უკან

მსოფლიო

23 თებერვალი, 2018 12:55
font-size

საქართველოდან „ისლამურ სახელმწიფოს“ 200-ზე მეტი მებრძოლი შეუერთდა, აქედან დაახლოებით 50 ადამიანი დაბრუნდა სამშობლოში - კვლევა

„ხალიფატის მიღმა: უცხოელი მებრძოლეები და დაბრუნებულებისგან მიმავალი საფრთხე“, - ამ სახელწოდების კვლევას აქვეყნებს Soufan Center და გლობალური სტრატეგიის ქსელი. ანგარიში ეხება ისლამური სახელწმიფოს მებრძოლეებს, რომლებიც ტერორისტული ორგანიზაციის სირიასა და ერაყში დამარცხების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდნენ.

კვლევის მიხედვით, 40 000 მებრძოლიდან თავის ქვეყნებში დაბრუნდა 5 600 ადამიანი. ანგარიშში საქართველოც მოხვდა. როგორც ირკვევა, ისლამური სახელმწიფოს რიგებში სირიასა და ერაყში საბრძოლველად სქართველოდან 200-ზე მეტი ადამიანი წავიდა. აქედან დაახლოებით 50 ადამიანი დაბრუნდა, 50-ზე მეტი კი ცხელ წერტილში რჩება.

ისლამური სახელმწიფოს ყველაზე მეტი მებრძოლი - 900 ადამიანი, თურქეთში დაბრუნდა. 2014 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში თურქეთიდან სირიასა და ერაყში წავიდა 1500 მებრძოლი. 3 000 -ზე მეტი მებრძოლი წავიდა საუდის არაბეთიდან, აქედან დაბრუნდა 760 ადამიანი.

ევროპაში დაახლოებით 1200 მებრძოლი დაბრუნდა. აქედან 400 გაერთიანებულ სამეფოში, 271 - საფრანგეთში, დაახლოებით 300 კი - გერმანიაში. რუსეთიდან დაახლოებით 3400 ადამიანი შეუერთდა ბრძოლებს სირიასა და ერაყში, აქედან კი 400 დაბრუნდა სამშობლოში.

დაახლოებით 800 მებრძოლი დაუბრუნდა ტუნისს, ხოლო დაახლოებით 200 კი მაროკოს.

ანგარიშის მიხედვით, 250-ზე მეტი ამერიკელი შეუერთდა ისლამურ სახელმწიფოს სირიასა და ერაყში, აქედან მხოლოდ 7 დაბრუნდა. 2017 წლის აგვისტოს მონაცემებით აშშ-მ დააკავა 135 პირი ტერორიზმთან დაკავშირებული ბრალდებების გამო, ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის გამო. 77 კი დაისაჯა ამის გამო.

როგორც ვაშინგტონ პოსტი კვლევაზე დაყრდნობით წერს, სანამ ისლამური სახელწმიფო ებღაუჭება თავის უკანასკნელ შანსებს სირიაში, ის ქვეყნები, სადაც ტერორისტული ორგანიზაციის მებრძოლეები დაბრუნდნენ, ახალი გამოწვევის წინაშე დგებიან. გამოცემის თქმით, სახელმწიფოებმა არ იციან, როგორ მოექცნენ დაბრუნებულებს. ბევრი დაპატიმრებულია, ზოგს კი შესაძლოა, რეაბილიტაცია ჩაუტარდეს.

„ამ სარეაბილიტაციო პროგრამების შექმნა და ამოქმედება რთულია. ცალკე გამოწვევას წარმოადგენენ ქალები და ბავშვები, რომლებიც დაიბადნენ მაშინ, როცა მათი მშობლები სირიასა და ერაყში იბრძოდნენ.

დაბრუნებულ მებრძოლეებს პირდაპირ არ ეკისრებათ პასუხისმგებლობა რომელიმე ტერორისტულ თავდასხმებსა და საფრთხეებზე, ისინი შეიძლება გახდნენ შთაგონების წყარო ან მაგალითი მათთვის, ვინც შეიძლება გახდეს რადიკალი ან ხდება რადიკალი“, - წერია სტატიაში.

ანა მებურიშვილი


გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს

11 აპრილი, 2024 , 13:17

მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის - ბოლო ინსტანციის, სააპელაციო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს. აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზ

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი