უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

30 მაისი, 2018 09:00
font-size

საქართველო სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს - საქართველოს საგარეო უწყება

სირიის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გამო საქართველო დამასკთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო სამინისტრო იუწყება.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ამით ბაშარ ასადის რეჟიმმა მხარი დაუჭირა რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ აგრესიას და უგულებელყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.

საქართველოს საგარეო უწყებამ მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს და ზომები მიიღოს რუსეთის მოკავშირის გადაწყვეტილებაზე.

„2018 წლის 29 მაისს სირიის რეჟიმმა, რუსეთის ფედერაციის მხრიდან მანიპულირების შედეგად, მიიღო კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილება და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევით აღიარა საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა. აღნიშნული ქმედებით ასადის რეჟიმმა მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციასა და წლების განმავლობაში მიმდინარე ეთნიკურ წმენდას.

ამ გზით სირიის რეჟიმმა უგულებელყო სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობის შესახებ საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულება.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველომ დაიწყო პროცედურები სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიზნით.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან მანიპულირების შედეგად ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილებას და მიიღოს ზომები აღნიშნული ქმედების საპასუხოდ“, -განაცხადეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

დღეს გახდა ცნობილი, რომ სირიამ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ამის შესახებ წერია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო უწყებების ვებგვერდებზე.

ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა სირიის გარდა ასევე აღიარეს რუსეთმა, ნიკარაგუამ, ვენესუელამ , ნაურუმ, ვანუატუმ და ტუვალუმ.

ალეკო ელისაშვილი პოლიტიკურ პარტიას ქმნის

26 მაისი, 2020 , 20:07

ალეკო ელისაშვილი პოლიტიკური პარტიის შექმნას აანონსებს. საკუთარი გეგმების შესახებ მან "ფეისბუქის" პირად გვერდზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, პარტია, რომელსაც ქმნის, პარტიულ ინტერესებზე წინ დააყენებს

„წულუკიანის გარანტირებული დაბინავება მომდევნო 10 წლით საკონსტიტუციოს თავმჯდომარეობა იქნება“

26 მაისი, 2020 , 17:13

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანი, შესაძლოა, ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გახდეს. საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს ზაზა თავაძეს უფლებამოსილების ვადა 15 ივნისს ეწურება. თეა წულუკი

საქართველოს წარმატება შეუძლებელი იქნებოდა საქართველოს მეგობარი ქვეყნების ფასდაუდებელი დახმარებისა და მეგზურობის გარეშე - ზალკალიანი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს მიმართავს

26 მაისი, 2020 , 15:00

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს წერილით მიმართავს. მისი თქმით, უცხოელი დიპლომატები დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებშ

პირველად კაცობრიობის ისტორიაში, მსოფლიო გაჩერდა და იძულებული გავხდით, დავფიქრებულიყავით - სალომე ზურაბიშვილი

26 მაისი, 2020 , 12:22

პირველად კაცობრიობის ისტორიაში, მსოფლიო გაჩერდა და იძულებული გავხდით, დავფიქრებულიყავით, როგორი იქნება მსოფლიო ამ გაჩერების შემდეგ და ჩვენ რა ადგილს დავიკავებთ ახალ მსოფლიოში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომ

დონალდ ტრამპი გიორგი გახარიას - ამერიკელი ხალხის სახელით, გულწრფელად მოგესალმებით და გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს

26 მაისი, 2020 , 12:10

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მისალოც წერილს უგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური

უკრაინაში საქართველოს ელჩთან კონსულტაციები დასრულდა

25 მაისი, 2020 , 16:33

უკრაინაში საქართველოს ელჩთან, თეიმურაზ შარაშენიძესთან კონსულტაციები საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს დასრულდა. ელჩისგან მოისმინეს ინფორმაცია უკრაინა-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებსა და პერსპექტივებზე. ამის შესახებ საგა