უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

24 ივნისი, 2022 16:56
font-size

პოლიტპატიმრები ქვეყანას არ ყავს და არ ეყოლება, პოლიტპატიმრები იყვნენ წინა ხელისუფლების დროს, ბატონი სააკაშვილის დროს - ირაკლი ღარიბაშვილი

პოლიტპატიმრები ქვეყანას არ ყავს და არ ეყოლება- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, პოლიტპატიმრები იყვნენ წინა ხელისუფლების დროს და ეს ეპოქა დაასრულა ბიძინა ივანიშვილმა.

„პოლიტპატიმრები ქვეყანას არ ყავს და არ ეყოლება. პოლიტპატიმრები იყვნენ წინა ხელისუფლების დროს, ბატონი სააკაშვილის დროს, რომელიც პოლიტიკური ნიშნით არა თუ იჭერდა ადამიანებს, ხვრეტდა და აწამებდა, ართმევდა სახლებს, ბიზნესებს, ანადგურებდა ადამიანებს. ეს ეპოქა დასრულდა და დაასრულა ბიძინა ივანიშვილმა. ის სტანდარტები, რომელიც დატოვა პოლიტიკაში, პოლიტიკურ გუნდში ბატონმა ივანიშვილმა, დიახაც, ჩვენი გუნდი ვართ ამ პოლიტიკური ძალის მმართველები დღეს. იმ პოლიტიკის გამაგრძელებლები დღეს, რომლებიც ვაკეთებთ იმ საქმეს, რაც დაიწყო მან ათი წლის წინ. ეს ეხება ევროპულ ინტეგრაციას, მედია თავისუფლებას, აღარ ჩამოვთვლი და თავს აღარ შეგაწყენთ. ჩვენ გვაქვს ხელშესახები რამდენიმე კონკრეტული შედეგი: ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო რეშიმი, თავისუფალი ვაჭრობა და ახლა უკვე ევროპული პერსპექტივა, რომელზეც სააკაშვილის პირობებში ოცნებაც არ შეიძლებოდა. დღეს რომ სააკაშვილი ყოფილიყო ქვეყანა აღარ იქნებოდა, ეს ცალკე თემაა, მაგრამ არავითარი პერსპექტივაც არ გვექნებოდა. გაცხადებულად, დეკლარირებულად ისინი მიექანებოდნენ სხვა მიმართულებით. სამი წელი ასოცირების შეთანხმების კონსულტაციების პროცესი იყო გაჭიანურებული. ჩვენ მოვედით, ჩვენ დავიწყეთ, ჩვენ მოვაწერეთ, ჩვენ გავაკეთეთ. უვიზო რეჟიმი და ასოცირებული შეთანხმების პროცესი უკრაინას მანამდე ჰქონდა დაწყებული, ჩვენამდე. ჩვენ ამხელა პროგრესი გავაკეთეთ და რეალური შედეგები მოვუტანეთ ქვეყანას“, - განაცხადა პრემიერმა.

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი