჭებული.
“საქართველო ატარებს რეგულარულ და პლურალისტურ არჩევნებს და მისი დემოკრატიული ტრაექტორია ბოლო წლებში საგრძნობლად გაუმჯობესდა. თუმცა, ოლიგარქიული აქტორები პოლიტიკასა და პოლიტიკურ არჩევანზე ზედმეტ გავლენას ახდენენ, ხოლო სასამართლო დამოუკიდებლობა კვლავაც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ინტერესებს აძლიერებს" - აღნიშნულია ანგარიშში.