უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

12 აგვისტო, 2022 14:07
font-size

საქართველო ქუჩის პოლიტიკას აღარ დაუბრუნდება - არჩილ თალაკვაძე

საქართველო აღარასდროს დაუბრუნდება ქუჩის და დესტაბილიზაციის პოლიტიკას - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რითაც ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებას გამოეხმაურა.

„ერთი რამ ცხადია. არსებობს რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ქუჩის პოლიტიკას ემხრობა და არსებობს ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ევროპულ, საპარლამენტო შედეგებზე ორიენტირებულ პოლიტიკას უჭერს მხარს. თუ რომელი სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ამაზე პასუხი, ვფიქრობ, ნათელია. საქართველო აღარასდროს დაუბრუნდება ქუჩის და დესტაბილიზაციის პოლიტიკას. ჩვენ როგორც ხელისუფლება, გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ გაგრძელდეს დემოკრატიული რეფორმები და რადიკალური ანტისისტემური, ანტიდემოკრატიული პარტიები ჩაანაცვლონ სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომელთაც ჩვენი საზოგადოება აირჩევს შემდეგ არჩევნებში,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სამოქმედო გეგმა წარადგინა, რომლის თაობაზეც მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა. როგორც ჯაფარიძემ განაცხადა, „დაუმორჩილებლობა, პროტესტი, საბოტაჟი, პარალიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით“ - ეს არის სამოქმედო გეგმა, რომელზე მუშაობასაც თანამოაზრეებთან ერთად სექტემბრიდან დაიწყებს, სანამ ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნებს არ დანიშნავს.

ამერიკის ელჩზე თავდასხმა მახსენდება მხოლოდ ორი: გვარამიას და მელიას შესრულებით - ირაკლი კობახიძე

6 ოქტომბერი, 2022 , 16:37

ამერიკის ელჩზე თავდასხმა მახსენდება მხოლოდ ორი: გვარამიას და მელიას შესრულებით. რაც შეეხება გარკვეულ კრიტიკულ განცხადებებს, ამის უფლება აქვს ნებისმიერ პოლიტიკოსს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ

2021 წელს სიღარიბის დონე 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და დღეს ისტორიულ მინიმუმზეა - ლევან დავითაშვილი

6 ოქტომბერი, 2022 , 16:05

2021 წელს ეკონომიკის გაჯანსაღებამ რეალურად ხელი შეუწყო სიღარიბის დონის შემცირებას და 2021 წელს 2020 წელთან შედარებით, სიღარიბის დონე 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა 21.3 პროცენტიდან 17.5 პროცენტამდე, ხოლო 2019 წელთან შედ

პარტიისა და პარტიის თავმჯდომარის ხარჯების შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება - „ნაციონალური მოძრაობა“

6 ოქტომბერი, 2022 , 15:53

„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, პარტიისა და პარტიის თავმჯდომარის ხარჯების შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება. პარტიაში ამ განცხადებით კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო თოფურიძის მიერ სოციალურ ქსელში

ჩვენთვის უაღრესად შემაშფოთებელი იყო ის პირადი თავდასხმები, რაც ელჩ დეგნანსა და საელჩოზე ვიხილეთ ელჩ დეგნანსა და საელჩოზე ვიხილეთ - ბონი ჯენკინსი

6 ოქტომბერი, 2022 , 15:17

ჩვენთვის უაღრესად შემაშფოთებელი იყო ის პირადი თავდასხმები, რაც ელჩ დეგნანსა და საელჩოზე ვიხილეთ, - ამის შესახებ შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ბო

ჩვენთვის უაღრესად შემაშფოთებელი იყო ის პირადი თავდასხმები, რაც ელჩ დეგნანსა და საელჩოზე ვიხილეთ ელჩ დეგნანსა და საელჩოზე ვიხილეთ - ბონი ჯენკინსი

6 ოქტომბერი, 2022 , 15:17

ჩვენთვის უაღრესად შემაშფოთებელი იყო ის პირადი თავდასხმები, რაც ელჩ დეგნანსა და საელჩოზე ვიხილეთ, - ამის შესახებ შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ბო

თეა ახვლედიანმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე კულტურულ-საგანმანათლებლო სემინარი გახსნა

6 ოქტომბერი, 2022 , 10:57

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე კულტურულ-საგანმანათლებლო სემინარი გახსნა, რომელიც ნატო-სა დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი