უკან

ეკონომიკა

19 ივნისი, 2019 13:00
font-size

საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი 22.1 პროცენტით გაიზარდა

საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში, 2019 წლის იანვარ-მაისში, 360.9 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რაც 22.1 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 24.6 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ცნობით, ევროკავშირის ქვეყნებიდან იმპორტის მოცულობამ 885.8 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (11.5 პროცენტით ნაკლები) და მთლიანი იმპორტის 25.4 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1 246.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 3.9 პროცენტით ჩამორჩება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019 წლის იანვარ-მაისში მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 25.9 პროცენტით განისაზღვრა.

ამასთან, 2019 წლის იანვარ-მაისში, საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 748.7 მლნ. აშშ დოლარის საქონელი, რაც 28.3 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 51.1 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობა 951.3 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა (13.2 პროცენტით ნაკლები), რაც მთლიანი იმპორტის 27.2 პროცენტია. სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 1 700.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.3 პროცენტით მეტია. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019 წლის იანვარ-მაისში, მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 10.0 პროცენტი იყო.

2019 წელს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ღვინის ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა - ღვინის ეროვნული სააგენტო

23 იანვარი, 2020 , 10:55

2019 წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 94 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო იყო ექსპორტირებული, რაც 2018 წლის რაოდენობას ცხრა პროცენტით აღემატება და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფო

მნიშვნელოვნად იზრდება წიაღისეულზე საინვესტიციო მომართვიანობის მაჩვენებელი როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი მეწარმეებისგან - მაია ზავრაშვილი

22 იანვარი, 2020 , 16:10

წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მაია ზავრაშვილის თქმით, მნიშვნელოვნად იზრდება საინვესტიციო მომართვიანობის მაჩვენებელი როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი მეწარმეებისგან. „იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებული წიაღის

დავით საგანელიძემ კასპში „საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით მიმდინარე აგურის ქარხნის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა

22 იანვარი, 2020 , 11:40

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, რეგიონულ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველ სოზარ სუბართან და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად,

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 22 იანვრისთვის - დოლარი - 2.8877 ლარი, ევრო - 3.2077 ლარი, ფუნტი - 3.7676 ლარი

21 იანვარი, 2020 , 17:35

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 22 იანვრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8877 ლარი ეღირება, ევრო – 3.2077 ლარი, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.7676 ლარი. 21 ია

აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

21 იანვარი, 2020 , 15:35

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 21 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულე

დერივატივების კანონის მიღებით ქართული ფინანსური ბაზრების განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო - ეროვნული ბანკი

21 იანვარი, 2020 , 13:00

საქართველოს პარლამენტმა ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა, - ამის შესახებ „მედიანიუსს“ საქართველოს ეროვნული ბანკიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით,

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`