უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

1 ნოემბერი, 2018 16:30
font-size

საქართველო ნავთობის დაღვრის საერთაშორისო საკომპენსაციო ფონდის აღმასრულებელი კომიტეტის წევრ ქვეყნად აირჩიეს

2018 წლის 1-ლ ნოემბერს ნავთობის დაღვრის საერთაშორისო საკომპენსაციო ფონდის ასამბლეის სხდომაზე საქართველო პირველად თავის საზღვაო ისტორიაში 115 წევრი ქვეყნიდან არჩეულ იქნა ფონდის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 1967 წლის Torrey Canyon-ის ინციდენტის შემდგომ, ჩამოყალიბდა საერთაშორისო პასუხისმგებლობის და კომპენსაციის რეჟიმი, რომელიც წლების შემდგომ საერთაშორისო მასშტაბის წარმატებულ სისტემად გარდაიქმნა. ნავთობის დაღვრის საერთაშორისო საკომპენსაციო ფონდი IOPC (International Oil Pollution Compensation) კი წარმოადგენს არსებული სისტემის უმთავრეს ნაწილს, რომელიც 1978 წელს შეიქმნა ნავთობის დაღვრის შედეგად დაზარელებულთათვის კომპენაციის გაცემის მიზნით, 1992 წელს კი ძალაში შევიდა ფონდის კონვენცია.

საქართველო ზემოაღნიშნულ კონვენციას შეურთდა 2001 წელს და მას შემდგომ აქტიურად ღებულობს მონაწილეობას IOPC funds-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, ხოლო ფონდის წარმომადგენლები მხარს უჭერენ საქართველოს ყველა ინიციატივას საზღვაო მიმართულებით. 2018 წლის სექტემბრის პერიოდში, რიგით მეორე საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმს (GIMF 2018) ესწრებოდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ბატონი ჟოზე მაურა.

აღსანიშნაავია, რომ ნავთობის დაღვრის საერთაშორისო საკომპენსაციო ფონდის აღმასრულებელი კომიტეტი წევრი ქვეყნების მხოლოდ 15 წევრი სახელმწიფოსგან შედგება, მათ შორის 2018 წლიდან უკვე საქართველოც იქნება, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს ფონდის საქმიანობაში.

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა ხუთი პროცენტით შემცირდა - საქსტატი

13 მარტი, 2024 , 13:09

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 941.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის

2023 წელს, წინა წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 24 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

11 მარტი, 2024 , 12:03

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წელს 1 594.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24.0 პროცენტით ნაკლებია 2022 წლის დაზუსტებულ მ

შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი - როლანდ პრაისი

27 თებერვალი, 2024 , 12:41

შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, როლანდ პრაისმა შუა დერეფნის პოტენციალის ათვისები

ეკონომიკის ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო - პროექტის მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“

21 თებერვალი, 2024 , 12:57

საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) ორგანიზებით და „საქართველოს ბანკის“ მხარდამჭერით, ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის რიგით მეორე ოლიმპიადა გაიმართება. „საქართველოს ბანკი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი