უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

11 ივლისი, 2019 14:50
font-size

„საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ თქვენ უდიდესი ერი ხართ. თქვენ შეუძლებელი შესძელით, გაერთიანდით საერთო მიზნისთვის და გააოცეთ ევროპა“ - დონალდ ტუსკი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში რჩება. „არსებობს გარკვეული ეჭვები გაფართოებასთან დაკავშირებით, მაგრამ მე ასეთი ეჭვები არ მაქვს. თუმცა გაწევრიანება ერთ დღეში არ ხდება და ის დროსა და წევრი ქვეყნების სოლიდარობას საჭიროებს“ - განაცხადა ტუსკმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, რაშიც არავის ეჭვი ეპარება არის ის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა, რომელიც ევროკავშირსა და ექვსივე პარტნიორს შორის ურთიერთობათა განმტკიცებისკენაა მიმართული, თითოეულ პარტნიორს დიფერენცირებულ მიდგომას სთავაზობს, თავიანთი მისწრაფებებისა და შესაძლებლობების შესაბამისად. „ჩვენ განვაგრძობთ შესაძლებლობების განვითარებას და ევროკავშირსა და დაინტერესებულ პარტნიორებს შორის პოლიტიკური ასოცირების და შემდგომი ეკონომიკური ინტეგრაციის დაჩქარებას, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის შექმნის ამოსავალ მიზანს წარმოადგენდა და ის დღესაც ძალაშია“ - აღნიშნა დონალდ ტუსკმა.

თავის გამოსვლაში მან ვრცლად ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობასა და იმ კონკრეტულ სარგებელზე, რომელიც მას თითოეული პარტნიორი ქვეყნისთვის მოაქვს. მისი თქმით, პირველი ათი წლის მანძილზე, ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებებს საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან. უმჯობესდება სატრანსპორტო კავშირები და ინფრასტრუქტურა, რაც ევროკავშირსა და მის პარტნიორ ქვეყნებს შორის ეკონომიკისა და ვაჭრობის განვითარების ახალ შესაძლებლობებს ქმნის, იდგმება ნაბიჯები ენერგოეფექტიანობის გაუმჯობესების მიმართულებით. განსაკუთრებული მნიშვნელობა კი, ტუსკის თქმით, ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმების ამოქმედებას ენიჭება.

ვიზალიბერალიზაცის შედეგად მე ბევრი ქვეყანა გავიცანი, მათი სიმდიდრე დავინახე. მინდა გავიხსენო თუ რას წერდა ვაჟა-ფშაველა, ერთ-ერთი უდიდესი ქართველი კლასიკოსი კოსმოპოლიტიზმისა და პატრიოტიზმის შესახებ:

„ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი პატრიოტია” - ვაჟა ამ სიტყვებს ჯერ კიდევ 100 წლის წინ ამბობდა და ის გულისხმობდა გლობალიზაციას. ეს პარტნიორობაც ხომ სწორედ ამ მიზნით არის შექმნილი, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის კიდევ უფრო გაღრმავდეს ურთიერთობები.“ - აღნიშნა ტუსკმა.

მისი თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობა როგორც ევროპაში, ისე დანარჩენ წევრ ქვეყნებში ძალიან რთულ პოლიტიკურ კონტექსტში ვითარდება. საქართველო კონფლიქტების მხრივ ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას. და მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა არ წარმოადგენს კონფლიქტების მოგვარების მექანიზმს, ის დაეხმარება საქართველოს სტაბილურობის შენარჩუნებაში.

“როდესაც ვამბობ საქართველოს, ვგულისხმობ „თავისუფლებას“ როდესაც ვამბობ საქართველოს, ვგულისხმობ „სიამაყეს, როდესაც ვამბობ საქართველოს ვგულისხმობ „სიმამაცეს“. საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ თქვენ უდიდესი ერი ხართ. თქვენ შეუძლებელი შესძელით, გაერთიანდით საერთო მიზნისთვის და გააოცეთ მთელი ევროპა. არავის მისცეთ უფლება დაგყოთ, გაუმარჯოს თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა გამოსვლის დასასრულს.

დავით ზალკალიანი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სესიაზე სიტყვით გამოვა

22 თებერვალი, 2020 , 15:05

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 2020 წლის 23-25 თებერვალს, შვეიცარიის კონფედერაციას ეწვევა, სადაც ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტზე სიტყვით გამოვა. საქართველოს საგარ

მატყუარა ხელისუფლებას რა ელოდება არჩევნებზე, ამას ვნახავთ - რომან გოცირიძე

21 თებერვალი, 2020 , 17:20

“ყველამ დავინახეთ, რომ „ქართული ოცნების“ საფირმო ნიშანი - ტყუილი - ყოველ ნაბიჯზე გამოიყენება,” - ამბობს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე. მისი თქმით, გაერთიან

მმართველ გუნდთან დიალოგს აზრი არ აქვს - სერგი კაპანაძე

21 თებერვალი, 2020 , 14:30

“ჩვენ ჩვენი შეთავაზებები წარვუდგინეთ და მათ ამაზე საპასუხოდ დაიჭირეს ჩვენი პოლიტიკური ლიდერები და აპირებენ სხვების დაჭერას. ამ ვითარებაში დიალოგს აზრი არ აქვს,” - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა სე

თუ პასუხი არ იქნება, მათი ლუსტრაცია მოხდება - მამუკა მდინარაძე

21 თებერვალი, 2020 , 14:30

„ძალიან ცოტა დრო რჩება იმ დროის გასვლამდე, როცა ოპოზიციამ პასუხი უნდა თქვას. თუ პასუხი არ იქნება, მათი ლუსტრაცია მოხდება,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქ

პოლიტიკაში ერთს პლიუს ერთი ყოველთვის არ არის ორი - თემურ შაშიაშვილი

21 თებერვალი, 2020 , 14:30

„თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი ხელოვნური პოლიტიკური გაერთიანებებისა და ბლოკების მიმართ ნეგატიურადაა განწყობილი.  მისი თქმით, სწორედ პოლიტიკურმა ბლოკებმა და გაერთიანებებმა „ყველა ერთის წინააღმდე

კრიზისის დასაძლევად საქართველოს ფსიქოლოგიის შეცვლა სჭირდება - ჰოლ ჰოლი

21 თებერვალი, 2020 , 13:21

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვაშინგტონში საქართველოს მთავრობის მიმართ რამდენიმე კრიტიკული განცხადება გაკეთდა. სენატიდან და წარმომადგენელთა პალატიდან ოფიციალურ თბილისს არაერთი წერილი გაუგზავნეს, რომლებშიც საქართველო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`