უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

24 თებერვალი, 2020 14:30
font-size

საქართველო შესაძლებელია გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა ევროპასა და აზიას შორის მარშრუტების შესამცირებლად - დავით ზალკალიანი

საქართველო შესაძლებელია გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა ევროპასა და აზიას შორის მარშრუტების შესამცირებლად, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა The Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

The Financial Times საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან ინტერვიუს საფუძველზე შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე სტატიას აქვეყნებს.

გამოცემასთან საუბარში საგარეო უწყების ხელმძღვანელი აქცენტს შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე აკეთებს და ამბობს, რომ „ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციის სამხედრო და პოლიტიკური გავლენის შემცირება.“

დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ საქართველოს ესაჭიროება ევროკავშირისა და ნატოს პარტნიორების ყურადღება და ჩართულობა როგორც პოლიტიკური და სამხედრო, ასევე სოციალურ-ეკონომიკური კუთხითაც.

„ზალკალიანის განცხადება ცხადყოფს, რომ ენერგორესურსებით მდიდარი სავაჭრო მარშრუტისთვის, რომელიც ევროკავშირის წევრი ორი სახელმწიფოს სანაპირო ზოლს მოიცავს, და ევროპას აზიასთან, ასევე ხმელთაშუაზღვისპირეთს ახლო აღმოსავლეთთან აკავშირებს, ბრძოლა ძლიერდება“, – წერს „ფაინენშელ თაიმსი“. ამის მაგალითად, გამოცემას მოჰყავს 2019 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერთავდასხმა, რომელზე პასუხისმგებლობა აშშ-მა და გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის სპეცსამსახურებს დააკისრეს.

„კიბერთავდასხმის შესახებ გამოხმაურებების გავრცელებამდე „ფაინენშელ თაიმსთან“ ინტერვიუში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე უახლეს სამხედრო ტექნიკას და ამუნიციას აგზავნის“, – წერს ბრიტანული გამოცემა.

ზალკალიანი იმასაც აღნიშნავს, რომ ევროკავშირისა და სხვა დასავლელი პარტნიორების ყურადღების ნაკლებობის შემთხვევაში „სიცარიელის შესავსებად“ სხვები ისარგებლებენ. სტატიაში ასევე საუბარია ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე და რუსეთის მხრიდან ადგილზე განლაგებულ თანამედროვე რადარებსა და სარაკეტო სისტემებზე. სტატიის ავტორები იუწყებიან იმასაც, რომ ერთი კვირის წინ, ზალკალიანმა, თავის უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად ხელი მოაწერა განცხადებას და მიმართა ევროკომისიას დაფინანსების გაზრდის თაობაზე.

მინისტრი ევროკავშირს საქართველოსა და რეგიონში, რომლის წარმომადგენლებიც მისი წევრი ქვეყნები - რუმინეთი და ბულგარეთიც არიან, მეტი ინვესტიციის განხორციელებას სთხოვს, მათ შორის შავ ზღვაზე ეკონომიკური პროექტების განხორციელების კუთხით, როგორიც არის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი და საბორნე მიმოსვლის გადაადგილება რომელიც დააკავშირებს ქართულ პორტებს ევროკავშირის სივრცესთან.

„ეს შესაძლებელია გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა ევროპასა და აზიას შორის მარშრუტების შესამცირებლად,“ - აღნიშნავს დავით ზალკალიანი ინტერვიუში და დასძენს რომ ეს უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის სავაჭრო მარშრუტების განსავითარებლად."საქართველო იმავდროულად არის ზღვაზე გასასვლელი კარიბჭე 8 ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნისთვის ცენტრალური აზიასთან", - აღნიშნავს მინისტრი.

საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველო-თურქეთის ურთიერთობებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ „თურქეთი ყოველთვის მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ქვეყნის სუვერენიტეტს.“ თუმცა ზალკალიანი აცხადებს, რომ ოფიციალური თბილისი ყურადღებით აკვირდებოდა აშშ-სა და თურქეთს შორის სირიის საკითხთან დაკავშირებით შექმნილ დაძაბულობას და თურქეთის მიერ რუსული სარაკეტო სისტემის შეძენას, მისი თქმით თურქეთის ურთიერთობებში აშშ-სთან თუ რუსეთთან ყოველთვის არის აღმასვლა და პირიქით, მაგრამ საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობა არ იცვლება.

პარტიის თავმჯდომარის გადასაწყვეტია, იქნება თუ არა პარტიული სიის სათავეში - მამუკა მდინარაძე

10 ივლისი, 2020 , 15:20

„იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილი სიის პირველი ნომერი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პარტიის ხელმძღვანელის გადასაწყვეტი,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქ

მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩთან შეხვედრა გაიმართა

10 ივლისი, 2020 , 15:20

საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იგორ დოლგოვთან შეხვედრა გაიმართა. როგორც „მედიანიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდე

საქართველოს პროგრესს არაფერი ემუქრება -გიორგი გახარია

10 ივლისი, 2020 , 13:20

ჯერჯერობით, ეს არის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კომიტეტებს გადის. რა თქმა უნდა, ამაში სასიამოვნო არაფერი არ არის. მიუხედავად იმისა, ჩვენ ყველას გვესმის, რომ ის პუნქტები, რომელიც იქ არის ჩამოთვლილი, საქართველო ყოველ

თუნდაც მე ვიქნები ბოლო ნომერი, სიაში ვინ იქნება პირველი, ამას არ აქვს მნიშვნელობა - გიორგი გახარია

10 ივლისი, 2020 , 12:50

სიაში ვინ იქნება პირველი, ამას კი არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ყველამ - ოპოზიციამ, მთავრობამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, ჩავატაროთ სანიმუშო არჩევნები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ჟურნალი

„ქართული ოცნების“ კლანური მმართველობა საქართველოს ძალიან ძვირი უჯდება - გიორგი ვაშაძე

10 ივლისი, 2020 , 12:15

„ამერიკის კონგრესის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს მიმართ სანქციები დააწესა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს და თითოეულ მოქალაქეს პრობლემებს შეუქმნის,“ - ამის შესახებ „ახალი საქართველოს&ldquo

ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრისტიან ურსესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

10 ივლისი, 2020 , 11:10

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრისტიან ურსესთან, რომელიც საქართველოში ხუთწლიან მოღვაწეობას ასრულებს. საქა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე