უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

15 მარტი, 2019 12:00
font-size

საქართველო პარიზის წიგნის ბაზრობასთან საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს

საქართველო პარიზის წიგნის ბაზრობის შემოთავაზებას იღებს და საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს.

ამ მიზნით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში, ქალაქ პარიზში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ გიორგაძე და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი პარიზის წიგნის ბაზრობის გახსნას დაესწრნენ. ღონისძიება საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ფილიპმა და კულტურისა და კომუნიკაციების მინისტრმა ფრანკ რესტერმა გახსნეს. 2019 წლის პარიზის წიგნის ბაზრობის მთავარი თემა ევროპაა, შესაბამისად, წიგნის ბაზრობის ფარგლებში, დაგეგმილია ევროპის თემატიკასთან დაკავშირებული სხვადასხვა ღონისძიება.
საქართველომ პარიზის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგენის შეთავაზება, 2018 წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე განხირციელებული წარმატებული პროექტის ფარგლებში მიიღო.

მიხეილ გიორგაძის პარიზში ვიზიტის მიზანია ფრანგულ მხარესთან 2020-2022 წლებში პარიზის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს ეროვნული სტენდით, ასევე, საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილების დეტალების შეთანხმება და ფრანგულ ენაზე ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციისთვის აუცილებელი პროგრამების შემუშავება- განხორცილება. პარიზის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს მონაწილეობა გაზრდის ქართველი ავტორებისა და გამომცემლების ცნობადობას ფრანგულ ლიტერატურულ სივრცეში.

პარიზში მიხეილ გიორგაძე და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი საქმიან შეხვედრებს გამართავენ პარიზის წიგნის ბაზრობის წარმომადგენლებთან, გამომცემლებთან, ასევე, საფრანგეთის წიგნის გამომცემელთა ასოციაციის პრეზიდენტთან და ფრანგული ინსტიტუტის პრეზიდენტთან.

გოაში წმ. ქეთევან წამებულის ხსოვნისადმი მიძღვნილი მსოფლიო საკრალური მუსიკის ფესტივალი გაიმართა

21 მარტი, 2019 , 13:15

გოაში გაიმართა წმ. ქეთევან წამებულის ხსოვნისადმი მიძღვნილი მსოფლიო საკრალური მუსიკის ფესტივალი „KETEVAN – World Sacred Music Festival“, რომელიც უკვე მეოთხე წელიწადია ტარდება. ღონისძიების გახსნისას, დამ

ჟენევაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელობის თანაორგანიზებით, ღონისძიება- „ადამიანის უფლებათა დარღვევები ვენესუელაში“ გაიმართა

21 მარტი, 2019 , 12:45

ჟენევაში საქართველოს მუდმივიწარმომადგენელობის თანაორგანიზებით, ადამიანისუფლებათა საბჭოს პარალელურად გაიმართა ღონისძიება - „ადამიანის უფლებათა დარღვევები ვენესუელაში“. შეხვედრის ფარგლებში, მოწვეულმა მომხსენებლ

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანას ნურსულთანი დაერქმევა

20 მარტი, 2019 , 15:55

ყაზახეთის პარლამენტმა ორი მოსმენით დედაქალაქ ასტანის „ნურსულთანად“ გადარქმევას მხარი დაუჭირა. შესაბამიის გადაწყვეტილება პარლამენტმა ორივე პალატის გაერთიანებულ სხდომაზე მიიღო. დედაქალაქისთვის ყოფილი პრეზიდენტი

ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა თანამდებობა დატოვა

19 მარტი, 2019 , 17:25

ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ ტელევიზიის პირდაპირ ეთერში სპეციალური მიმართვისას განაცხადა. „მივიღე გადაწყვეტილება, პრეზიდნეტის უფლებამოსილება მოვიხსნ

აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობარი ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით რუსეთი საფრთხეს უქმნის ევროპაში მშვიდობას და მშვიდობის შენარჩუნება თავდაცვაში ინვესტირებაა

19 მარტი, 2019 , 16:10

„ჩვენ ფიზიკურად ვიხილეთ, რომ [ვლადიმერ პუტინის მმართველობის ქვეშ მყოფი აგრესიული რუსეთი, რომელიც ყოფილ საბჭოთა კავშირს ჰგავს] საფრთხეს უქმნის ევროპის კონტინენტზე მშვიდობასა და სტაბილურობას - და არამხოლოდ ევროპაში.

ქართული ღვინო დიუსელდორფის საერთაშორისო გამოფენაზეა წარმოდგენილი

19 მარტი, 2019 , 11:10

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენაში „პროვეინ-2019“ ქართული ღვინის მწარმოებელი 27 კომპანია მონაწილეობს. გამოფენა წლის მთავარი მოვლენაა ღვინის მწარმ