უკან

ეკონომიკა

6 მარტი, 2018 14:45
font-size

საქართველოდან კომერციული ატაშეები პირველ ეტაპზე ექვს ქვეყანაში დაინიშნებიან- დიმიტრი ქუმსიშვილი

საქართველოდან კომერციული ატაშეები პირველ ეტაპზე იმ ექვს ქვეყანაში დაინიშნებიან, სადაც ვხედავთ ძალიან დიდ პოტენციალს, როგორც ინვესტიციების მოზიდვის, ასევე ექსპორტის გაზრდის მიმართულებით, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, სწორედ ამ კრიტერიუმებიდან და ანალიზიდან გამომდინარე იქნა მიღებულ გადაწყვეტილება, რომ საწყის ეტაპზე ექვსი ქვეყანა შერჩეულიყო.

„კომერციული ატაშე ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი და ვიცით, რომ ეს ინსტრუმენტი აუცილებლად გაამართლებს. ჩვენ გვჭირდება გამოცდილების დაგროვება და გვინდა, ეს გამოცდილება დავაგროვოთ, სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ. უკვე ამის შემდეგ, იმ რესურსებიდან გამომდინარე, რა რესურსებიც სახელმწიფოს ექნება, ქვეყნების ჩამონათვალს გავაფართოებთ“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნულ ქვეყნებში დანიშნული კომერციული ატაშეების დაფარვის არეალი გაცილები მეტი იქნება და მათ მეზობელ ქვეყნებზეც მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ კომერციული ატაშეს თანამდებობაზე კონკურსი დღეს გამოაცხადა.

შერჩეული კანდიდატები შესაბამისი გადამზადების შემდეგ მუშაობას გააგრძელებენ შემდეგ ქვეყნებში: აშშ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, თურქეთის რესპუბლიკა, დიდი ბრიტანეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა.

კანდიდატს მოეთხოვება არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება კერძო სექტორში: საერთაშორისო ვაჭრობის ან ინვესტიციების მიმართულებით ან საფინანსო სექტორში. ასევე, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება; არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება საჯარო სტრუქტურაში საერთაშორისო ეკონომიკური მიმართულებით. ასევე, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება. კონკრეტული ქვეყნების მიხედვით დადგენილია ასევე უცხო ენების ცოდნის ვალდებულებაც. შერჩევის პროცესი 3-4 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

საკონკურსო განაცხადების მიღება დღეს დაიწყო და გაგრძელდება 14 დღის განმავლობაში. განაცხადის შეტანის მსურველებმა განაცხადი დასაქმების სახელმწიფო პორტალის HR.GOV.GE საშუალებით უნდა გააგზავნონ.

დეტალური ინფორმაცია განთავსებული იქნება ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზეც. საკონკურსო განაცხადი ასევე განთავსდება დასაქმების სხვა საიტებზეც.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი