უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

13 ივლისი, 2018 11:45
font-size

საქართველო სამშვიდობო პოლიტიკით ამტკიცებს, რომ არის ქვეყანა, რომლის პოლიტიკა არ არის ვინმეს წინააღმდეგ მიმართული - ქეთევან ციხელაშვილი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გამოეხმაურა რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებას, რომლის თანახმად, „საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას თავისი შედეგები მოჰყვება“.

ციხელაშვილის თქმით, ასეთი მიდგომა სამწუხაროა, რადგან საქართველომ თავისი სამშვიდობო პოლიტიკით დაამტკიცა, რომ ის არავის წინააღმდეგ არაა მიმართული.

„ამ მიდგომებში ახალი არაფერია და ძალიან სამწუხაროა, რადგან საქართველო თავისი პოლიტიკით ბოლო წლების განმავლობაში, მათ შორის, სამშვიდობო პოლიტიკით, მისი განვითარების კურსით ამტკიცებს, რომ არის ქვეყანა, რომლის პოლიტიკა არ არის ვინმეს წინააღმდეგ მიმართული.

ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყანას ჰქონდეს შეუფერხებელი განვითარების შესაძლებლობა, უსაფრთხო გარემო. დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის შესაძლებლობა და ეკონომიკური კეთილდღეობა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულების ერთგულებით ვამტკიცებთ, რომ ჩვენ ვართ დასავლელი პარტნიორების საიმედო პარტნიორი რეგიონში და მომავალშიც გავაგრძელებთ ამ მიმართულებით სვლას“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

ჩვენ არ შევჩერდებით, სრული მონდომებით გავაგრძელებთ ევროპის კარზე კაკუნს - სალომე ზურაბიშვილი

19 თებერვალი, 2019 , 10:10

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ, პარიზში პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში SciencesPo საჯარო ლექცია წაიკითხა - ,,საქართველო და ევროპა, შესაძლებლობები ცვალებად გარემოში&ldqu

სალომე ზურაბიშვილს საერთაშორისო ურთიერთობათა ფრანგულ ინსტიტუტში მიღებაზე უმასპინძლეს

19 თებერვალი, 2019 , 10:10

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო ურთიერთობათა ფრანგულ ინსტიტუტში (Ifri) საზეიმო მიღებას დაესწრო. საერთაშორისო ურთიერთობათა ფრანგულ ინსტიტუტში გამართული მიღების შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სოციალუ

ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის ინიციატივას პარლამენტი დაჩქარებულ ვადებში განიხილავს

18 თებერვალი, 2019 , 17:40

ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას პარლამენტი ხვალიდან დაიწყებს. გადაწყვეტილება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომლის მიხედვითაც დაკმაყოფილდა ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძის მოთხოვნ

საპარლმენტო უმცირესობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტში იბარებს

18 თებერვალი, 2019 , 16:39

„ევროპული საქართველო“ საბანკო სესხებზე ამოქმედებულ ახალ რეგულაციებს აკრიტიკებს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტში იბარებს. „ჩვენი, როგორც საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნააა, პირველი, პარლამენტში

საქართველოს ელჩი საქართველო-იორდანიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა

18 თებერვალი, 2019 , 16:00

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა კანდელაკი იორდანიის სენატში საქართველო-იორდანიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს ოსალა მალქავისა და ჯგუფის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქარ

ამ ეტაპზე „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი არანაირი ცვლილება მომზადებული არ არის - სამინისტრო

18 თებერვალი, 2019 , 15:25

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუ