უკან

საზოგადოება

1 ივლისი, 2017 13:50
font-size

საქართველო პრაღაში მიმდინარე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის საპატიო სტუმრია

29 ივნისს, პრაღაში საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის "ავტორთა კითხვის თვე" გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს ფესტივალის საპატიო სტუმარი საქართველოა. ღონისძიების ფარგლებში ჩეხეთში 31 ქართველ ავტორს უმასპინძლებენ. ლიტერატურული კითხვის საღამოები ოთხი ქვეყნის ხუთ ქალაქში გაიმართება: ბრნო (ჩეხეთი), ოსტრავა (ჩეხეთი), ვროცლავი (პოლონეთი), კოშიცე (სლოვაკეთი) და ლვოვი (უკრაინა). ყოველი დღე ეთმობა ერთი ქართველი და ერთი ადგილობრივი მწერლის ღონისძიებას.

„ავტორთა კითხვის თვის“ გახსნის საზეიმო ცერემონიაზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით ჩეხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზაალ გოგსაძემ მიმართა. მან ხაზი გაუსვა ქართული ლიტერატურის მდიდარ ტრადიციებსა და მსოფლიო მნიშვნელობას. ასევე, იმ განსაკუთრებულ ურთიერობებს, რაც ჩეხურ და ქართულ ლიტერატურას აკავშირებს. ელჩმა ყურადღება გაამახვილა ფესტივალის მნიშვნელობაზე ჩეხეთის რესპუბლიკაში ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის კუთხით. ზაალ გოგსაძემ ხაზი გაუსვა ჩეხი ქართველოლოგის და პუბლიცისტის ვაცლავ ჩერნის წვლილს ქართული კულტურისა და ლიტერატურის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენის საქმეში.

ღონისძიების ფარგლებში ჩეხურმა ჯგუფმა „ჰაერი“ ქართული ფოლკლორული სიმღერები შეასრულა, ქართველმა მწერალმა დათო ტურაშვილმა წაიკითხა ამონარიდი საკუთარი წიგნიდან "ჯინსების თაობა". მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული კერძები და ღვინო.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი