უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

12 სექტემბერი, 2018 16:40
font-size

საქართველო სასკოლო განათლების ხარისხით 72 ქვეყანას შორის ბოლოდან მე-11 ადგილზეა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" სასკოლო განათლების ხარისხთან დაკავშირებულ პრობლემებზე დღეს კვლევა წარადგინა.

"2018 წელს, 2011 წელთან შედარებით, საქართველოში ზოგადი (სასკოლო) განათლების დაფინანსება თითქმის ორჯერ არის გაზრდილი. მიუხედავად ამისა, სასკოლო განათლების ხარისხი ისევ კრიტიკულად დაბალ დონეზე რჩება, რასაც საერთაშორისო კვლევები და ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს.

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) კვლევაში საქართველო სასკოლო განათლების ხარისხით 72 ქვეყანას შორის ბოლოდან მე-11 ადგილზეა, გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსით კი 137 ქვეყანას შორის 106-ზე.

2016-2018 წლებში სკოლის გამოსაშვები გამოცდები წარმატებით მოსწავლეთა საშუალოდ 77%-მა ჩააბარა, მაშინ როცა 2011-2015 წლებში წარმატების საშუალო მაჩვენებელი 84% იყო. ყველაზე პრობლემური საგნები კი ფიზიკა, მათემატიკა და უცხო ენაა.

საქართველოს სკოლებში დაახლოებით 67 ათასამდე პედაგოგი ასწავლის, რომელთაგან 86% 36 წლის და მეტი ასაკისაა. მათ შორის, 13% 65 წლის და მეტისაა. პედაგოგთა საშუალო ასაკი წლიდან წლამდე იზრდება, რაც პროფესიისადმი ახალგაზრდების დაბალ ინტერესს აჩვენებს.

2017 წლის ბოლოს საქართველოში უმაღლესი რანგის - მენტორი მასწავლებლის სტატუსს მხოლოდ 9 ადამიანი ფლობდა, ხოლო შემდეგი რანგის - წამყვანი მასწავლებლის - სტატუსს მხოლოდ 257.

2017 წლის მდგომარეობით სასერტიფიკაციო გამოცდა მასწავლებელთა მხოლოდ 30%- ჰქონდა ჩაბარებული. 2010-2017 წლებში პედაგოგების სასერტიფიკაციო გამოცდებში მინიმალური ზღვარი გამოცდაზე გასულ პედაგოგთა მხოლოდ 25%-მა გადალახა. სასერტიფიკაციო გამოცდების წარმატებით ჩაბარების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაწყებითი კლასების, ფიზიკის, ინფორმაციული ტექნოლოგიების და მათემატიკის პედაგოგებს აქვთ.

2011-2017 წლებში საჯარო სკოლებში საშუალო ნომინალური ხელფასი (მათ შორის პედაგოგების) ორჯერ გაიზარდა და 2017 წელს 548 ლარს შეადგენდა, თუმცა ქვეყნის ეკონომიკის ყველა სექტორში არსებულ საშუალო ნომინალურ ხელფასს მნიშვნელოვნად (თითქმის ორჯერ) ჩამორჩებოდა. საჯარო და კერძო სკოლებში ხელფასებს შორის დიდი სხვაობა არ არის. ბოლო მონაცემებით კერძო სკოლებში საშუალო ხელფასი 631 ლარი იყო.

სასკოლო განათლების დაფინანსების და ხარისხის ზრდას შორის პირდაპირი კავშირის არარსებობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხარისხის ამაღლებაზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკის არქონაა, რასაც განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ზოგადი განათლების პროგრამაც ადასტურებს. პროგრამას მიზნად არ აქვს ხარისხის ამაღლება და შემუშავებული არ არის ხარისხის საზომი ინდიკატორები.

რეკომენდაციები:

სასკოლო განათლების დაფინანსების ზრდა შედეგებზე უნდა იყოს ორიენტირებული, შედეგს კი განათლების ხარისხის ამაღლება უნდა წარმოადგენდეს. სახელმწიფომ დამატებითი ფული არ უნდა გადაიხადოს განათლებაში, თუ ხარისხი არ გაუმჯობესდება;

უნდა შემუშავდეს ზოგადი განათლების პროგრამის კონკრეტული მიზნები და შედეგები, რომლებიც იქნება გაზომვადი და საშუალებას მოგვცემს, წლიდან წლამდე ვნახოთ გვაქვს თუ არა პროგრესი;

სასკოლო განათლების საბოლოო და შუალედური შედეგები უნდა შეფასდეს შესაბამისი ინდიკატორებით, რომლებიც დღეს არ ახლავს ზოგადი განათლების პროგრამას და მის ქვეპროგრამებს;

შესაბამისი კვლევების დანერგვით ყოველწლიურად უნდა განხორციელდეს დაკვირვება სასკოლო განათლების ხარისხზე, რომლის შედეგებიც გამოყენებული იქნება ზემოთ აღნიშნული პროგრამების შეფასების ინდიკატორებისთვის.

ვინაიდან სკოლის პედაგოგთა საშუალო ასაკი წლიდან წლამდე იზრდება, უნდა შემუშავდეს შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკა ამ პროფესიაში უფრო მეტი ახალგაზრდის მოსაზიდად" - აღნიშნულია კვლევაში.

გახარია მოქალაქეებს სიმშვიდისაკენ მოუწოდებს

16 დეკემბერი, 2018 , 12:22

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. გახარია მოქალაქეებს სიმშვიდისაკენ მოუწოდებს. „არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, დღეს არის მნიშვნელოვანი

გურჯაანში გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებს გზა გადაუკეტეს

16 დეკემბერი, 2018 , 12:12

გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებს და ლიდერებს თელავის მიმართულებით გზა გადაკეტილი აქვთ და აქციის მონაწილეებს თელავში ჩასვლას ყვარლის გავლით სთავაზობენ, რაზეც მათგან უარი მიიღეს. აქციის მონაწილეები გზის გახსნას ცდილობ

კახეთის მიმართულებით და ქალაქ თელავში საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

16 დეკემბერი, 2018 , 10:29

კახეთის მიმართულებით და ქალაქ თელავში საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. შსს-ს ცნობით, შეზღუდვა საქართველოს პრეზიდენტის

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები თელავისკენ მიემართებიან

16 დეკემბერი, 2018 , 10:25

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ მხარდამჭერები და გაერთიანების ლიდერები თბილისიდან თელავის მიმართულებით დაიძრნენ. როგორც გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განცხადა, აღნიშ

vali.ge-ს ერთიან ბაზას სს „კრედო ბანკის“, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდოს“ და შპს „ემ კოლექტორის“ მონაცემები დაემატა

15 დეკემბერი, 2018 , 16:40

პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - vali.ge მონაცემები განახლდა - ერთიან ბაზას დღეს კიდევ 3 საფინანსო ორგანიზაციის მონაცემები დაემატა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ესენია: სს „კრედ

საქართველოში 10 თვეში 1518 თვითმკვლელობა მოხდა

15 დეკემბერი, 2018 , 16:40

“ქვეყანაში სუიციდის მაჩვენებელი 170 პროცენტით გაიზარდა - ათ თვეში 1518 თვითმკვლელობა მოხდა. ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს. ოფიციალური ინფორმაციით, წინა წლის ათ თვეში თვითმკვლე

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`