პოლიტიკა
საქართველო-უკრაინის ხელისუფლებებს შორის გარიგება რომ ყოფილიყო, საქმე სხვანაირად წავიდოდა - სოფიო კილაძე სააკაშვილის ბრალდებაზე
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე უკრაინიდან პოლონეთში დეპორტირებული მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ოდესის ექს-გუბერნატორმა საქართველო-უკრაინის ხელისუფლებებს შორის შესაძლო პოლიტიკურ გარიგებებზე ისაუბრა.
კილაძემ ბრალდებები აბსურდული და სასაცილო უწოდა.
„საუბარი იმაზე, რომ გარიგებებს ჰქონდა ადგილი, სასაცილოა. გარიგება რომ ყოფილიყო, საქმე სხვანაირად წავიდოდა. შესაფასებელი ბევრი არაფერია, რადგან ეს შესაბამისი ქვეყნების გადაწყვეტილებაა. თუ სააკაშვილი ფიქრობს, რომ ეს გადაწყვეტილებები სწორი არ არის და სამართლებრივად გამყარებული არაა, მაშინ შესაბამისი ქვეყნის სასამართლოებს უნდა მიმართოს. ჩვენ იმ ქმედებებში ვერ ჩავერევით, რასაც ისინი ახორციელებენ.
გვესმის, რომ სააკაშვილი საქართველოში ხელისუფლების დაკარგვას ვერ ეგუება. ასევე, ვერ ეგუება იმასაც, რომ მის მიმართ სამართლებრივი ნაბიჯებია გადადგმული. ეს მისი მხრიდან ბუნებრივია რეაქციაა, მაგრამ ბრალდებები, რომელიც ჩვენი ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილის მიმართ გაისმის, აბსურდია. ჩვენმა ხალხმა სააკაშვილს უარი მშვიდობიანად არჩევნების გზით უთხრა“, – აღნიშნა დეპუტატმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, საქართველომ სააკაშვილის ექსტრადირება უკრაინის შემდეგ პოლონეთს მოსთხოვოს, კილაძემ უპასუხა, რომ ეს ლოგიკურია.
უმრავლესობის წევრმა დაამატა, რომ სააკაშვილის გაძევების პროცედურა ისე მოულოდნელად მოხდა, რომ ქართულ მხარეს მომდევნო ნაბიჯების გადასადგმელად დრო დასჭირდება.
„მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილებაა დამდგარი და შესაბამისი სტრუქტურები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რაც კანონითაა გათვალისწინებული, განხორციელდეს. მათ შორის, ლოგიკურია, რომ ექსტრადირების პროცედურები დაიწყოს და მოხდეს მიმართვა. მაგრამ, ამ თვალსაზრისით სამართლებრივი დეტალები არ ვიცი. უკრაინასთან შესაბამისი ნაბიჯები გადადგმული იყო, მაგრამ ეს ამბავი ახლა უცებ მოხდა და შესაბამის სტრუქტურებს გარკვეული დრო სჭირდებათ, რომ შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღონ, მათ შორის, საექსტრადიციო პროცედურებზე“, –აღნიშნა დეპუტატმა.
გუშინ სპეცრაზმელთა ჯგუფმა სააკაშვილი კიევში, რესტორან „სულგუნში“ დააკავა. შემდეგ ოდესის ექს-გუბერნატორი კერძო თვითმფრინავით პოლონეთში გადაიყვანეს „რეადმისიასთან“ [არალეგალის იმ ქვეყანაში დაბრუნება, საიდანაც ის არალეგალურად შევიდა სხვა სახელმწიფოში] დაკავშირებული განცხადების მიხედვით, რომელიც პოლონურ მხარეს უკრაინის ეროვნულმა საიმიგრაციო სამსახურმა მიაწოდა.
საკვანძო სიტყვები:
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08
იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები და დუმილი! სსრკ სხვა კი არაფერი იყო - სალომე ზურაბიშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 16:56
ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი - კახა კალაძე
17 ნოემბერი, 2025 , 13:51

