სამართალი
საქართველოდან აშშ-ში კიბერდანაშაულში ბრალდებული რუსეთის მოქალაქის ექსტრადირება განხორციელდა
საქართველოდან აშშ-ში კიბერდანაშაულშიბრალდებული რუსეთის მოქალაქის, ანდრეი ტიურინის ექსტრადირება განხორციელდა.
ინფორმაცია ამის შესახებ აშშ-ის საიდუმლო სამსახურის მიერ გავრცელდა.
უწყების ცნობით, ბრალდებული საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს და ვაშინგტონის მოთხოვნით, აშშ-ს გადასცეს.
აშშ-ის საიდუმლო სამსახურის პრესრელიზში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის მოქალაქეს ბრალად ედება აშშ-ის ფინანსური სტრუქტურების, საბროკერო ფირმებისა და ფინანსურ საკითხებზე მომუშავე მედიასაშუალებების კომპიუტერული სისტემებზე კიბერთავდასხმა.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ნიუ-იორკის სამხრეთ რაიონის პროკურორმა ჯეფრი ბერმანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და იუსტიციის სამინისტროს ექსტრადირების პროცედურაში გაწეული მხარდაჭერისა და დახმარებისთვის.
ბერმანის განცხადებით, 35 წლის ანდრეი ტიურინი გლობალური ჰაკერული კამპანიის მონაწილე იყო. მისი ქმედებების შედეგად დაზარალებულთა რაოდენობა კი 80 მილიონ ადამიანს აღემატება.