უკან
უახლესი ამბები
არქივი
პოლიტიკა
29 დეკემბერი, 2016 16:55
საქართველო სირიას 100 ათასი დოლარით დაეხმარება
საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველო სირიას 100 ათასი დოლარით დაეხმარება.
„პრემიერმა გამოთქვა მზადყოფნა, დაეხმაროს იმ ბავშვებს, რომლებიც განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ამის შემდეგ, ჩვენ გვქონდა აქტიური კონსულტაციები გაეროსთან და ყველა გზები გამოვიკვლიეთ, თუ როგორ შეიძლებოდა ჰუმანიტარული დახმარების გაწევა. საბოლოო ჯამში, შეთანხმდა, რომ ჩვენ გავუწევთ ფინანსურ დახმარებას 100 ათასი დოლარის ფარგლებში, გაერო-ს სპეციალიზებული ფონდის მეშვეობით. მთავრობის გადაწყვეტილებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ დახმარებას განახორციელებს“, – განაცხადა ჯანელიძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ.
ნინო ექვთიმიშვილი