უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

14 ივლისი, 2020 20:49
font-size

საქართველო უკვე უნდა იყოს ნატოს წევრი - მეთიუ ბრაიზა

საქართველო უკვე უნდა იყოს ნატოს წევრი - ამის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეთიუ ბრაიზამ „მთავარი არხის“ გადაცემა "დღის სტუმარში" ისაუბრა.

ბრაიზა მიიჩნევს, რომ ვინაიდან საქართველო ამერიკის სტრატეგიული პარტნიორია, მისი რუსეთისგან დამოუკიდებლობა კიდევ უფრო განამტკიცებს აშშ-ს ეროვნულ უსაფრთხოებას.

„ჩემი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება უფრო ძლიერია მაშინ, როდესაც საქართველო ატარებს რეფორმებს, დაცული და დამოუკიდებელია რუსეთისგან,“ - თქვა მან.

"ქართული ოცნების" მხრიდან ოპოზიციის კრიტიკას, რის თანახმადაც აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციები ხელისუფლების ოპონენტების ლობისტური საქმიანობის შედეგია, ამერიკელი დიპლომატი უადგილოდ მიიჩნევს.

„ვაშინგტონი ლობისტების ადგილია. ამერიკაში ეს სისტემა მუშაობს და როდესაც თქვენი ხელისუფლება ოპოზიციას აკრიტიკებს ლობისტების წარმატებით გამოყენებაში, მთავრობა თავის მხრივ უნდა ეცადოს, რომ იგივე გააკეთოს. როგორც ვიცი, მათაც ჰყავთ თავისი ლობისტები დაქირავებული. გარდა ამისა, ხელისუფლებას, ოპოზიციისგან განსხვავებით, პირდაპირი კონტაქტები აქვს აღმასრულებელ შტოსთან და კონგრესთან. ეს მთავრობის უპირატესობაა. წესით, მათ არ უნდა გაუჭირდეთ ვაშინგტონის დარწმუნება, რომ რუსეთთან არ აქვთ კავშირი,“ - განმარტა ბრაიზამ.

დიპლომატმა ასევე ისაუბრა საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხეც. ბრაიზას აზრით, თავის დროზე, საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებაზე უარის თქმა ალიანსის სტრატეგიული შეცდომა იყო, რამაც საბოლოოდ, კრემლის სასარგებლოდ იმოქმედა.

„საქართველო უკვე უნდა იყოს ნატოს წევრი, ასე ვფიქრობ ბუქარესტის სამიტის შემდეგ. მაშინ საქართველო სულ არ იყო მზად ნატოს წევრობისთვის, მაგრამ დანამდვილებით უნდა მიენიჭებინათ მისთვის სამოქმედო გეგმა - MAP-ი. მაშინ სრულიად პათეტიკური ფორმულირებით ითქვა შემდეგი - რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებიან ნატოს წევრი ქვეყნები, მაგრამ არა ახლა. ეს პუტინისთვის გადაგდებული ხორცის ნაჭერი იყო... ამიტომ, მე ვფიქრობ, ეს ალიანსის უდიდესი სტრატეგიული შეცდომა იყო, როცა ძალიან მკაფიოდ არ ითქვა, რომ საქართველო გახდება წევრი ქვეყანა,“ - აღნიშნა ბრაიზამ "მთავართან" ინტერვიუში.

მიხეილ სააკაშვილი დღეს არის პოლიტიკური ფაქტორი - რომან გოცირიძე

5 აგვისტო, 2020 , 17:51

“მიხეილ სააკაშვილი დღეს არის პოლიტიკური ფაქტორი და ასევე იქნება საპარლამენტო არჩევნების პირობებში, როგორც არ უნდა ეშინოდეს „ქართულ ოცნებას“ და წუწუნებდეს,” - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალურ

მიშას დაბრუნება არ შეიძლება, მაგრამ ვანიშვილი უნდა წავიდეს -გედევან ფოფხაძე

5 აგვისტო, 2020 , 16:55

“ყველა განცხადება, რომელიც კეთდება სააკაშვილის მხრიდან, არის ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა და „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში დატოვების მცდელობა,” - ამის შესახებ პარტიის „ჩვენი საქართველო-სო

„ქართული ოცნების“ დამარცხების მიზნით, ოპოზიციურ კოლეგებთან კოორდინაცია ძალაში რჩება - ბადრი ჯაფარიძე

5 აგვისტო, 2020 , 14:25

„ლელო საქართველოსთვის“ გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და ამ პროცესში ოპოზიციური პარტიების როლზე ისაუბრა. მისი თქმით, “ლელო საქართველოსთვის“ - სტრატეგია და პრინ

`სტრატეგია აღმაშენებლის` განცხადება არის მცდარი და ემსახურება მოსახლეობის დეზინფორმირებას კახა ლაბუჩიძე

4 აგვისტო, 2020 , 11:27

ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე პოლიტიკური პლატფორმის "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის ანა კობახიძის განცხადებას ეხმაურება. როგორც კახა ლაბუჩიძე სოციალურ ქსელში წერს, ანა კობახიძის განცხადება მცდარია და მოსახლეობის

დაიწყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება სამთავრობო კანდიდატის სასარგებლოდ! - ანა კობახიძე

4 აგვისტო, 2020 , 11:10

პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტსაბჭოს წევრის, პარტიის საარჩევნო საკითხების მიმართულების ხელმძღვანელის ანა კობახიძის ინფორმაციით, მმართველმა გუნდმა სამთავრობო კანდიდატების სასარგებლოდ ადმინისტრაც

სააკაშვილი მოწყვეტილია ობიექტურ რეალობას - ნინო ბურჯანაძე

3 აგვისტო, 2020 , 16:20

„ვფიქრობ, სააკაშვილი მოწყვეტილია ობიექტურ რეალობას და მას არ ესმის, რომ როდესაც ის ხალხთან კოალიციაზე ლაპარაკობს საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს მასთან კოალიცია არ უნდა,” - ასე ეხმაურება ,,ერთიანი საქართველოს"

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე