უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

8 თებერვალი, 2019 13:05
font-size

საქართველო რჩება მნიშვნელოვან მოკავშირედ რეგიონული სტაბილურობისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით - სახელმწიფო მდივნის მოადგილე ანდრეა ტომპსონი

„საქართველო რჩება მნიშვნელოვან მოკავშირედ რეგიონული სტაბილურობისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით“, - განაცხადა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ანდრეა ტომპსონმა.

განცხადება ტომპსონმა, თავისი ოფიციალური ტვიტერ გვერდის საშუალებით საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელა, რომელიც აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

დავით ზალკალიანმა შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ანდრეა ტომფსონთან შეხვედრა 7 თებერვალს გამართა, რა დროსაც მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ორ ქვეყნას შორის თანამშრომლობა უმაღლეს ნიშნულზეა ყველა პრიორიტეტული მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ მინისტრმა სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მოწვევით მონაწილეობა მიიღო ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალში. ამას გარდა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში შედგა არაერთი ორმხრივი შეხვედრაც. მათ შორის: სახელმწიფო მდივნის თანაშეწესთან ვეს მიტჩელთან. ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებთან, თეთრი სახლის წარმომადგენლებთან, კონგრესმენებთან და სენატორებთან.

დონალდ ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

16 თებერვალი, 2019 , 12:35

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყნის სამხრეთში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. თეთრი სახლის ლიდერის გადაწყვეტილების მიზანი ამერიკის შეერთებული შტატების და მექსიკის საზღვარზე ფიზიკური ბარიერი

იაპონიაში, „საკურას“ კონკურსზე 24-მა ქართულმა ღვინომ უმაღლესი ჯილდოები მიიღო

14 თებერვალი, 2019 , 11:35

სხვადასხვა დასახელების ქართულმა ღვინომ იაპონიაში, საერთაშორისო კონკურსზე „საკურა“ უმაღლესი ჯილდოები მოიპოვა: 2 ორმაგი ოქრო, 15 ოქრო და 7 ვერცხლის მედალი. საერთაშორისო კონკურსი „საკურა“ (The 6rd &l

იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

13 თებერვალი, 2019 , 15:40

იტალიაში იარაღის უკანონო ტარებისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. - ამის შესახე იტალიური მედიის ინფორმაციაზე დაყრდნობით „პირველი არხი“ იტყობინება. 21 წლის მამაკაცი კა

ალკოჰოლური ინტოქსიკაცით 39 ადამიანი დაიღუპა

9 თებერვალი, 2019 , 17:13

ინდოეთში ალკოჰოლური ინტოქსიკაციით 39 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. ალკოჰოლით მოწამვლის შემთხვევები ქვეყნის ჩრდილოეთში, უტარ-პრაშედის და უტარაკჰანდის შტატებში დაფიქსირდა. ადგილობრივი ხელისუფლებ

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ბენეფიციარი ნინო ზამბახიძე დონალდ ტრამპმა ახალი ინიციატივის პრეზენტაციაზე მიიწვია

8 თებერვალი, 2019 , 14:45

ქალების განვითარებისა და კეთილდღეობის გლობალური ინიციატივა (W-GDP) - ასე ეწოდება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ახალ წამოწყებას, რომელიც მსოფლიო ეკონომიკის წინსვლასა და სტაბილურობაში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობას უ

თეირანში ქართულ ეკლესიას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

6 თებერვალი, 2019 , 16:49

ირანში, ქალაქ თეირანში აკაკი ხოშტარიას მიერ აგებული მცირე ზომის ეკლესიის რეაბილიტაცია განხორციელდება. საკულტო ნაგებობა ქართული სასულიერო ხუროთმოძღვრების ერთადერთი ნიმუშია ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზესარესტავრა