უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

21 სექტემბერი, 2018 10:35
font-size

საქართველო შესანიშნავი ადგილია ბიზნესის საკეთებლად, სხვა კომპანიებიც უნდა ჩამოვიდნენ და ეს დიდი სარგებელი მიიღონ - რობერტ შერი

საერთაშორისო კომპანიებისთვის საქართველო შესანიშნავი ადგილია ბიზნესის საკეთებლად; სხვა კომპანიებიც უნდა ჩამოვიდნენ და ეს დიდი სარგებელი მიიღონ, - ამის შესახებ BP-ის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ხელმძღვანელმა რობერტ შერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი შეფასებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შესანიშნავად წარმოაჩინა, რა სურს და რას ელის ვაშინგტონში ვიზიტისგან.

“მან ისაუბრა საქართველოს შესაძლებლობებზე, მის მიერ განზრახულ რეფორმებზე, რათა ქვეყანა ბიზნესის კეთებისთვის დიდებულ ადგილად აქციოს და თავად ქართველებისთვის საცხოვრებლად იყოს ძალიან კარგი. მე „ბრიტიშ პეტროლიუმს“ წარმოვადგენ აქ ვაშინგტონში და ჩვენ საქართველოსთან ხანგრძლივი ურთიერთობა გვაკავშირებს. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით იმ შესანიშნავი საქმიანი ურთიერთობების შესახებ, რაც ხალხთან და ქვეყანასთან გაგვაჩნია. ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანური კაპიტალი, რომელიც დასაქმებული გვყავს საქართველოში და რამდენად განაპირობებს ეს ჩვენი კომპანიის წარმატებას. ვიცით ასევე, რამხელა მნიშვნელობა აქვს, იგივე სარგებელი ქართველმა ხალხმა და ზოგადად, რეგიონმა მიიღოს. ამდენად, ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ვმასპინძლობთ. შეგვიძლია ვთქვათ და დავადასტუროთ, რომ საერთაშორისო კომპანიებისთვის საქართველო შესანიშნავი ადგილია ბიზნესის საკეთებლად და სხვა კომპანიებიც უნდა ჩამოვიდნენ და ეს დიდი სარგებელი მიიღონ”, - აღნიშნა რობერტ შერმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრია და ამერიკული ბიზნესწრეების წარმომადგენელთა შეხვედრა დღეს ვაშინგტონში, “მერიდიაანის საერთაშორისო ცენტრში” გაიმართა.

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს

11 აპრილი, 2024 , 13:17

მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის - ბოლო ინსტანციის, სააპელაციო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს. აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზ

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი